რა გავაკეთო, თუ Samsung-ის კონდიციონერის გარე ბლოკი ძლიერ ხმაურობს

ბოლო განახლების თარიღი : 11-12-2024

რა ხდება

მუშაობის დროს კონდიციონერის გარე ბლოკიდან ისმის ძლიერი ხმაური და ზუზუნი.

კონდიციონერის გარე ბლოკი ხმაურობს

რა უნდა გავაკეთო

1 შეამოწმე, ხომ არ არის კონდიციონერის გარე ბლოკის მახლობლად სხვა ნივთები, რომლებიც მას მუშაობაში ხელს უშლის.
თუ არის - აუცილებელია ბლოკის ირგვლივ არსებული ზედმეტი ნივთების მოცილება.
2 ძლიერი ხმები შეიძლება წარმოიშვას კონდიციონერის გარე ბლოკის არასწორი მონტაჟის გამო.
მიმართე კონდიციონერის მონტაჟის ხელოსანს, რათა შეამოწმო, სწორად არის თუ არა დამონტაჟებული კონდიციონერი.
3 თუ ზემოთ მოცემული რჩევები ვერ დაგეხმარა პრობლემის აღმოფხვრაში, რეკომენდებულია მიმართო სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!