Samsung-ის სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოსახული შეცდომის კოდები 5Е, 5С, E2

ბოლო განახლების თარიღი : 02-05-2024

რა მოხდა

სარეცხი მანქანის ეკრანზე გამოისახა შეცდომის კოდი „5E“, „5C“ ან „E2“.

Ошибки 5Е, 5С, E2 на дисплее стиральной машины Samsung

ეკრანის არმქონე მოდელებში ინთება ყველა რეჟიმის ინდიკატორი და ტემპერატურის ქვემოდან მეორე ინდიკატორი.

Индикация ошибкина стиральной машины Samsung без дисплея

რას აღნიშნავს შეცდომის კოდი

მანქანიდან არ გამოდის წყალი.

რატომ გამოისახება ეს შეცდომის კოდი

  • დრენაჟის შლანგი მოხრილია, დაკეცილია ან გაჭედილია (ხშირად, გაჭედვის მიზეზს წარმოადგენს დრენაჟის შლანგში ცხოველების ბეწვის მოხვედრა, რაც ხელს უშლის მანქანის წყლისგან დაცლას);
  • გაჭედილია კანალიზაცია;
  • გაჭედილია მანქანის შიგნით არსებული შლანგები;
  • გაჭედილია დრენაჟის ფილტრი ან დრენაჟის ტუმბო;
  • დრენაჟის ტუმბო არ მუშაობს;
  • დრენაჟის  შლანგი ძალიან გრძელია (თუ დამატებულ მონაკვეთთან ერთად მისი სიგრძე აჭარბებს 3 მეტრს, დრენაჟის ტუმბოს სიმძლავრე შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი მანქანის წყლისგან დასაცლელად);
  • მანქანაში წყალი გაყინულია (თუ მანქანა ინახებოდა ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე).

ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთო

1 დაცალე მანქანა წყლისგან:
  1. ჩახსენი სარეცხი მანქანა ელექტრული ქსელის როზეტიდან;
  2. ჩახსენი დრენაჟის შლანგი კანალიზაციიდან (სიფონიდან, მილიდან). თუ დრენაჟის შლანგი დაგრძელებულია, მოხსენი დამატებული მონაკვეთი;
  3. მოათავსე დრენაჟის შლანგის ბოლო აბაზანაში ან ნიჟარაში. დარწმუნდი, რომ დრენაჟის შლანგი არ არის გადაგრეხილი;
  4. ჩართე მანქანა და გაუშვი რეჟიმი „გავლება + გაწურვა“ (სარეცხის და ფხვნილის გარეშე).

თუ მანქანა წყლისგან დაიცალა, გაწმინდე გაჭედილი კანალიზაციის სისტემა (სიფონი, მილი). ამის შემდეგ დააკავშირე მანქანა კანალიზაციასთან.

თუ მანქანა წყლისგან დაიცალა, გადადი შემდეგ საფეხურზე.

2 ჩახსენი მანქანა ელექტრული ქსელის როზეტიდან.
3 შეამოწმე დრენაჟის შლანგის მდებარეობა. ის განთავსებული უნდა იყოს სწორად და არ უნდა იყოს გადაგრეხილი. თუ დაკეცილია, გაასწორე ის.
4 დაცალე მანქანა წყლისგან ავარიული ხვრელის მეშვეობით და გაწმინდე დრენაჟის ფილტრი.
5 ჩართე მანქანა და გაუშვი რეჟიმი „გავლება + გაწურვა“.

თუ შეცდომის კოდი აღარ გამოჩნდება, განაგრძე მანქანის გამოყენება, რადგან ის გამართულად მუშაობს.

თუ შეცდომის კოდი კვლავ გამოჩნდება, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის მიმართე Samsung-ის მხარდაჭერის ცენტრს ან უახლოეს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.

მადლობა გამოხმაურებისთვის!