როგორ გავუშვა კალიბრაციის რეჟიმი Samsung-ის სარეცხ მანქანაზე

ბოლო განახლების თარიღი : 19-06-2024

ბამბის“ რეჟიმის გამოყენებისას Samsung-ის სარეცხი მანქანა ავტომატურად განსაზღვრავს სარეცხის წონას.

სარეცხის წონის უფრო ზუსტად განსასაზღვრად რეკომენდებულია კალიბრაციის რეჟიმის გაშვება სარეცხი მანქანის დამონტაჟებისთანავე.

კალიბრაციის რეჟიმი Samsung-ის ყველა სარეცხ მანქანაზე არ არის ხელმისაწვდომი. „კალიბრაციის“ რეჟიმის ხელმისაწვდომობის შესამოწმებლად გაეცანი შენი სარეცხი მანქანის მომხმარებლის სახელმძღვანელოს.

  • ინვერტორული ძრავის მქონე მოდელებში კალიბრაციის რეჟიმის გაშვებისას დოლურა ორივე მიმართულებით ბრუნავს.
  • უნივერსალური ძრავის მქონე მოდელებში კალიბრაციის რეჟიმის გაშვებისას დოლურა მხოლოდ ერთი მიმართულებით ბრუნავს.

ქვემოთ მოყვანილია სარეცხი მანქანის სხვადასხვა სერიის მოდელებზე კალიბრაციის რეჟიმის გაშვების მაგალითები.

  1. დარწმუნდი, რომ სარეცხი მანქანის დოლურაში ნივთები არ არის მოთავსებული.
  2. გამორთე სარეცხი მანქანა „ჩართვის/გამორთვის“ ღილაკით. (კვების წყაროდან გამოერთება საჭირო არაა).
  3. ერთდროულად ხანგრძლივად დააჭირე ღილაკებს „ტემპერატურა“ და „რეცხვის დაწყების გადადება“, შემდეგ (არ აუშვა დაჭერილ ღილაკებს) დააჭირე ღილაკს „ჩართვა/გამორთვა“.
  4. სარეცხი მანქანა ჩაირთვება და ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება „CLB“ ან „_ _ _“.
  5. „კალიბრაციის“ რეჟიმის გასააქტიურებლად დააჭირე ღილაკს „გაშვება“.
  6. დოლურა დაიწყებს ტრიალს როგორც საათის ისრის, ისე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
  7. კალიბრაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ტექსტი „დასრულება“ („END“), რის შემდეგაც სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება. სარეცხი მანქანა მზადაა გამოსაყენებლად.
  1. დარწმუნდი, რომ სარეცხი მანქანის დოლურაში ნივთები არ არის მოთავსებული.
  2. გამორთე სარეცხი მანქანა „ჩართვის/გამორთვის“ ღილაკით. (კვების წყაროდან გამოერთება საჭირო არაა).
  3. ერთდროულად ხანგრძლივად დააჭირე ღილაკებს „ტემპერატურა“ და „რეცხვის დაწყების გადადება“, შემდეგ (არ აუშვა დაჭერილ ღილაკებს) დააჭირე ღილაკს „ჩართვა/გამორთვა“.
  4. სარეცხი მანქანა ჩაირთვება და ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება „CLB“ ან „_ _ _“.
  5. კალიბრაციის რეჟიმის გასააქტიურებლად დააჭირე ღილაკს „გაშვება“.

