როგორ მოვაშორო უსიამოვნო სუნი Samsung-ის მაცივრიდან

ბოლო განახლების თარიღი : 30-10-2024

რა მოხდა

საყინულის ან მაცივრის განყოფილებაში იგრძნობა გაფუჭებული პროდუქტების სუნი. შეიძლება შესამჩნევი იყოს  საკვები პროდუქტების სხვა სუნიც.

მიზეზები

  • პროდუქტების შენახვის პირობების დარღვევა.  პროდუქტები არ იყო ჰერმეტულად შეფუთული.
  • გაფუჭებული პროდუქტების შენახვა. მაგალითად, სახლში გამოირთო ელექტროენერგია და მაცივარი არ მუშაობდა. 
  • მაცივარში პროდუქტის დაღვრა ან გაბნევა. პროდუქტი შეიძლება მოხვდა მაცივრის შიდა დეტალებში მაცივრის უკანა კედელზე არსებული ხვრელების მეშვეობით.

მაცივარში სუნის გაჩენა არ არის დაკავშირებული ტექნიკის ქარხნულ დეფექტთან. მაცივრის შიდა ზედაპირი დამზადებულია პლასტმასისგან. პლასტმასი კი სწრაფად იკრავს სუნს.

რა უნდა გავაკეთო

1 სრულად გაალღვე მაცივარი. სასურველია ამას რამდენიმე დღე დაუთმო.
2 გულდასმით გაწმინდე მაცივრის განყოფილებები ნეიტრალური სარეცხი საშუალებებით (გირჩევთ დაიწყოთ თბილი საპნიანი წყლით).
3 სცადე მაცივრის სპეციალური არომატიზატორების გამოყენება.

1. გამორთე მაცივარი ელექტროქსელიდან, გამოიღე ყველა პროდუქტი და გააღე ყველა განყოფილების კარი.

2. დატოვე მაცივარი ასეთ მდგომარეობაში მინიმუმ 24 საათის განმავლობაში.

უფრო ნაკლები დროით მაცივრის გამორთვას აზრი არ აქვს, რადგან ყინული ბოლომდე გადნობას ვერ მოასწრებს..

3. გაწმინდე მაცივრის ყველა განყოფილება.

ამისათვის შესაძლებელია საპნის თბილი წყალხსნარის გამოყენება.

4. დახურე ყველა განყოფილების კარი და ჩართე მაცივარი როზეტში (დამაგრძელებლების და გადამყვანების გარეშე).

5. დაელოდე სანამ მაცივარში ტემპერატურა დაიკლებს. ეს მოხდება საშუალოდ 5-6 საათში (დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტემპერატურას დააყენებ).

პირველად დაყენებულ მაჩვენებლამდე ტემპერატურა მიაღწევს საყინულის განყოფილებაში (მაცივრის განყოფილება შეიძლება თბილი დარჩეს).

მას შემდეგ, რაც საყინულეში ტემპერატურა დაყენებულ მაჩვენებელს მიაღწევს, დაიწყება მაცივრის განყოფილების ტემპერატურის კლება.

6. მოათავსე პროდუქტები.

თუ ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ სუნი მაინც დარჩება, სუნის მოშორებისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

* ვინაიდან ასეთი შემთხვევა არ შედის საგარანტიო მომსახურებაში, მომსახურება იქნება ფასიანი.


მადლობა გამოხმაურებისთვის!