Samsung-ის სარეცხი მანქანის პირველად ჩართვა
სარეცხი მანქანის მონტაჟისა და კალიბრაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ გირჩევ გაუშვა სატესტო რეცხვა სარეცხის გარეშე.
ამისათვის მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.
რეჟიმი „კალიბრაცია“ ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ სარეცხი მანქანის მოდელებზე.
ფუნქციის ხელმისაწვდომობა შეგიძლია შეამოწმო მომხმარებლის სახელმძღვანელოში.
ამავე თემაზე:
ამისათვის:
- გამოწიე სარეცხი საშუალებისთვის განკუთვნილი უჯრა და დაამატე 1 ჩაის კოვზი სარეცხი ფხვნილი მთავარ სარეცხ უჯრაში (ჩვეულებრივ ის მარცხენა მხარესაა და აწერია ციფრი II):
- დახურე სარეცხი საშუალებისთვის განკუთვნილი კონტეინერი.
დააჭირე სარეცხი მანქანის ჩართვის ღილაკს. გაიგებ ხმოვან სიგნალს და მართვის პანელზე გამოჩნდება ინდიკატორი.
ტემპერატურა და ბრუნვის რაოდენობა ავტომატურად გამოჩნდება, პირველი რეცხვისას უმჯობესია 90° ან 95°-ის არჩევა.
დააჭირე ღილაკს „დაწყება/დაპაუზება“. „ბამბის“ რეჟიმის არჩევის შემდეგ დაიწყება ავტომატური აწონვის ეტაპი (დოლურა წყლის გარეშე იტრიალებს), შემდეგ დაიწყება რეცხვა.
შენიშვნა
Samsung-ის სარეცხი მანქანის ფუნქცია „ავტომატური აწონვა“ გამოიყენება დოლურაში მოთავსებული სარეცხის წონისა და მისთვის საჭირო წყლის ოდენობის დასადგენად.
რეცხვის დასრულების შემდეგ ეკრანზე (ადგილი, სადაც გამოისახება შეცდომები და რეცხვის დასრულებამდე დარჩენილი დრო) გამოჩნდება შეტყობინება END/ EN. სარეცხი მანქანის გამორთვა შესაძლებელია ჩართვის ღილაკზე დაჭერით.
თუ END/ EN ინდიკატორის გამოჩენის შემდეგ არ დააჭერ აღნიშნულ ღილაკს, სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება 15 წუთის შემდეგ.
სარეცხი მანქანის ზოგიერთი მოდელი რეცხვის რეჟიმის დასრულების შემდეგ ავტომატურად ითიშება.
შეგიძლია გარეცხო სარეცხი.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.