რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხ მანქანაზე მუდმივად ანთია ბოქლომის ან გასაღების ინდიკატორი

ბოლო განახლების თარიღი : 10-12-2024

სარეცხი მანქანის მართვის პანელს აქვს კარის დახურვის ინდიკატორი – რეცხვის დროს ის ანათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანის კარი დაბლოკილია. სხვადასხვა მოდელის სარეცხ მანქანაზე მას შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს: გასაღების, ბოქლომის ან საკეტიანი კარის.

კარის ბლოკირების ინდიკატორი ციმციმებს

თუ რეცხვის დასრულების შემდეგ კარის ბლოკირების ინდიკატორი კვლავ ანთია ან ციმციმებს, სცადე შემდეგი რეკომენდაციების შესრულება.

კარის ბლოკირების ინდიკატორი ციმციმებს

ბლოკირების ინდიკატორის გამართული მუშაობა

ბლოკირების ინდიკატორის გამართული მუშაობა

მოქმედება

ინდიკატორის მდგომარეობა

მანქანის ჩართვისას და პროგრამის არჩევისას

არ ანთია

ღილაკის „დაწყება/დაპაუზება“ დაჭერის შემდეგ

ანთია

პროგრამის დასრულების და წარწერის „END“ გამოჩენის შემდეგ (რამდენიმე წუთით)

ციმციმებს

კარის განბლოკვის შემდეგ

ქრება და არ ინთება

ინდიკატორი კვლავ ანთია ან ციმციმებს, კარი თავისუფლად იღება

თუ რეცხვის დასრულების შემდეგ ინდიკატორი კვლავ ანთია და ამ დროს სარეცხი მანქანის კარი იღება, შესაძლოა ტექნიკის მუშაობისას ადგილი აქვს პროგრამულ ხარვეზს. 

სარეცხი მანქანის მუშაობის შესამოწმებლად, მანქანა ჩართე „ბამბის“ რეჟიმზე, მაქსიმალურ ტემპერატურაზე, თეთრეულის და სარეცხი ფხვნილის გარეშე.

ამ რეჟიმში მანქანა მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და მისი მეშვეობით შესაძლებელია მისი მუშაობის ეფექტურობის შემოწმება:

საფეხური 1. აირჩიე „ბამბის“ რეჟიმი.

საფეხური 2. მართვის პანელზე აირჩიე რეცხვის მაქსიმალური ტემპერატურა (90°С ან 95°С).

საფეხური 3. დააჭირე ღილაკს „დაწყება/დაპაუზება“.

როგორ გავაღო Samsung-ის სარეცხი მანქანის კარი რეცხვის პროცესის მიმდინარეობისას

თუ სატესტო რეცხვის დროს სარეცხი მანქანა დააფიქსირებს შეცდომას ან რეცხვის დასრულების შემდეგ ინდიკატორი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელებს ციმციმს, მოწყობილობის დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია დაუკავშირდე სერვის-ცენტრს.


ინდიკატორი კვლავ ანთია ან ციმციმებს, კარი არ იღება

თუ რეცხვის დასრულების შემდეგ ინდიკატორი კვლავ ციმციმებს, ეს ნიშნავს, რომ კარი დაბლოკილია, რადგან დოლურაში დარჩენილია წყალი.

კარის განბლოკვისთვის, სარეცხი მანქანა დარჩენილი წყლისგან უნდა დაცალო. 

ამისათვის შეასრულე შემდეგი მოქმედებები:

1 გაუშვი „დაცლის“ რეჟიმი.

საფეხური 1. აირჩიე „დაცლის“ რეჟიმი.

საფეხური 2. არჩეული რეჟიმის გასაშვებად, დააჭირე ღილაკს „დაწყება/დაპაუზება“.

საფეხური 3. რეცხვის ციკლის დასრულების შემდეგ დაელოდე 3-5 წუთი, შეამოწმე, ციმციმებს თუ არა ინდიკატორი და სცადე კარის გაღება.

  • თუ ინდიკატორი არ ანთია და კარი იღება, ეს ნიშნავს, რომ ტექნიკა გამართულია და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
  • თუ შენს სარეცხის მანქანას არ აქვს „დაცლის“ რეჟიმი ან რეცხვის დასრულების შემდეგ ინდიკატორი განაგრძობს ციმციმს და კარი არ იღება, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
2 გაუშვი „გაწურვის“ რეჟიმი.

საფეხური 1. აირჩიე „გაწურვის“ რეჟიმი.

საფეხური 2. გაუშვი ფუნქცია „გაწურვის გარეშე“, რისთვისაც „გაწურვის“ ღილაკს რამდენჯერმე დააჭირე, სანამ არ აინთება ინდიკატორი 

საფეხური 3. არჩეული რეჟიმის გასაშვებად, დააჭირე ღილაკს „დაწყება/დაპაუზება“.

საფეხური 4. რეცხვის ციკლის დასრულების შემდეგ დაელოდე 3-5 წუთი, შეამოწმე, ციმციმებს თუ არა ინდიკატორი და სცადე კარის გაღება.

გაწურვის გარეშე
  • თუ ინდიკატორი არ ანთია და კარი იღება, ეს ნიშნავს, რომ ტექნიკა გამართულია და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
  • თუ რეცხვის დასრულების შემდეგ ინდიკატორი კვლავ ანთია და კარი არ იღება, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე..
3 გაუშვი მანქანის ავარიული დაცლის რეჟიმი.

ავარიული დაცლა საშუალებას გაძლევს შენით დაცალო მანქანა წყლისგან.

გამორთე სარეცხი მანქანა, ჩახსენი ელექტროქსელიდან და დაცალე დოლურა წყლისგან ავარიულ რეჟიმში ქვემოთ მოცემულ სტატიაში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად.

შემდეგ კვლავ ჩართე მანქანა და შეამოწმე მისი მუშაობა:

  • თუ ინდიკატორი არ ანთია და კარი იღება, ეს ნიშნავს, რომ ტექნიკა გამართულია და შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
  • თუ ინდიკატორი კვლავ ანთია ან ციმციმებს, კარი კი არ იღება, ტექნიკის დიაგნოსტიკისთვის მიმართე სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!