SmartThings გაგიმარტივებს ცხოვრებას
დაზოგე ენერგია, იზრუნე, დაიცავი, გაერთე.
შეამცირე ენერგიის მოხმარება
დაზოგე ენერგია AI-ს მეშვეობით
AI Energy Mode გეხმარება ენერგიის მოხმარების შემცირებაში,
შენი სახლის მოწყობილობების ენერგიის დაზოგვის მიზნით ოპტიმიზებით.1
ავტომატური გამორთვა
თქვენი სახლიდან გასვლისთანავე
გააქტიურე Energy Management რეჟიმი
SmartThings-ში და დაზოგე ენერგია სახლში არყოფნისას.
იზრუნე და გიყვარდეს უფრო მეტად
იზრუნე საყვარელ ადამიანებზე
Family Care გამოგიგზავნის შეხსენებებს და შეტყობინებას, თუ აღმოაჩენს,
რომ შენი ოჯახის წევრს დახმარება სჭირდება.2,3
იზრუნე შენი შინაური ცხოველის კვებაზე
იზრუნე ცხოველზე ავტომატური დოზატორის მეშვეობით. შეიყვანე
დროები, ულუფები და აკონტროლე მისი კვება.4.
აკონტროლე სახლი, იზრუნე ოჯახზე
თვალი ადევნე შენს შინაურ ცხოველს
SmartTag2 განსაზღვრავს ცხოველის ლოკაციას, მანძილს და დროს. Lost Mode-ში გაზიარდება NFC-ის მონაცემები.5
დაიცავი შენი სახლი
Home Monitor დაიცავს შენს სახლს,
დააფიქსირებს გაჟონვის შემთხვევებს და დაუპატიჟებელ სტუმრებს.6
აკონტროლე და იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე
შეიქმენი იდეალური განწყობა
ძილისთვის
ძილის დროს Galaxy Ring/Watch ავტომატურად გამორთავს შუქს, ტელევიზორს, დაარეგულირებს ტემპერატურას და ჰაერის ნაკადს.7
ივარჯიშე პროფესიონალივით
Galaxy Watch-ის მონაცემები —ვარჯიშის
დრო, კალორიები და გულისცემა— გამოისახება შენს ტელევიზორზე.8,9
ჯანსაღი საკვები,
შემცირებული ნარჩენები
მაცივრის კამერა ამოიცნობს საკვებ პროდუქტებს
და შემოგთავაზებს შესაბამის რეცეპტებს.10,11,12
გაერთე უფრო მეტად
მიიღე გეიმინგის გაუმჯობესებული გამოცდილება
გეიმინგის იმერსიული გამოცდილებისთვის, SmartThings შეამცირებს განათების სიკაშკაშეს
და ჩამოუშვებს ფარდებს.13
საუკეთესო ატმოსფერო სახლში
შენი ტელევიზორი და Hue Sync შენს ოთახს აავსებს ცოცხალი ფერებით და ბგერებით
რათა თავი საკონცერტო დარბაზში იგრძნო.14
ჭკვიანი სახლი, კონტროლის შესაძლებლობები
აღარანაირი დისტანციური მართვის პულტი
გადააქციე შენი Galaxy სმარტფონი დისტანციური მართვის პულტად და ჩართე საყვარელი ვიდეოები ან მუსიკა.15,16,17
მარტივად შეამოწმე შენი სახლი
3D Map View - აკონტროლე შენი სახლი ნებისმიერი
მოწყობილობით — ტელევიზორით, სმარტფონით,
სარეცხი მანქანით ან Family Hub მაცივრით.18
რეცხვის
და შრობის ჭკვიანი რეჟიმი
რეცხვის და შრობის ოპტიმალური AI ციკლები
დაგეხმარება შენი ტანსაცმლის დაცვაში.19
* SmartThings-ის გამოსაყენებლად, ჩამოტვირთე აპლიკაცია შემდეგი პლატფორმებიდან: Galaxy Store, Google Play Store, ან Apple App Store. SmartThings აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭიროა Android OS 10 ↑ და მინიმუმ 3GB RAM ან iOS 15 ↑. მხარდაჭერილი ოპერაციული სისტემის სპეციფიკაციები და აპლიკაციის ეკრანის კონფიგურაცია შესაძლოა შეიცვალოს აპლიკაციის განახლების შედეგად.
