Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდები DE, DE1, DE2, DС, DC1, DC2, ED

ბოლო განახლების თარიღი : 02-05-2024

რა მოხდა

სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „DE“, „DE1“, „DE2“, „“, „DC1“, „DC2“ ან „ED“.

Samsung-ის სარეცხ მანქანაზე გამოსახული შეცდომის კოდები „DE“, „DE1“, „DE2“, „DС“, „DC1“, „DC2“ და „ED“

ეკრანის არმქონე მოდელებში ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი + ტემპერატურის ყველა ინდიკატორი.

Samsung-ის სარეცხ მანქანაზე ანთია ყველა რეჟიმის ინდიკატორი + ტემპერატურის ყველა ინდიკატორი

რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი

კამერის კარი არ არის დახურული:

  • კამერის კარს და შუასადებს შორის ან საკეტში უცხო სხეულია გაჭედილი.
  • ბლოკირების საკეტი ან კარის დახურვის მექანიზმი მწყობრიდან არის გამოსული.

რა უნდა გავაკეთო, თუ შეცდომის კოდი გამოჩნდა რეცხვის ციკლის გაშვებამდე:

1 დარწმუნდი, რომ კამერის კარი დახურულია.
  • თუ კარი ღიაა, დახურე ბოლომდე, სანამ წკაპუნის ხმას არ გაიგონებ.
  • თუ კარი დახურულია, თუმცა შეცდომის კოდი არ ქრება, გააღე კარი და დარწმუნდი, რომ::
    - კარის დახურვას ხელს არ უშლის სარეცხი;
    - საკეტზე ან კაუჭზე არ არის მიკრული თმები ან ძაფები;
    - საკეტის კომპონენტები რ არის გატეხილი ან დეფორმირებული.
2 ხელახლა გაუშვი რეცხვის იგივე ციკლი.
  • თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს.
  • თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

რა უნდა გავაკეთო, თუ შეცდომის კოდი გამოჩნდა რეცხვის დროს:

2 ავარიული დაცლის დასრულების შემდეგ დაიცადე 20 წუთი.
3 გაუშვი რეცხვის ნებისმიერი ციკლი.
  • თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს.
  • თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის და რემონტისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!