რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანის სარეცხი ფხვნილის უჯრიდან დაფიქსირდა გაჟონვა
რეცხვისას სარეცხი ფხვნილისთვის განკუთვნილი უჯრიდან გაჟონვა შესაძლოა დაფიქსირდეს რამდენიმე მიზეზის გამო:
- სარეცხ მანქანაში წარმოიქმნა ფხვნილის საცობი, რომელიც ბლოკავს მილს, რომლის მეშვეობითაც დოლურაში წყალი შედის;
- არასწორად ხდება სარეცხი საშუალების გამოყენება;
- წყალი მაღალი წნევით შედის სარეცხ მანქანაში;
- სარეცხი მანქანა არასწორადაა დამონტაჟებული.
იმისათვის, რომ შეძლო კონტეინერიდან გაჟონვის ადგილის პოვნა და მისი აღმოფხვრა, გაეცანი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციებს.
სარეცხი მანქანის გამოყენებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები:
- სარეცხის გასარეცხად გამოიყენე შეფუთვაზე მითითებული სარეცხი ფხვნილის რაოდენობა. არ დაამატო საჭიროზე მეტი რაოდენობა.
- გამოიყენე ხარისხიანი სარეცხი ფხვნილი.
- დაამატე სარეცხი საშუალება მხოლოდ მისთვის განკუთვნილ უჯრაში.
- სარეცხ ფხვნილს არ დაამატო სახამებელი ან სხვა ისეთი სარეცხი საშუალება, რომლის გამოყენებაც არ შეიძლება სარეცხ მანქანაში - ეს გამოიწვევს ნალექს შიდა დეტალებზე და სარეცხი მანქანის მუშაობა გაუარესდება.
გაჟონვის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირებისთვის, შეამოწმე როგორ შედის წყალი სარეცხ მანქანაში სარეცხი საშუალებებისთვის განკუთვნილი უჯრიდან.
თუ უჯრაზე ან ჩაღრმავებულ ადგილზე შეინიშნება დაზიანებები, რემონტისთვის მიმართე სერვის-ცენტრს.
• თუ წყალი არ ჩადის ჩაღრმავებული ადგილის საშუალებით სარეცხ მანქანაში და გარეთ გამოდის, ესე იგი სარეცხ მანქანაში წარმოიქმნა სარეცხი ფხვნილის საცობი.
• თუ წყალი თავისუფლად ჩადის ჩაღრმავებული ადგილის საშუალებით სარეცხ მანქანაში, პრობლემა შეიძლება დაკავშირებული იყოს სარეცხი მანქანის არასწორ ექსპლუატაციასთან.
შედეგების გათვალისწინებით, გადადი ინსტრუქციის შესაბამის პუნქტზე და მიჰყევი მასში მოცემულ რეკომენდაციას.
- თუ წყალი არ ჟონავს, ესე იგი მანქანა ნორმალურად მუშაობს.
- თუ წყალმა ისევ გაჟონა, შეასრულე განყოფილებაში „წყალი თავისუფლად გადის სარეცხი მანქანის ჩაღრმავებულ ადგილში, თუმცა მაინც ჟონავს“ მოცემული ინსტრუქციები.
დამარბილებლის უჯრაში ან ხელით მოსათავსებელ უჯრაში სარეცხი საშუალების დამატებისას არ გადააცილო მაქსიმალურ ნიშნულს. დასაშვები დონე მითითებულია ისრით ქვემოთ მოცემულ სურათებზე.
წყლის წნევის შესამოწმებლად დარწმუნდი, რომ წყლის მიწოდების ონკანი დაკეტილია და ჩახსენი სარეცხი მანქანიდან წყლის მიწოდების შლანგი.
მოათავსე შლანგის ბოლო სათლში ან სხვა ჭურჭელში, რომლის ტევადობა შენთვის ცნობილია. გახსენი წყლის ონკანი და დაინიშნე, რა დრო დასჭირდება კონტეინერის ავსებას, შემდეგ დაკეტე ის.
შლანგიდან უნდა გადმოვიდეს დაახლოებით 8,5 ლიტრი წყალი 1 წუთის განმავლობაში ან 4,5 ლიტრი 30 წამის განმავლობაში.
თუ წყლის ჭავლის წნევა არ არის საკმარისი, მიმართე სანტექნიკოსს.
თუ ამ დროის განმავლობაში ბევრი წყალი დაისხა, წნევა ძალიან ძლიერია. მის შესამცირებლად, შესაძლებელია სარეცხ მანქანაში წყლის მიწოდების ონკანის ნახევრად გახსნა.
შემოწმების შემდეგ, დაამაგრე შლანგი სარეცხ მანქანაზე და მყარად მოუჭირე, რათა თავიდან აიცილო შლანგიდან წყლის გაჟონვა. გახსენი წყლის მიწოდების ონკანი.
- თუ წყალი არ ჟონავს, ესე იგი მანქანა ნორმალურად მუშაობს.
- თუ წყალმა ისევ გაჟონა, რეკომენდებულია მიმართო სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.