* ტექნოლოგიების, ფუნქციების, მახასიათებლების და სერვისების ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის, სერვისის პროვაიდერის, ქსელთან დაკავშირების პირობების და პროდუქტის მიხედვით და შეიძლება შეიცვალოს შეტყობინების გარეშე.
* ყველა მოწყობილობა დაკავშირებული უნდა იყოს Wi-Fi ან სხვა უსადენო ქსელთან და რეგისტრირებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიშის გამოყენებით.
* SmartThings-ის ფუნქციები და სპეციფიკაციები განსხვავდება პროდუქტის და რეგიონის/ქვეყნის მიხედვით.
* გამოსახულებები და ეკრანის კონტენტი სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი (UI) განსხვავდება პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, მოდელის, რეგიონის და სხვა ფაქტორების მიხედვით.
* მოწყობილობების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელია SmartThings-თან, არის 300 თითოეულ ადგილმდებარეობაზე. თუმცა დაკავშირებული მოწყობილობების მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება ნაკლები იყოს, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის ქსელის მახასიათებლებზე. თითოეული ანგარიშით შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ადგილმდებარეობის, თითოეულ ადგილმდებარეობაზე - მაქსიმუმ 20 ოთახის დამატება. ადმინისტრატორს, რომელმაც დაარეგისტრირა ადგილმდებარეობა, შეუძლია მოიწვიოს მაქსიმუმ 20 წევრი.
1. AI Energy Mode ფუნქციის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის, რეგიონის და მოწყობილობის მიხედვით, ხოლო დაზოგვის ვარიანტების ხელმისაწვდომობა განსხვავდება რეგიონის მიხედვით.
2. SmartThings Family Care სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ კორეაში და აშშ-ში. ხელმისაწვდომია Android Galaxy მოწყობილობებზე.
3. მონაცემთა შეგროვება ხდება Galaxy-ს მობილური მოწყობილობების, ტელევიზორების და ისეთი საყოფაცხოვრებო მოწყობილობების მეშვეობით, როგორიცაა მაცივარი და წყლის გასაფილტრი მოწყობილობები (ხელმისაწვდომია მხოლოდ კორეაში), რომლებიც დაკავშირებულია SmartThings-თან.
4. საჭიროა შინაური ცხოველის SmartThings-თან თავსებადი საკვები აპარატის გამოყენება.
5. საჭიროა SmartThings-ში დარეგისტრირებული შინაური ცხოველის პროფილის და Galaxy SmartTag2-ის დაკავშირება ერთმანეთთან. აქტივობის მონიტორინგის ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია შენი შინაური ცხოველის აქტივობის ყოველდღიური/ყოველთვიური ჩანაწერების და დღის განმავლობაში აქტივობის ჯამური ხანგრძლივობის მონაცემების მიღება. სიარულის ყველა ჩანაწერი ინახება ერთი წლის განმავლობაში.
6. საჭიროა თავსებადი მოწყობილობების გამოყენება და მათი დარეგისტრირება SmartThings აპლიკაციაში Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიშის გამოყენებით.
7. ხელმისაწვდომია მხოლოდ One UI 6.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე მოწყობილობებზე. საჭიროა Galaxy Ring-თან და Watch-თან დაკავშირება. გახსენი SmartThings აპლიკაციის ჩანართები: [Modes and routines] (რეჟიმები და რუტინები), აირჩიე [Turn on automatically] (ავტომატურად ჩართვა) ჩანართში [Sleep] (ძილი), გაააქტიურე ვარიანტი [Sleeping] (ძილის განმავლობაში); შემდეგ გადადი ჩანართზე [Other actions] (სხვა მოქმედებები) -> [Control Smart Things] (Smart Things კონტროლი) და აირჩიე მოქმედება, რომელიც გინდა რომ შეასრულოს სასურველმა მოწყობილობამ.
