Samsung Account-ზე შესვლისას ჩნდება შეცდომის შეტყობინება
Samsung Account-ზე შესვლის პრობლემები შეიძლება სხვადასხვა მიზეზთან იყოს დაკავშირებული:
- არ იგზავნება დადასტურების კოდი,
- Samsung Account-ზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები,
- მითითებული დრო და თარიღი არასწორია,
- ინტერნეტთან კავშირი არ არის,
- დაფიქსირდა აპლიკაციის შეცდომა და მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია მოძველებულია.
ქვემოთ მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთო, როდესაც ვერ ახერხებ Samsung Account-ზე შესვლას.
სარჩევი
დააჭირე აქ, თუ რეგისტრაციისას არ იგზავნება დადასტურების კოდი
Samsung Account-ზე რეგისტრაციისას უნდა მიუთითო შენი მოქმედი ტელეფონის ნომერი. ეს საჭირო იქნება ანგარიშზე ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის გამოყენებით შესვლისთვის. თუ რეგისტრაციის დროს, ტელეფონის ნომრის შეყვანის შემდეგ არ მოდის შეტყობინება დადასტურების კოდით, შეასრულე შემდეგი რეკომენდაციები:
თუ ანგარიშთან შენი ტელეფონის ნომერია მიბმული, ზოგჯერ დადასტურების კოდი ამ პლატფორმებზე შემოდის. შეტყობინების ტექსტიდან დაგჭირდება მხოლოდ ციფრები. შეიყვანე ციფრები ინტერვალების, დეფისების და სხვა სპეციალური სიმბოლოების გარეშე.
კოდის შემცველი შეტყობინება პირველივე ჯერზე შეიძლება ვერ მიიღო, ან მიიღო 1-2 საათის შემდეგ. კოდის შემცველი შეტყობინების მიღების დრო დამოკიდებულია მობილური ოპერატორის ან მობილური ინტერნეტის მუშაობაზე (დარწმუნდი რომ ეს სერვისი ჩართულია).
დააჭირე აქ, თუ ვერ ახერხებ არსებულ ანგარიშში შესვლას
დააჭირე პუნქტს „არ მიგიღია ავთენტიფიკაციის კოდი?“ და აირჩიე ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის სხვა მეთოდი.
- Galaxy მოწყობილობით, რომელზეც დამატებულია Samsung-ის ანგარიში.
თუ გაქვს იმ Galaxy მოწყობილობაზე წვდომა, რომელსაც ადრე იყენებდი Samsung Account-ზე ავტორიზაციისთვის, დადასტურების ამ მეთოდის არჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება ანგარიშზე შესვლის შესახებ.
დააჭირე ღილაკს „დიახ“ და შეიყვანე კოდი, რომელიც სმარტფონის ეკრანზე გამოჩნდება.
- SMS-ით ან შეტყობინებით მიღებული დადასტურების კოდის დახმარებით.
აირჩიე ავთეტიფიკაციის ეს მეთოდი და დააჭირე ღილაკს „კოდის გაგზავნა“. ავთენტიფიკაციის კოდს მიიღებ SMS-ით ან მესენჯერზე (მაგ., WhatsApp-ზე ან VK-ზე, თუ ანგარიშზე შენი ტელეფონის ნომერია მიბმული). შეტყობინების ტექსტიდან დაგჭირდება მხოლოდ ციფრები. შეიყვანე ციფრები ინტერვალების, დეფისების და სხვა სპეციალური სიმბოლოების გარეშე.
თუ დიდი ხნის განმავლობაში არ მიიღებ შეტყობინების კოდს: შეამოწმე WhatsApp-ის, VK-ის ან სხვა სერვისების შემომავალი შეტყობინებები ან ხელმეორედ მოითხოვე კოდი. კოდის შემცველი შეტყობინება პირველივე ჯერზე შეიძლება ვერ მიიღო, ან მიიღო 1-2 საათის შემდეგ. კოდის მიღების დრო დამოკიდებულია მობილური ოპერატორის ან მობილური ინტერნეტის მუშაობაზე (დარწმუნდი რომ ეს სერვისი ჩართულია).
