Samsung-ის მაცივრის შეცდომის კოდები
შეცდომის კოდი |
რას აღნიშნავს |
როგორ გამოვასწორო |
---|---|---|
UC |
ელექტროქსელში ძაბვა ნორმაზე (220 - 240 ვ) დაბალია ან მაღალია. |
1. შეამოწმე, ჩართულია თუ არა მაცივარი ელექტროქსელში. იმისათვის რომ ნორმალურად იმუშაოს, მაცივარი პირდაპირ უნდა იყოს როზეტთან დაკავშირებული, დამაგრძელებლის და გამანაწილებლის გარეშე.
2. შეამოწმე ძაბვა ელექტროქსელში
|
D5 |
ევაპორატორის სენსორის გაუმართაობა |
სამწუხაროდ, აღნიშნული გაუმართაობაზე მიუთითებს, რომლის დამოუკიდებლად გამოსწორება შეუძლებელია. ტექნიკის მუშაობის დიაგნოსტირებისა და რემონტისათვის დაუკავშირდი უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს. |
SE, 5E |
ტემპერატურის სენსორის გაუმართაობა. |
|
RD, DD |
ჰაერის დროსელის გაუმართაობა |
|
C83 |
კომპრესორის გაუმართაობა. |
|
H (ღვინის კარადა) |
ოთახში მეტისმეტად დაბალი ტემპერატურაა. |
დაარეგულირე გათბობის სისტემა იმგვარად, რომ ოთახში ტემპერატურამ მოიმატოს. თვალყური ადევნე ღვინის კარადის მუშაობას. |
ნებისმიერი სხვა შეცდომა
სამწუხაროდ, შეცდომის ნებისმიერი სხვა კოდის გამოჩენა ეკრანზე მაცივრის მუშაობის გაუმართაობაზე მიუთითებს. შეცდომის კოდების მნიშვნელობა სხვადასხვა მოდელის მაცივრებში შეიძლება განსხვავებული იყოს. გაუმართაობის ზუსტი მიზეზის პოვნა და მისი აღმოფხვრა მხოლოდ Samsung-ის ავტორიზებული სერვის-ცენტრის ინჟინრებს შეუძლიათ.
არ გირჩევ მაცივრის დამოუკიდებლად შეკეთების ცდას ან სარემონტო სახელოსნოებსა და კერძო ხელოსნებთან დაკავშირებას, სადაც მაცივრის რემონტი ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, მაგალითად მათ შეიძლება გამოიყენონ არაორიგინალი სათადარიგო ნაწილები. ამ ტიპის მომსახურებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა დაზიანება, რომლის აღმოფხვრაც ძვირი დაგიჯდება, ასევე ექსპლუატაციის ვადის შემცირება ან შეიძლება ახალი მაცივრის შეძენა მოგიწიოს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.