Samsung-ის მაცივარზე ციმციმებს ტემპერატურის ინდიკატორი

ბოლო განახლების თარიღი : 30-10-2024

რა მოხდა

ტემპერატურის ინდიკატორი მაშინ ციმციმებს, როდესაც მაცივრის ან საყინულის განყოფილებაში ტემპერატურა აჭარბებს დაყენებულ მაჩვენებელს.

Индикатор температуры в холодильнике Samsung

შესაძლო მიზეზები

  • კვების წყაროს ხარვეზები (ელექტროენერგიის გათიშვა, ძაბვის ვარდნა, ელჭექი და ა.შ.
  • კარი დიდი ხნის განმავლობაშია ღიად დატოვებული;
  • ტექნიკური გაუმართაობა.

შენიშვნა:

  • RB სერიის მოდელებში მოციმციმე ინდიკატორი მიანიშნებს, რომ მაცივრის („Fridge“) ან საყინულის („Freezer“) განყოფილებაში არ არის დაყენებული ტემპერატურა. ტემპერატურის დასაყენებლად დააჭირე პანელზე არსებულ შესაბამის ღილაკს.
  • თუ ინდიკატორი ციმციმებს 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

რა უნდა გავაკეთო

1 შეამოწმე ელექტროქსელთან კავშირი.
თუ მაცივარი ელექტროქსელთან დამაგრძელებლის, გადამყვანის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის მეშვეობითაა დაკავშირებული, ჩახსენი ის ქსელიდან 15 წუთით და შემდეგ პირდაპირ შეაერთე როზეტში.
2 დააყენე სასურველი ტემპერატურა.
თუ არ იცი რა ტემპერატურა შეიყვანო, აირჩიე: +3 °C მაცივრის განყოფილებისთვის და -19 °С საყინულის განყოფილებისთვის. ჩვეულებრივ, ტემპერატურის არჩეულ მაჩვენებლამდე მიღწევას რამდენიმე საათი ესაჭიროება.
3 შეამოწმე არის თუ არა განყოფილების კარი მჭიდროდ დახურული.
4 დააკვირდი მაცივარს არანაკლებ 5 საათისა (სასურველია უფრო დიდხანს).
თუ მაცივარში ტემპერატურა არ მიაღწევს დაყენებულ მაჩვენებლამდე, ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!