Galaxy AI აქ არის

კეთილი იყოს შენი მობრძანება მობილური AI-ის ეპოქაში. Galaxy S24 Ultra-ს მეშვეობით შეძლებ მეტი გასაქანი მისცე შენს კრეატიულობას, პროდუქტიულობას და შესაძლებლობებს — ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მოწყობილობა შენს ცხოვრებაში. შენი სმარტფონი.

შეუდარებლად ეპიკური.

  • საძიებლად შემოხაზეთ
  • Live Translate
გამოცადე Galaxy შენს სმატფონზე დაასკანერე QR კოდი trygalaxy.com-ზე გადასვლისთვის
QR კოდი Try Galaxy-ზე წვდომისთვის

კამერა

"მათთვის, ვისაც სურს გასაოცარი კადრების გადაღება ან სურათის რედაქტირება AI-ის მეშვეობით"

Forbes Vetted

Galaxy AI

"AI-ით მხარდაჭერილი სმარტფონების ახალი ეპოქა"

GQ

Galaxy AI

"Galaxy AI ქმნის სმარტფონების მომავალს"

Inverse

    დახვეწილი. გამძლე. შთამბეჭდავი

    Galaxy S24 Ultra-ს მაქსიმალურად ახლო გვერდითა ხედი. სინათლე გადადის მოწყობილობის წინა მხარეზე. შემდეგ ჩანს უკანა პანელის ახლო ხედი, რომლის წინაც მოთავსებულია S Pen.

    წარმოგიდგენთ Galaxy S24 Ultra-ს, Galaxy Ultra-ს უახლეს მოდელს ტიტანიუმის დიზაინით და 6.8“ ბრტყელი ეკრანით., ეს არის დახვეწილი დიზაინის აბსოლუტურად იდეალური რეპრეზენტაცია.

    გამოსცადე ტიტანიუმის ძალა

    გამოსცადე ტიტანიუმის ძალა

    იხილე განახლება — ტიტანიუმის მყარი დამცავი ფარი, რომელიც ინტეგრირებულია პირდაპირ ჩარჩოში. ტიტანიუმის ძალა ახლა უკვე შენს ხელთაა.

    უფრო ეფექტური დაცვა ნაკაწრებისგან Corning® Gorilla® Armor-ის მეშვეობით

    წყლისა და მტვრის მიმართ გამძლეობა. ნუ იდარდებ

    Galaxy S24 Ultra-ს ეკრანის ახლო, ოდნავ დახრილი ხედი, სადაც ნაჩვენებია კუთხეები.

    ახალი ფერები. Mineral chic

    სამი ტიტანიუმ ნაცრისფერი Galaxy S24 Ultra სმარტფონი. ორი მათგანი წარმოდგენილია ერთად, ერთი წინა ხედით, ხოლო მეორე უკანა ხედით, რომლის გვერდითაც მოცემულია S Pen. კიდევ ერთი სმარტფონი მოცემულია გვერდითა ხედით, ჩარჩოს კუთხეების დემონსტრირების მიზნით.

    გაეცანი მინერალებით შთაგონებულ ისტორიას

    ინტეგრირებული S Pen-ით სრულიად ახალი ისტორია იწერება

    ინტეგრირებული S Pen-ით სრულიად ახალი ისტორია იწერება

    Galaxy Note-ის მემკვიდრეობა უცვლელი სახითაა შენარჩუნებული. დაწერე, შეეხე და გადადი სხვადასხვა ჩანართზე სწორედ ისეთი სიზუსტით, როგორიც ყოველთვის გსურდა, სრულიად ახალ, ბრტყელ ეკრანზე.

    S კალამი დგას Galaxy S24 Ultra-ს ეკრანზე.

    Galaxy AI

    უმაღლესი დონის NPU. ინდუსტრიის წამყვანი კამერა. ახლა უკვე AI-სთან ერთად

    უკანა კამერა
    200MP

    ფართო კუთხე და 2x ოპტიკური ხარისხის ზუმი

    12MP

    ულტრაგანიერი

    50MP

    5x ოპტიკური ზუმი და 10x ოპტიკური ხარისხის ზუმი

    10MP

    3x ოპტიკური ზუმი

    ფრონტალური კამერა
    12MP

    სელფის კამერა

    200MP. აღბეჭდე დეტალები რეალურზე მაღალი სიზუსტით

    200MP. აღბეჭდე დეტალები რეალურზე მაღალი სიზუსტით

    მეგაპიქსელების შეუდარებელი რაოდენობის და AI დამუშავების მექანიზმის მეშვეობით Galaxy S24 Ulta აწესებს გამოსახულების ხარისხის ახალ სტანდარტს ინდუსტრიაში, გადაღების ღილაკის ყოველი შეხებისას. გარდა ამისა, ახალი ProVisual მექანიზმის მეშვეობით ხდება ობიექტების ამოცნობა — უმჯობესდება ფერების ტონი, ხდება დეფექტების აღმოფხვრა და დეტალების გამოკვეთა.

