რა გავაკეთო Samsung-ის კონდიციონერის ბლოკებში გაჟონვის დაფიქსირების შემთხვევაში

ბოლო განახლების თარიღი : 10-12-2024

რა ხდება

Samsung-ის კონდიციონერის შიდა ან გარე ბლოკიდან წყალმა გაჟონა.

Samsung-ის კონდიციონერის შიდა ან გარე ბლოკიდან წყლის გაჟონვა

ძირითადი მიზეზები

  1. კონდიციონერის დაბინძურება: ამაორთქლებლის რადიატორის, ფილტრების, დრენაჟის სისტემის და ა.შ.
    კონდენსატი გროვდება კონდიციონერის შიდა ბლოკის ლანგარში და ჟონავს შიდა ბლოკიდან, რადგან დრენაჟის სისტემა დაბინძურებულია.
  2. არასწორი მონტაჟი, მაგალითად, დრენაჟის მილის არასწორი დახრის კუთხე. 
    კონდენსატი არ გადის დრენაჟის მილში და ჟონავს კონდიციონერის შიდა ბლოკიდან.

რა უნდა გავაკეთო

ფილტრების, დრენაჟის სისტემისა და შიდა ბლოკის რადიატორის გასაწმენდად, დაუკავშირდი კონდიციონერის მონტაჟის ხელოსნებს.

ასევე, კონდიციონერის ფილტრის გაწმენდა დამოუკიდებლადაც შეგიძლია.

შენიშვნა

კონდიციონერის „გათბობის“ რეჟიმში მუშაობისას, კონდენსატი შეიძლება გამოდიოდეს დრენაჟის მილიდან ან გარე ბლოკის ხვრელიდან - ეს ნორმალურია. შენი კონდიციონერი გამართულია.

თუ კონდიციონერი ახალია, შესაძლოა ის არასწორად იყო დამონტაჟებული. შესამოწმებლად, დაუკავშირდი კონდიციონერის მონტაჟის ხელოსნებს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!