SmartThings?
ეს მარტივია!

დააკავშირე ჭკვიანი მოწყობილობები და აკონტროლე შენი სახლი მხოლოდ ერთი შეხებით. ჩამოტვირთე და დაიწყე.

მოდი დეტალურად განვიხილოთ ეს პროცესი

* უფრო დეტალური ინსტრუქციების მისაღებად, გახსენი SmartThings აპლიკაცია და გადადი ჩანართებზე: „მენიუ“ (Menu) > „გამოყენების ინსტრუქცია“ (How to use)

გახადე შენს სახლში ცხოვრება უფრო ჭკვიანური

საჭმლის მომზადება

კვების პროფესიონალური გეგმის შედგენა

SmartThings Cooking შეარჩევს შენთვის შესაბამის რეცეპტებს შენი პრეფერენციებისა და შენს ხელთ არსებული ინგრედიენტების გათვალისწინებით.
საჭმლის მომზადება

მოამზადე ჭკვიანურად, დაზოგე დრო

მოიძიე რეცეპტები და ავტომატურად გადააგზავნე მომზადების ინტრუქციები შენს ჭკვიან ღუმელზე.
საჭმლის მომზადება

შეტყობინებების მიღება

გაიგე, როდის დასრულდება წინასწარ შეთბობის პროცესი.
საჭმლის მომზადება

შეუერთდი მზარეულების ჯგუფს

აღმოაჩინე ადამიანების ჯგუფები, საიდანაც მიიღებ შთაგონებას და გააზიარე შენი საყვარელი რეცეპტები.
ენერგია

AI ენერგიის რეჟიმი

AI ენერგიის რეჟიმით ხდება მოწყობილობების ავტომატურად გადართვა ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე.1, 2, 3, 4
ენერგია

დაისახე მიზნები და დაზოგე ენერგია

დაისახე ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებული მიზანი და მიიღე შეტყობინება ყოველთვიური ზღვარის მიღწევისას.1, 2, 3, 4
Air care

სუფთა ჰაერი სახლში

აკონტროლე სახლში ჰაერის სისუფთავის ხარისხი და მიიღე გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ჰაერის სისუფთავის ხარისხის გაუარესების შემთხვევაში.5
Clothing Care

რეცხვის ციკლების პერსონალიზება

მიიღე რეცხვის ციკლთან დაკავშირებული რეკომენდაციები, ტანსაცმლის დასვრის დონის გათვალისწინებით.
Clothing Care

ჭკვიანი შეტყობინებები

მიიღე შეტყობინება რეცხვის ციკლის დასრულების შესახებ და რჩევები შენს სარეცხზე ზრუნვასთან დაკავშირებით, თუ სახლში არ იმყოფები.
Clothing Care

ხელახლა შეკვეთა Alexa-ს მეშვეობით

მიიღე შეტყობინება სარეცხი საშუალების ამოწურვასთან დაკავშირებით და ავტომატურად განათავსე შეკვეთა.
Pet Care

შინაურ ცხოველებზე ზრუნვა და სიმშვიდე

SmartThings Pet Care ფუნქციის მეშვეობით შეძლებ შექმნა საუკეთესო გარემო შენი შინაური ცხოველისთვის მაშინ, როცა სახლში არ იმყოფები.
Pet Care

მუდმივი კავშირი

ადევნე თვალი შენს შინაურ ცხოველს Jet Bot-ის AI ფრონტალური კამერის მეშვეობით, რომელიც საშუალებას გაძლევს უყურო live ვიდეოს რეალურ დროში.6, 7
Home Care

Smart AI diagnosis

მიიღე AI დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრის გზები ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სარეცხი მანქანის სადრენაჟე სისტემის გაყინვა.
Home Care

მოწყობილობის მოვლა

მიიღე შეტყობინება ფილტრების შეცვლის საჭიროების დადგომის შემთხვევაში.

გაიმარტივე ცხოვრება SmartThings-ის მეშვეობით

იპოვე

გამოიყენე SmartThings Find.

SmartThings Find-ის მეშვეობით შენს Galaxy მოწყობილობებს ან იმ მოწყობილობებს, რომლებზეც დამაგრებულია SmartTag, ძალიან მარტივად იპოვი. აპლიკაციის მეშვეობით შეძლებ მარტივად მოძებნო შენი დაკარგული მოწყობილობა ან ნივთი. ხმოვანი სიგნალი კიდევ უფრო დაგეხმარება მის პოვნაში. 8,9,10
იპოვე

იპოვე იქამდე, სანამ დაკარგავ

SmartThings Find-ის მეშვეობით მიიღებ შეტყობინებას, თუ მნიშვნელოვანი ნივთი სადმე დაგრჩება.9,10
იპოვე

ახლა მთელმა ოჯახმა იცის სად არის მაილო

ოჯახის ყველა წევრმა უნდა იცოდეს, სად არის მათი ფუმფულა მეგობარი. მიამაგრე SmartTag ან SmartTag+ შენი შინაური ცხოველის საყელოს და გაიგე მათი ადგილმდებარეობის შესახებ SmartThings Find-ის მეშვეობით.9,11
მარტივი წვდომა შენს სახლზე