- აღდგენის კოდის დახმარებით.
აღდგენის კოდების დახმარებით სისტემაში შესვლა ტელეფონის დაკარგვის, მოპარვის ან დაზიანების შემთხვევაშიც შეგიძლია. ამ კოდის ნახვა შესაძლებელია ორფაქტორიანი ავთეტიფიკაციის პარამეტრებში, სმარტფონზე ან ბრაუზერიდან.
თუ აღდგენის კოდები შენახული გაქვს, ანგარიშზე შესასვლელად შეიყვანე ერთ-ერთი მათგანი. თითოეული აღდგენის კოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
დააჭირე აქ, თუ არ გაქვს წვდომა ანგარიშის რეგისტრაციის დროს გამოყენებულ ელ. ფოსტაზე ან ტელეფონის ნომერზე
• თუ გაქვს წვდომა Samsung Account-ის რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტაზე, მაგრამ არ გაქვს წვდომა ტელეფონის ნომერზე:
- ტელეფონის ნომრის შესაცვლელად, შეიყვანე Samsung Account-ზე მიბმული ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი.
თუ არ გახსოვს Samsung Account-ზე მიბმული ელექტრონული ფოსტის პაროლი ან მისამართი, გადადი სტატიაზე „რა უნდა გავაკეთო, თუ დამავიწყდა პაროლი და Samsung-ის ანგარიშთან დაკავშირებული ელ“. ამ სტატიაში აღწერილია მონაცემთა აღდგენის პროცესი.
- ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის განხორციელების ნაცვლად, აირჩიე: „არ მიგიღია ავთენტიფიკაციის კოდი?“
- დააჭირე ღილაკს „მჭირდება ტელეფონის ნომრის შეცვლა“ და მიჰყევი ეკრანზე გამოჩენილ ინსტრუქციას.
ნომრის შეცვლისთვის საჭიროა 2 კვირა. ნომრის შეცვლის შემდეგ, ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციისთვის ძველ ნომერს ვეღარ გამოიყენებ.
• თუ გაქვს წვდომა Samsung Account-ზე მიბმულ ელ. ფოსტაზე:
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია შეცვალო Samsung Account-ზე მიბმული ელექტრონული ფოსტის მისამართი. ამისათვის საჭიროა მიმართო Samsung-ის მხარდაჭერის სამსახურს და უპასუხო შენს ანგარიშთან დაკავშირებულ რამდენიმე კითხვას. მონაცემების შემოწმების შემდეგ (რასაც 3 დღემდე სჭირდება), ახალ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებ შეტყობინებას, რომ ანგარიშის მონაცემები წარმატებით შეიცვალა.
თუ Samsung Account-ის რეკვიზიტები სწორად შეგყავს, მაგრამ ავტორიზაციას მაინც ვერ ახერხებ
გახსენი „პარამეტრები“ > „ზოგადი“ ან „სისტემა“ > „თარიღი და დრო“ და დააყენე „დროის ავტომატური ამოცნობა“ ან ხელით შეიყვანე პარამეტრები.
დარწმუნდი, რომ ინტერნეტი მუშაობს, რისთვისაც ბრაუზერში გახსენი ნებისმიერი გვერდი.
თუ კავშირი არასტაბილურია და სიჩქარე დაბალია, შესაძლოა ანგარიშზე შესვლისას წარმოშვას სირთულეები.
თუ არის — განაახლე აპლიკაცია და დააინსტალე უახლესი ვერსია.
ამავე თემაზე:
ზოგიერთმა დაინსტალებულმა აპლიკაციამ შეიძლება დაბლოკოს სისტემური ფუნქციები და გამოიწვიოს მათი გაუმართავად მუშაობა. უსაფრთხო რეჟიმში ყველა აპლიკაცია, გარდა სისტემურისა, ხდება არააქტიური.
თუ აღწერილი საფეხურები პრობლემის მოგვარებაში ვერ დაგეხმარა, მოწყობილობის მუშაობის დიაგნოსტირებისთვის მიმართე ავტორიზებულ სერვის-ცენტრს.
მადლობა გამოხმაურებისთვის!
უპასუხე ყველა კითხვას.