რა გავაკეთო, თუ Samsung-ის კონდიციონერის გარე ბლოკი არ იწყებს მუშაობას
ბოლო განახლების თარიღი : 11-12-2024
რა ხდება
კონდიციონერის გარე ბლოკი არ მუშაობს: არ ისმის ზუზუნი და ვენტილატორის ფრთები არ ტრიალებენ.
რა უნდა გავაკეთო
1
კონდიციონერის ჩასართავად დააჭირე ღილაკს პულტზე. კონდიციონერის შიდა ბლოკის წინა პანელზე აინთება მუშაობის მანიშნებელი ინდიკატორი.
2
შეამოწმე, რა ტემპერატურაა დაყენებული კონდიციონერზე.
- გაგრილების რეჟიმის გააქტიურებისთვის აირჩიე ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 2 °C-ით დაბალი ტემპერატურა.
- გათბობის რეჟიმის გააქტიურებისთვის აირჩიე ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 2 °C-ით მაღალი ტემპერატურა.
3
დაელოდე 10-15 წუთი, კონდიციონერის კომპრესორი შეიძლება მაშინვე არ ჩაირთოს.
თუ მუშაობის რეჟიმს ცვლი და გაგრილების რეჟიმიდან გათბობის რეჟიმზე გადადიხარ ან პირიქით, კონდიციონერს ჩართვისთვის მეტი დრო დასჭირდება.
თუ მუშაობის რეჟიმს ცვლი და გაგრილების რეჟიმიდან გათბობის რეჟიმზე გადადიხარ ან პირიქით, კონდიციონერს ჩართვისთვის მეტი დრო დასჭირდება.
4
თუ კონდიციონერის დამონტაჟებიდან დიდი დრო არ არის გასული, მონტაჟის სისწორის შესამოწმებლად მიმართე მონტაჟის ხელოსანს.
მონტაჟი უნდა მოხდეს მომხმარებლის სახელმძღვანელოში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა შესაძლებელია განყოფილებიდან „მხარდაჭერა“.
მონტაჟი უნდა მოხდეს მომხმარებლის სახელმძღვანელოში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა შესაძლებელია განყოფილებიდან „მხარდაჭერა“.
5
თუ კონდიციონერის გარე ბლოკი არ ამუშავდა, რეკომენდებულია მიმართო სერვის-ცენტრს და გამოიძახო სპეციალისტი.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.