მარტივი წვდომა

მიიღებ შეტყობინებებს იმ შემთხვევაში, თუ შენი SmartThings მოწყობილობა დააფიქსირებს სახლში უსაფრთხოების დარღვევის, წყლის გაჟონვის, კვამლის ან ცეცხლის გაჩენის შემთხვევებს.12
ჩაიძირე მუსიკაში

ჩაიძირე მუსიკაში

SmartThings Music Sync ფუნქციის მეშვეობით შენი Philips Hue ნათების შუქები მუსიკას მიჰყვება. ასე რომ, შენ შეძლებ შეიგრძნო მუსიკა შენი თვალებით, ყურებით და სულით.13,14

გახადე შენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი ახალი რუტინების დახმარებით

შენი სახლი ახლა უკვე ფეხს აუწყობს შენს დატვირთულ გრაფიკს.
SmartThings-ის მეშვეობით შეძლებ შენი სახლის ავტომატიზებას ისე, რომ დილამ უფრო მარტივად, საღამომ კი უფრო მშვიდად ჩაიაროს.

SmartThings და Matter.
ისეთი მარტივი, როგორც არასდროს.

მოძებნე შენი მოწყობილობა,
რომელიც თავსებადია SmartThings-თან

უფრო ჭკვიანურად გამოიყენე ის მოწყობილობები, რომლებიც უკვე სახლში გაქვს.
მოძებნე ლოგო „Works with SmartThings“ (მუშაობს SmartThings-თან) ან „Matter“.

SmartThings-ის დახმარებით, შენ ამას შეძლებ

* SmartThings-ის გამოსაყენებლად, ჩამოტვირთე აპლიკაცია შემდეგი პლატფორმებიდან: Galaxy Store, Play Store, ან App Store. აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭიროა Android OS 9↑ და მინიმუმ 3GB RAM ან iOS 14

* ყველა მოწყობილობა დაკავშირებული უნდა იყოს Wi-Fi ან სხვა უსადენო ქსელთან და რეგისტრირებული უნდა იყოს ერთი Samsung-ის ანგარიშის გამოყენებით.

* ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის, სერვის-პროვაიდერის, ქსელის ან მოწყობილობის მიხედვით და შეიძლება შეიცვალოს შეტყობინების გარეშე.

* გამოსახულებები და ეკრანის კონტენტი წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით.

* რეალური UI შეიძლება განსხვავდებოდეს პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, მოდელის, რეგიონისა და სხვა ფაქტორების მიხედვით.

* მოწყობილობების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელია SmartThings-თან, არის 200 თითოეულ ადგილმდებარეობაზე. თუმცა დაკავშირებული მოწყობილობების მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება ნაკლები იყოს, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის ქსელის მახასიათებლებზე. თითოეული ანგარიშით შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ადგილმდებარეობის, თითოეულ ადგილმდებარეობაზე - მაქსიმუმ 20 ოთახის დამატება. ასევე ადმინისტრატორს, რომელმაც დაარეგისტრირა ადგილმდებარეობა, შეუძლია მოიწვიოს მაქსიმუმ 20 წევრი.

1. SmartThings Energy სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ქვეყანაზე, რეგიონზე ან მოწყობილობაზე. ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე (Android OS 9↑, iOS 14↑). საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung ანგარიში. ენერგიის მოხმარების მონიტორინგისთვის საჭიროა, რომ ყველა მოწყობილობა რეგისტრირებული იყოს SmartThings აპლიკაციაში.

2. არა-ჭკვიანი მოწყობილობების შემთხვევაში, საჭიროა თავსებადი Smart Plug და Smart Home Hub. Smart Plug დარეგისტრირებული უნდა იყოს SmartThings-ის აპლიკაციაში. ენერგიის მოხმარების მონიტორინგი Smart Plug-ის მეშვეობით ხელმისაწვდომია „Smart Plug“ პროდუქტის ბარათზე, SmartThings აპლიკაციის ჩანართში „,მოწყობილობა“ (Device).

3. საჭიროა Philips Hue ფერადი ჭკვიანი სანათები, Philips Hue Bridge, Philips Hue Sync App (2022 წლის შემდეგ გამოშვებულ Samsung TV სერიის მოწყობილობებზე, QLED TV-ზე ან მომდევნო მოდელებზე საჭიროა ამ ფუნქციის შეძენა აპლიკაციის მეშვეობით) ან Philips Hue Sync Box (რეგიონებში, სადაც ტელევიზორის აპლიკაციის მეშვეობით პროდუქტების შეძენა შეუძლებელია, მისი სათანადოდ მუშაობისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს Philips Hue Sync Box-ის შეძენა) და Samsung-ის ანგარიში. იყიდება ცალკე.

