როგორ დავამონაჟო Samsung-ის მაცივარი

ბოლო განახლების თარიღი : 30-10-2024

მაცივრის სწორად დამონტაჟება და დახრილობის რეგულირება მნიშვნელოვნად ზრდის მისი მუშაობის ეფექტურობას და ამცირებს შესაძლო პრობლემების წარმოშობის ალბათობას. დეტალური ინფორმაცია იხილე მომხმარებლისა სახელმძღვანელოში ან მიმართე კლიენტთა მომსახურების ცენტრს. 

მაცივრის რეგულირება

სადგამის დამაგრება

სადგამი უზრუნველყოფს მაცივრის მუშაობის ეფექტურობის ამაღლებას. 

გასწორება

  • მაცივარი დაამონტაჟე იმგვარად, რომ მისი წინა ნაწილი ოდნავ ზევით იყოს აწეული - ეს უზრუნველყოფს კარების ოპტიმალურ მუშაობას. 
  • მაცივრის მდგომარეობის დასარეგულირებლად, დაატრიალე მაცივრის ფეხები საათის ისრის ან საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.

კვების წყარო

  • ელექტროქსელის ჩანგლის როზეტში შეერთებამდე დარწმუნდი, რომ როზეტი გამართულ მდგომარეობაშია და კონტაქტები მჭიდროდაა მორგებული.
  • შეართე ჩანგალი როზეტში, გახსენი მაცივრის კარი და დარწმუნდი, რომ მაცივარში სინათლე აინთო.

ტემპერატურის არჩევა

ერთ საათის შემდეგ დაარეგულირე მაცივრის ტემპერატურა.

შენიშვნა:

  • მაცივრის მონტაჟისას მის გარშემო დატოვე საკმარისი სივრცე:
    • მარჯვნიდან, მარცხნიდან და უკანა მხრიდან: 50 მმ
    • ზევიდან: 100 მმ
  • დაშორებები შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც დამოკიდებულია მაცივრის მოდელზე და გაზომვის მეთოდზე.

შენიშვნა:

  • ამ ვიდეოში წარმოდგენილი მაცივრის მოდელები შეიძლება განსხვავდებოდეს რეგიონის მიხედვით.
  • მომხმარებლის სახელმძღვანელოში ყურადღებით წაიკითხეთ გაფრთხილებები და მნიშვნელოვანი ინსტრუქციები უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით.
  • თუ შესაძლებელია და ამას კანონიც მოითხოვს, მაცივრის ჩართვამდე აუცილებელია ჩატარდეს ელექტრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება.

მადლობა გამოხმაურებისთვის!