რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მაცივრის ტემპერატურა თავისით იცვლება

ბოლო განახლების თარიღი : 09-12-2024

რა ხდება

მაცივარი თავისით ცვლის მაცივრის და საყინულის კამერებში დაყენებულ ტემპერატურულ რეჟიმს. 

რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მაცივრის ტემპერატურა თავისით იცვლება

მიზეზები:

  • შენობაში ელექტროენერგია დროებით გაითიშა;
  • ეკრანიდან არ არის მოხსნილი ტრანსპორტირებისას დამცავი ფირი;
  • კარი არასწორადაა დამონტაჟებული;
  • ეკრანს აღენიშნება მექანიკური დაზიანება.

რა უნდა გავაკეთო

1 შეამოწმე, როგორ შეიცვალა ტემპერატურა.

თუ ბინაში ტემპერატურა დროებით გამოირთო, ჩართვისას მაცივრის პარამეტრები შეიძლება ქარხნულ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს.

მოდელების უმეტესობაში ტემპერატურული რეჟიმის ნაგულისხმევი მნიშვნელობები შემდეგია:

  • მაცივრის განყოფილებაში – +3°C
  • საყინულე განყოფილებაში – -19°C

შენიშვნა:

ზოგიერთი მოდელის მაცივრის ქარხნული პარამეტრები შეიძლება განსხვავებული იყოს. შენი მოდელის პარამეტრები შეამოწმე მომხმარებლის სახელმძღვანელოში.

  • თუ ტემპერატურა ქარხნულ მნიშვნელობებზე გადავიდა, ეს ნიშნავს, რომ ამის მიზეზი ელექტროენერგიის მიწოდების დროებით გათიშვაა. ეს ნორმალურია და არ წარმოადგენს მოწყობილობის დეფექტს. შეგიძლია ხელახლა დააყენო შენთვის სასურველი ტემპერატურული მნიშვნელობები და გააგრძელო მაცივრის გამოყენება.
  • თუ ტემპერატურა განსხვავებულ მნიშვნელობებზე შეიცვალა, გადადი შემდეგ რეკომენდაციებზე.
2 შეამოწმე, ხომ არ არის მაცივრის ეკრანზე დაკრული ტრანსპორტირებისას დამცავი ფირი.
  • თუ მაცივრის ეკრანზე ტრანსპორტირებისას დამცავი ფირია დაკრული, ის შეიძლება ხელს უშლიდეს ეკრანის გამართულ მუშაობას. დარწმუნდი, რომ ფირი მთლიანად მოხსნილია ეკრანიდან: ამის შემჩნევა ადვილია, როგორც წესი, ის ოდნავ სცილდება ეკრანის კიდეს.
რა გავაკეთო, თუ Samsung-ის მაცივრის ტემპერატურა თავისით იცვლება
  • თუ ტრანსპორტირებისას დამცავი ფირი მოხსნილია, მაგრამ მაცივრის მუშაობის შეცდომა კვლავ ჩნდება, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
3 შეამოწმე, სწორად არის თუ არა დამონტაჟებული კარი.

თუ მაცივრის კარი არასწორადაა დამონტაჟებული, შესაძლებელია დაფიქსირდეს ტემპერატურული რეჟიმის მუშაობის შეცდომა. თუ ახლახან მაცივრის კარს გაღების მიმართულება შეუცვალე და მაცივარმა ამის შემდეგ დაიწყო მაცივრის ტემპერატურის თავისით შეცვლა, დიდი ალბათობით კარი არასწორადაა დამონტაჟებული.

დარწმუნდი, რომ მაცივრის კარის მიმართულების შეცვლა სწორად განახორციელე, ამისათვის გაეცანი ქვემოთ წარმოდგენილ სტატიას.

თუ დარწმუნებული ხარ, რომ კარი სწორადაა დამონტაჟებული, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.

4 შეამოწმე, ხომ არ აქვს ეკრანს მექანიკური დაზიანებები.

მართვის პანელზე და მაცივრის ეკრანზე არსებული ნაკაწრები, ამოტეხილი ადგილები და ბზარები შეიძლება მისი მუშაობის შეცდომის მიზეზი გახდეს.

  • თუ ეკრანზე დაზიანებები ფიქსირდება, საჭიროა მისი რემონტი. არასაგარანტიო რემონტისათვის დაუკავშირდი სერვის-ცენტრს.
  • თუ ეკრანზე დაზიანება არ არის, გადადი შემდეგ რეკომენდაციაზე.
5 გამორთე მაცივარი ელექტროქსელიდან 10 წუთით.

შემდეგ ხელახლა ჩართე და დააკვირდი მის მუშაობას.

  • თუ ტემპერატურა თავისით აღარ იცვლება, მაცივარი გამართულია, შეგიძლია განაგრძო მისი გამოყენება.
  • თუ შეცდომა კვლავ დაფიქსირდა, რეკომენდებულია დიაგნოსტიკისთვის მიმართო ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!