რა გავაკეთო, თუ Samsung-ის სარეცხი მანქანის წყლით ავსების შემდეგ ისმის ძლიერი კაკუნის ხმა

ბოლო განახლების თარიღი : 25-11-2024

რა მოხდა

კაკუნის ხმა უფრო გაძლიერდა სარეცხი მანქანის წყლით ავსების შემდეგ.

წყლის მიწოდების სარქველი

მიზეზი

სარეცხი მანქანის წყლით ავსების შემდეგ წყლის მიწოდების სარქველი იკეტება. ამ დროს ადგილი აქვს ჰიდრავლიკური დარტყმა, რადგან სარქველი სწრაფად იხურება. ეს იმას ნიშნავს, რომ სარეცხი მანქანა ნორმალურად მუშაობს.

ჰიდრავლიკური დარტყმის ხმა ძლიერდება იმ შემთხვევაში თუ:

  • სარეცხი მანქანის კორპუსი ეხება სხვა საგნებს ან თვითონ მანქანაზეა მოთავსებული უცხო საგნები; 
  • სარეცხ მანქანას წყალი მაღალი წნევით ან არათანაბრად მიეწოდება (ამის გამოსწორება თავად შეგიძლია);
  • დაზიანდა წყლის მიწოდების სარქველი (საჭიროა სერვის-ცენტრთან დაკავშირება).

რა უნდა გავაკეთო

1 შეამოწმე, ეხება თუ არა სარეცხი მანქანის უკანა ნაწილი სხვა საგნებს. თუ სარეცხ მანქანაზე რაიმე საგნებია მოთავსებული, აიღე ისინი.
2 შეამოწმე წყლის ჭავლის წნევა. თუ სარეცხ მანქანაში შემავალი წყლის ჭავლი ძალიან ძლიერია, წყლის მიწოდების ონკანი ოდნავ დაკეტე.

წყლის წნევის შესამოწმებლად დარწმუნდი, რომ წყლის მიწოდების ონკანი დაკეტილია და ჩახსენი სარეცხი მანქანიდან წყლის მიწოდების შლანგი.

მოათავსე შლანგის ბოლო სათლში ან სხვა ჭურჭელში, რომლის ტევადობა შენთვის ცნობილია. გახსენი წყლის ონკანი და დაინიშნე, რა დრო დასჭირდება კონტეინერის ავსებას, შემდეგ დაკეტე ის. 

შლანგიდან უნდა გადმოვიდეს დაახლოებით 8,5 ლიტრი წყალი 1 წუთის განმავლობაში ან 4,5 ლიტრი 30 წამის განმავლობაში. 

შემოწმების შემდეგ, დაამაგრე შლანგი სარეცხ მანქანაზე და მყარად მოუჭირე, რათა თავიდან აიცილო შლანგიდან წყლის გაჟონვა. გახსენი წყლის მიწოდების ონკანი.

თუ შეასრულე ზემოთაღნიშნული რეკომენდაციები, თუმცა ხმა კვლავ ძლიერია, სარეცხი მანქანის დიაგნოსტირებისთვის მიმართე სერვის-ცენტრს.


მადლობა გამოხმაურებისთვის!