Samsung-ის სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოსახული შეტყობინება Sud (5ud) ან Sd (5d)

ბოლო განახლების თარიღი : 18-03-2024

რა მოხდა

სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „SUd“ (5Ud) ან „Sd“ (5d).

Samsung-ის სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოსახული შეტყობინება (5Ud) ან Sd (5d)

რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი

ავზში წარმოიქმნა ძალიან ბევრი ქაფი:

  • მანქანაში მოთავსებულია დიდი რაოდენობით ფხვნილი;
  • გამოყენებულია ავტომატური რეცხვისთვის შეუსაბამო ფხვნილი;
  • გამოყენებულია უხარისხო ან უვარგისი ფხვნილი;
  • დრენაჟის ფილტრი გაჭედილია.

ან სარეცხ მანქანაში არ მუშაობს ქაფის სენსორი.

ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთო

დაათვალიერე სარეცხი მანქანა და შეაფასე დოლურაში ქაფის რაოდენობა.

თუ ქაფი დიდი რაოდენობითაა და გარეთ ჟონავს:

1 არ გამორთო სარეცხი მანქანა. როდესაც ქაფის რაოდენობა შემცირდება, სარეცხი მანქანა ავტომატურად გააგრძელებს რეცხვას. პროცესის დასაჩქარებლად დააჭირე „დაწყება/დაპაუზების“ ღილაკზე.
2 რეცხვის დასრულების შემდეგ გაწმინდე დრენაჟის ფილტრი.
3 გაუშვი სარეცხი მანქანა „ბამბის“ ან „სინთეტიკის“ რეჟიმზე, 60°C ან 95°C ტემპერატურაზე, თეთრეულის და ფხვნილის გარეშე. ეს დაგეხმარება მანქანის შიდა დეტალების გაწმენდაში და ფხვნილის ნარჩენების მოშორებაში.

თუ რეცხვის დროს მომავალშიც გაჩნდება დიდი რაოდენობის ქაფი დოლურაში, შეამცირე ფხვნილის რაოდენობა ან გამოიყენე სხვა ფხვნილი.

ფხვნილის რეკომენდებული რაოდენობა: ექვსი კილოგრამი სარეცხისთვის ორი სუფრის კოვზი ფხვნილი.

ქაფის რაოდენობის მიუხედავად, ის გარეთ არ ჟონავს:

1 გამორთე მანქანა „დაწყება/დაპაუზების“ ღილაკზე დაჭერით, შემდეგ მისი დენის კაბელი ჩახსენი როზეტიდან.
2 ამოიღე თეთრეული. თუ კარი დაბლოკილია, დაცალე მანქანა წყლისგან ავარიული რეჟიმის გამოყენებით.
4 გაუშვი მანქანა იგივე რეჟიმში, თეთრეულის და ფხვნილის გარეშე.
  • თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს. შეცდომის კოდის გამოჩენის მიზეზია დრენაჟის ფილტრის გაჭედვა.
  • თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!