8. ხელმისაწვდომია Galaxy Watch 4 და უფრო ახალ მოდელებზე, როდესაც ხდება მათი გამოყენება 2024 წლის შემდეგ გამოშვებულ Samsung TV-ებზე. ტელევიზორზე და საათზე გააქტიურებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიში.
9. განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის ან პათოლოგიის გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით.
10. როდესაც კამერა ჩართულია, აინთება წითელი შუქი. შესაძლებელია მომხმარებლის მოძრაობის/მოწყობილობასთან მიახლოების დაფიქსირება, თუმცა ნებისმიერი სხვა ობიექტი, გარდა საკვები პროდუქტებისა, გამოჩნდება დაბურული გამოსახულების სახით.
11. 2024 წლის აპრილის მონაცემებით AI Vision Inside-ს შეუძლია 33 სხვადასხვა საკვები პროდუქტის, მაგალითად ხილის და ბოსტნეულის ამოცნობა. თუ საკვები პროდუქტის ამოცნობა ვერ ხერხდება, ის სიაში დაემატება როგორც უცნობი პროდუქტი. AI Vision Inside-ს არ შეუძლია მაცივრის კარებზე დამონტაჟებულ თაროებზე ან საყინულეში მოთავსებული საკვები პროდუქტების ამოცნობა. ამ ფუნქციის მეშვეობით ნივთების ამოცნობა ხდება ღრმა დასწავლის მოდელების საფუძველზე, რომელთა განახლებაც შესაძლოა მოხდეს პერიოდულად, მეტი სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით.
12. მეტი სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლოა მომხმარებელს დასჭირდეს სიის ხელით მართვა.
13. საჭიროა SmartThings აპლიკაციის [Game mode] პარამეტრის გააქტიურება. აირჩიე SmartThings აპლიკაციის ჩანართი [Routines] (რუტინები), შემდეგ აირჩიე რუტინის [Create] (შექმნა). AI Auto Game Mode მხარდაჭერილია მხოლოდ 2024 წლის შემდგომ გამოშვებულ ტელევიზორებზე. (Q80 და უფფრო ახალი მოდელები). საჭიროა SmartThings TV-ის Virtual Game Pad (‘’22~up) და plug in კომპლექტი. საჭიროა შესაბამისი რუტინის შექმნა SmartThings აპლიკაციაში. Hue Sync ფუნქცია მხარდაჭერილია 2023 წლის შემდგომ გამოშვებულ ტელევიზორებზე. საჭიროა Hue განათების, აპლიკაციის და დასაკავშირებელი საშუალების დაინსტალება.
14. SmartThings Music Sync სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy მოწყობილობებზე. საჭიროა Philips Hue განათებების Hue Bridge-ის ცალკე შეძენა.
15. ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე, თუმცა საუკეთესო გამოცდილების მისაღებად რეკომენდებულია Samsung Galaxy სმარტფონების გამოყენება.
16. მხარდაჭერილია მხოლოდ 2020 წელს ან უფრო გვიან გამოშვებული ტელევიზორების კონკრეტული მოდელები და კონდიციონერების, ჰაერის გამწმენდების, რობოტი მტვერსასრუტების 2024 წელს ან უფრო გვიან გამოშვებული კონკრეტული მოდელები.
17. ავტომატური გააქტიურების დრო განსხვავდება მომხმარებლის გარემო პირობების მიხედვით.
18. ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე. საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში.
19. SmartThings Clothing Care ფუნქციის შესაძლებლობები განსხვავდება რეგიონის და პროდუქტის მიხედვით.