4. Philips Hue Sync აპლიკაციის ხელმისაწვდომობა Samsung TV-ზე დამოკიდებულია ქვეყანაზე, რეგიონზე ან მოწყობილობაზე. Philips Hue Sync აპლიკაციის Samsung TV-ზე გამოყენებისთვის საჭიროა ფასიანი სერვისის გამოწერა ხუთ წლამდე პერიოდით. აღნიშნული პერიოდის შემდეგ, ამ აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პროვაიდერი გააგრძელებს განახლებებით მხარდაჭერას.

5. საჭიროა თავსებადი კარის ვიდეოზარი. კარის ვიდეოზარი რეგისტრირებული უნდა იყოს SmartThings აპლიკაციაში. ამჟამად მხარდაჭერილია კარის ვიდეოზარების შემდეგი მოდელები: Ring Video Doorbell Elite, Ring Video Doorbell Pro with Chime Pro, Spotlight Cam Mount, Spotlight Cam Wired, Stick Up Cam Battery, Video Doorbell, Video Doorbell 2, Video Doorbell 3, Video Doorbell Pro და სხვა. გაითვალისწინე, რომ მხარდაჭერილი კარის ვიდეოზარების სია სამომავლოდ განახლდება.

6. SmartThings-ის Pet Care სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია რეგიონზე და მხარდაჭერილია მხოლოდ BESPOKE Jet Bot AI+ მოდელზე. ხელმისაწვდომია Android და iOS მოწყობილობებზე (Android OS 9↑, iOS 14↑). საჭიროა Wi-Fi კავშირი და Samsung-ის ანგარიში. BESPOKE Jet Bot AI+-ის ფრონტალური კამერის გამოყენებით შეგიძლია თვალი ადევნო შენს შინაურ ცხოველს. მას აქვს E2EE (End to End Encryption) ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს ვიდეოს საიმედო შიფრაციას, რათა მხოლოდ ავტორიზებულმა მომხმარებელმა შეძლოს მასზე წვდომა. მოწყობილობის მიერ შენი შინაური ცხოველის ამოცნობის უნარი დამოკიდებულია ცხოველის ტიპზე და საცხოვრებელ გარემოზე. ამჟამად მხარდაჭერილია მხოლოდ ძაღლების ამოცნობა. სამომავლოდ შეიძლება დაემატოს ამოცნობადი ცხოველების სახეობები.

7. საჭიროა თავსებადი IP კამერა. მომხმარებელმა პირველ რიგში უნდა განახორციელოს IP კამერის პარამეტრების კონფიგურაცია მწარმოებლის აპლიკაციის მეშვეობით და შემდეგ დაარეგისტრიროს SmartThings აპლიკაციაში. „შინაურ ცხოველებზე მონიტორინგის“ (Pet Monitoring) ფუნქციის გამოსაყენებლად, გახსენი SmartThings აპლიკაცია, გადადი „მოწყობილობის“ (Device) ჩანართზე და აირჩიე “IP Cam” პროდუქტის ბარათი.

8. Samsung Health-ის Smart Trainer ფუნქცია ამჟამად ხელმისაწვდომია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კორეასა და გაერთიანებულ სამეფოში. კონტენტის სერვისის პროვაიდერებისა და შესაბამისი ფიტნეს კონტენტის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნისა და რეგიონის მიხედვით. Smart Trainer ფუნქცია ხელმისაწვდომია Q70B და შემდგომი სერიის მოწყობილობებზე. სხეულის მდგომარეობის ეკრანზე ასახვისთვის, საჭიროა თავსებადი Slim Fit Cam მოწყობილობა, რომელიც ცალკე იყიდება.

9. განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი გამაჯანსაღებელი და ფიტნეს მიზნებისთვის. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის ან დაავადების გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიზნებისთვის. გაზომვის მონაცემები განკუთვნილია მხოლოდ საცნობარო მიზნებისთვის. რჩევისთვის მიმართე სამედიცინო პერსონალს. ხელმისაწვდომია Galaxy Watch 4 სერიის და მომდევნო თაობის Samsung Watch მოწყობილობებზე.

10. ფუნქციონალური მხარდაჭერა, მხარდაჭერის მეთოდები და სპეციფიკაციები შეიძლება განსხვავდებოდეს პროდუქტის მიხედვით.

11. საჭიროა თავსებადი IP კამერა. მომხმარებელს პირველ რიგში უნდა განახორციელოს IP კამერის პარამეტრების კონფიგურაცია მწარმოებლის აპლიკაციის მეშვეობით და შემდეგ დაარეგისტრიროს SmartThings აპლიკაციაში.

12. საჭიროა სახლის კამერა, წყლის გაჟონვის სენსორი, კვამლის/ცეცხლის დეტექტორი. სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის ან მოწყობილობებ

13. ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy მოწყობილობებზე. ამ ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Philips Hue თეთრი და ფერადი შუქები და Hue Bridge.

14. Music Sync სერვისისთვის ხელმისაწვდომი ფუნქციები შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის და Philips Hue პროდუქტების მიხედვით.