აირჩიეთ თქვენი ადგილმდებარეობა და ენა.

აქსესუარები

* აქსესუარები იყიდება ცალკე. მოდელისა და ფერის ხელმისაწვეომობა, დამოკიდებულია ქვეყანაზე ან კავშირის ოპერატორზე.

* გამოსახულება იმიტირებულია საილუსტრაციო მიზნებისათვის.

Galaxy Buds2 Pro-ს ზედა ხედი ღია ქეისით და დაყენებული ყურსასმენებით. Galaxy Watch5 გრაფიკული საათის სახით. Galaxy Z Fold4 სადგამით და S Pen Fold Edition და S Pen Pro გვერდით. Galaxy Watch5 Pro გრაფიკული საათის სახით.

S PEN

S Pen შესაძლებლობის გაფართოება1
  • Standing Cover ქეისი S Pe-ით

    S Pen ყოველთვის ხელთაა, ხოლო Galaxy Z Fold4-ის წინა და უკანა მხარე, უსაფრთხოდ არის დაცული.2 გარდა ამისა, ამ ქეისს აქვს რეგულირებადი სადგამი, რომელიც საშუალებას გაძლევს, დაიჭირო ეკრანი მოხერხებული 55°-იანი კუთხით.

  • S Pen Fold Edition

    ახალი S Pen Fold Edition უფრო ეფექტურად მუშაობს მრავალ ეკრანიან რეჟიმში, ზედმეტი გადართვის გარეშე. განახლებული S Pen ოპტიმიზებულია დიდი ეკრანისთვის, რათა მოგანიჭოს ბუნებრივი წერის, ხატვის ან ჩანაწერების გაკეთების შეგრძნება.

  • S Pen Pro

    ისარგებლე ბუნებრივი წერისა და მარტივი მუშაობის უნარით. S Pen Pro-ს აქვს შენი საყვარელი ელექტრონული კალმის ყველა უპირატესობა, პლუს ჩაშენებული Bluetooth, დისტანციური მართვის პულტის სახით გამოსაყენებლად.1

ძირითადი

გადადი პროდუქტიულობის ახალ ეტაპზე
  • Galaxy Watch5

    მიაღწიე ფიტნესისა და ჯანმრთელობის მაღალ შედეგებს, მაჯაზე დამაგრებული პირადი დამხმარის მეშვეობით. გამძლე ქეისი მოწყობილობას მთელი დღის განმავლობაში დაიცავს, ფუნქციების ფართო სპექტრი კი დაგეხმარება შენი მიზნების მარტივად მიღწევაში.2

    Galaxy Watch5-ზე გადასვლა

  • Galaxy Watch5 Pro

    მიაღწიე ფიტენსში დასახულ მიზნებს და გაზარდე შენი ეფექტურობა Galaxy Watch5 Pro-ით.2მოწყობილობას აქვს დაცვის მაღალი ხარისხი და ადვილად გაუძლებს ყველაზე დატვირთულ ვარჯისშაც კი, ღია ცის ქვეშ.

    Galaxy Watch5 Pro-ზე გადასვლა

  • Galaxy Buds2 Pro

    შენი მუსიკა ახლებურად, კრისტალურად სუფთა ხმით ჟღერს. აქტიური ხმაურის ჩახშობის ინტელექტუალური ტექნოლოგია აქრობს არასასურველ ხმაურს, იმისათვის, რომ მხოლოდ მუსიკას უსმინო.

    Galaxy Buds2 Pro-ზე გადასვლა

  • უკაბელო კლავიატურა

    დაუმატე მეტი მოქნილობა შენს სმარტფონს Flex Mode-ით. ამ უკაბელო კლავიატურით უფრო მოსახერხებელია შეტყობინების დაწერა ან ტექსტური ჩანაწერების შედგენა.

დამტენი მოწყობილობა

დაამატეთ
ენერგია

* ქსელის დამტენი და მონაცემთა კაბელი შეიძლება გაიყიდოს ცალ-ცალკე.

  • მულტიდამტენი უკაბელო მოწყობილობა

    კომპაქტური, თუმცა ამავდროულად, უკაბელო დამტენი საშუალებას გაძლევს, დამუხტო ორი მოწყობილობა ერთდროულად - მაგალითად, ერთ მხარეს დამაგრებულია სმარტფონი ან Galaxy Buds, ხოლო მეორე მხარეს მაგნიტური სამაგრით მუხტავს Galaxy Watch-ს. ჩაშენებული გაგრილების სისტემა უზრუნველყოფს 15 W-იან სწრაფ, უკაბელო დამუხტვას.4

  • ქსელური დამმუხტველი მოწყობილობა 25 W

    25 W გამომავალი სიმძლავრე საშუალებას გაძლევს, გამოიყენო ულტრა სწრაფი დამუხტვის სისტემა და სწრაფად დამუხტო შენი სმარტფონი 100%-ით.5უნივერსალური USB Type-C პორტი გაძლევ საშუალებას, დამუხტო სხვა თავსებადი მოწყობილობებიც.

ქეისები

სტილისა და კომფორტის თანხვედრა

* გამოსახულება იმიტირებულია ილუსტრირების მიზნებისათვის.

  • Standing Cover с S Pen-ის ქეისი

    S Pen Fold Edition ყოველთვის ხელთ გაქვს, ხოლო Galaxy Z Fold4 კორპუსი უსაფრთხოდაა დაცული.2ამ ქეისის გააჩნია რეგულირებადი სადგამი, რომელიც საშუალებას გაძლევს, დაიჭირო შენი სმარტფონის ეკრანი კომფორტული 55°-იანი კუთხით.

  • Slim Standing Cover-ის ქეისი

    ეს რბილი, მკრთალი ქეისი იცავს და უნარჩუნებს შენს Galaxy Z Fold4-ს კომფორტულობას. გაშალე, დაჯექი და უყურე კონტენტს შენი სმარტფონის დიდ ეკრანზე.

  • Silicone Grip Cover-ის ქეისი

    ეს რბილი სილიკონის კორპუსი, უკანა მხარეს ჩაშენებული შესაცვლელი სამაჯურით, შენს სმარტფორნს უსაფრთხოდ იცავს. შეცვალე სამაჯური შენი განწყობისა და სტილის მიხედვით.6

  • ქეისი Leather Cover

    დაიცავი შენი Galaxy Z Fold4. ეს თხელი ქეისი საიმედოდ იცავს შენი სმარტფონის წინა და უკანა მხარეს და კომფორტულად გიჭირავს ხელით.

  • Clear Edge Cover-ის ქეისი

    გამჭვირვალე და გამძლე ქეისი უზრუნველყოფს შენი სმარტფონის ოპტიმალურ დაცვას, მოწყობილობის ზომის პრაქტიკულად გაზრდის გარეშე.

  • დამცავი
    საფარი

    ეს გამჭვირვალე ეკრანის დამცავი შენი სმარტფონის ეკრანს ნაკაწრებისგან, დაზიანებისა და მტვრისგან საიმედოდ იცავს.

აღმოაჩინე შენი სამყარო.
Galaxy Z Fold4

აქციე შენი ფოტო ნამდვილ შედევრად

მათთვის, ვინც სამყაროს სხვაგვარად ხედავს.

გაიგე მეტი

რატომ GALAXY

შენი Galaxy.
ყველაფერი შენებურადაა.

Galaxy მოწყობილობები გაძლევს მეტ შესაძლებლობასა და სივრცეს კომუნიკაციისა და შემოქმედებისთვის.

გაიგე მეტი