  3. სენსორულ ეკრანზე აირჩიე „პარამეტრები“ > „კალიბრაცია“ > „გაშვება“ (კარი დაიბლოკება და დოლურა რამდენიმე წუთის განმავლობაში იტრიალებს საათის ისრის და მისი საწინააღმდეგო მიმართულებით.
  4. კალიბრაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება (ჩაქრება ყველა ინდიკატორი).
  5. სარეცხი მანქანა მზადაა გამოსაყენებლად.
  1. დარწმუნდი, რომ სარეცხი მანქანის დოლურაში ნივთები არ არის მოთავსებული.
  2. გამორთე სარეცხი მანქანა „ჩართვის/გამორთვის“ ღილაკით. (კვების წყაროდან გამოერთება საჭირო არაა).
  3. ერთდროულად ხანგრძლივად დააჭირე (დაახლოებით 5 წამის განმავლობაში) ღილაკებს „ტემპერატურა“ და „რეცხვის დაწყების გადადება“, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება „Cb“ .
  4. კალიბრაციის რეჟიმის გასააქტიურებლად დააჭირე ღილაკს „გაშვება“.
  5. დოლურა დაიწყებს ტრიალს როგორც საათის ისრის, ისე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
  6. „კალიბრაციის“ რეჟიმის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება „0“, რის შემდეგაც სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება. სარეცხი მანქანა მზადაა გამოსაყენებლად.
  1. დარწმუნდი, რომ სარეცხი მანქანის დოლურაში ნივთები არ არის მოთავსებული.
  2. გამორთე სარეცხი მანქანა „ჩართვის/გამორთვის“ ღილაკით. (კვების წყაროდან გამოერთება საჭირო არაა).
  3. ერთდროულად ხანგრძლივად დააჭირე (დაახლოებით 5 წამის განმავლობაში) ღილაკებს „ტემპერატურა“ და „რეცხვის დაწყების გადადება“ მანამ, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება „Cb“ .
  4. „კალიბრაციის“ რეჟიმის გასააქტიურებლად დააჭირე ღილაკს „გაშვება“.
  5. დოლურა დაიწყებს ტრიალს როგორც საათის ისრის, ისე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
  6. „კალიბრაციის“ რეჟიმის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ტექსტი „დასრულება“ („End“, „En“), რის შემდეგაც სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება. სარეცხი მანქანა მზადაა გამოსაყენებლად.
  1. დარწმუნდი, რომ სარეცხი მანქანის დოლურაში ნივთები არ არის მოთავსებული.
  2. გამორთე სარეცხი მანქანა „ჩართვის/გამორთვის“ ღილაკით. (კვების წყაროდან გამოერთება საჭირო არაა).
  3. ერთდროულად ხანგრძლივად დააჭირე (დაახლოებით 5 წამის განმავლობაში) ღილაკებს „ტემპერატურა“ და „რეცხვის დაწყების გადადება/რეცხვის დაწყების გადადება+“, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება „Cb“ .
  4. „კალიბრაციის“ რეჟიმის გასააქტიურებლად დააჭირე ღილაკს „გაშვება“.
  5. დოლურა დაიწყებს ტრიალს როგორც საათის ისრის, ისე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
  6. კალიბრაციის რეჟიმის დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება „0“, რის შემდეგაც სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება. სარეცხი მანქანა მზადაა გამოსაყენებლად.
  1. დარწმუნდი, რომ სარეცხი მანქანის დოლურაში ნივთები არ არის მოთავსებული.
  2. შეაერთე სარეცხი მანქანა როზეტში და დააჭირე ღილაკს „კვება“.
  3. დააჭირე ღილაკს „Smart Control“ და გეჭიროს 3 წამის განმავლობაში, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება პარამეტრების მენიუ. ღილაკების „ზემოთ/ქვემოთ“ მეშვეობით აირჩიე პუნქტი „კალიბრაცია“ და დააჭირე ღილაკს „OK“.
  4. „კალიბრაციის“ რეჟიმის გასააქტიურებლად დააჭირე ღილაკს „გაშვება“.
  5. დოლურა დაიწყებს ბრუნვას როგორც საათის ისრის, ისე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
  6. „კალიბრაციის“ რეჟიმის დასრულების შემდეგ სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება. სარეცხი მანქანა მზადაა გამოსაყენებლად.
  1. დარწმუნდი, რომ სარეცხი მანქანის დოლურაში ნივთები არ არის მოთავსებული.
  2. შეაერთე სარეცხი მანქანა როზეტში და დააჭირე ღილაკს „კვება“.
  3. დააჭირე ღილაკს „Smart Control“ და გეჭიროს 3 წამის განმავლობაში, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება პარამეტრების მენიუ. გადაატრიალე გადამრთველი, აირჩიე პუნქტი „კალიბრაცია“ და დააჭირე ღილაკს „OK“.
  4. დოლურა დაიწყებს ბრუნვას როგორც საათის ისრის, ისე მისი საწინააღმდეგო მიმართულებით დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში.
  5. „კალიბრაციის“ რეჟიმის დასრულების შემდეგ სარეცხი მანქანა ავტომატურად გამოირთვება. სარეცხი მანქანა მზადაა გამოსაყენებლად.

მადლობა გამოხმაურებისთვის!