    დეტალების სიმრავლითა და ფერების სიხასხასით გამორჩეული 200 მეგაპიქსელიანი პეიზაჟის ფოტო. დეტალები ინარჩუნებს სიმკვეთრეს გამოსახულების მოჭრის და მიახლოების შემთხვევაშიც.
    გადაღებულია Galaxy S24 Ultra-თი #withGalaxy

    ჩვენი ყველაზე მძლავრი Quad Tele ზუმი

    ნუ მისცემ საშუალებას დიდ მანძილს, უკან დაგხიოს. ოპტიკური ან ოპტიკური ხარისხის მეშვეობით, შეძლებ კადრის 2x, 3x, 5x და 10x მანძილით მოახლოებას.,, გარდა ამისა, ახალი, მძლავრი Tele OIS იმაზე ფართოა, ვიდრე აქამდე და ახდენს კადრების სტაბილიზებას ზუმით გამოწვეული დაბურვის მაქსიმალურად აღმოფხვრით.

    0.6x ზუმით გადაღებული გაშლილი მდელოს და მთების ფოტო, ჰორიზონტზე სხვადასხვა ფიგურით.
    1x ზუმით გადაღებული გაშლილი მდელოს და მთების ფოტო, ჰორიზონტზე სხვადასხვა ფიგურით.
    2x ოპტიკური ხარისხის ზუმით გადაღებული გაშლილი მდელოს და მთების ფოტო, წინა ფონზე მეგობრების ჯგუფით.
    3x ოპტიკური ზუმით გადაღებული გაშლილი მდელოს და მთების ფოტო, წინა ფონზე მეგობრების ჯგუფით.
    5x ოპტიკური ზომით გადაღებული ორი მეგობრის პორტრეტი, რომლებიც დგანან გაშლილი მდელოს და მთების ფონზე.
    10x ოპტიკური ზომით გადაღებული ქალის პორტრეტი, რომელიც დგას გაშლილი მდელოს და მთების ფონზე.
    გადაღებულია Galaxy S24 Ultra-თი #withGalaxy

    ციფრული ზუმი გვემშვიდობება, მას ანაცვლებს AI Zoom

    ციფრული ზუმი გვემშვიდობება, მას ანაცვლებს AI Zoom

    გადადი სცენური კადრებიდან სპეციფიკურ კადრებზე, ღრმა დასწავლაზე დაფუძნებული AI Zoom-ის მეშვეობით. გადადი 1x ზუმიდან 100x ზუმზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე, AI გააუმჯობესებს დეტალების სიმკვეთრის დონეს ამ გადასვლის პერიოდში.,

    6.5x ზუმით გადაღებული ქალის ფოტო, რომელიც პოზირებს ტბის ნაპირას. კადრი გამოირჩევა ფერების სიკაშკაშით, უკანა ფონზე მკვეთრად ჩანს მთების პეიზაჟი.
    გადაღებულია Galaxy S24 Ultra-თი #withGalaxy

    ProVisual მექანიზმის მეშვეობით ხდება დეტალების სიმკვეთრით გამორჩეული ღამის კადრების გადაღება

    ProVisual მექანიზმის მეშვეობით ხდება დეტალების სიმკვეთრით გამორჩეული ღამის კადრების გადაღება

    Space Zoom-ის მეშვეობით მოქმედების ეპიცენტრში იმყოფები, ღამითაც კი. 1.6x დიდი პიქსელებისა და უფრო ფართო Tele OIS-ის მეშვეობით, ხდება ფოტოების და ვიდეოების სიკაშკაშისა და სტაბილურობის დონის გაზრდა — თვალისმომჭრელად ჩანს ყველაზე შორს მდებარე ობიექტებიც კი.,,

    გადაღებულია Galaxy S24 Ultra-თი #withGalaxy

    შეცვალე ზომა, გარდაქმენი გამოსახულება. ძალიან მარტივად

    შეცვალე ზომა, გარდაქმენი გამოსახულება. ძალიან მარტივად

    რაიმე შეუსაბამო ადგილას გეჩვენება? უბრალოდ გადააადგილე ის. ახალი, AI-ით მხარდაჭერილი რედაქტირების ფუნქციების მეშვეობით შეძლებ მიიღო ზუსტად ისეთი სურათი, როგორიც გსურს. შეგიძლია გადააადგილო სხვადასხვა ობიექტი და შეავსო შედეგად დაცარიელებული სივრცე.

    ფოტო რედაქტირებულია გალერეის აპში. შეეხეთ რედაქტირების ღილაკს და არჩეულია ერთ-ერთი საგანი. ისინი გადატანილია სურათზე სხვა ადგილას. შემდეგ ივსება გამოტოვებული ადგილები.

    დააჩქარე დრო Instant Slow-mo-თი

    დააჩქარე დრო Instant Slow-mo-თი

    გადააქციე ჩვეულებრივი ვიდეოები კინემატოგრაფიულ საოცრებად Instant Slow-mo-ის გამოყენებით. გამოსახულების წყალობით რომელსაც ქმნის ხელოვნური ინტელექტი კადრებს შორის, გასაკონტროლებლად საკმარისია უბრალოდ შეეხო და მარტივად გააკონტროლო Slow-mo-ს მოქმედების ეფექტი. ასევე ჩომოტვირთულ ვიდეოებზე.

    ბავშვის ეზოში დაბადების დღის წვეულებაზე წყლის ბუშტების ბრძოლის ვიდეო გადის Galaxy S24 Ultra-ს ეკრანზე ნორმალური სიჩქარით. სასაჩუქრე მაგიდის უკნიდან ზრდასრული გამოდის. როდესაც წყლის ბუშტი აფეთქდება მის თავზე, ვიდეო გადადის ნელი მოძრაობით.

    სუპერ HDR. AI გადახედვიდან გამოქვეყნებამდე

    Super HDR. AI გადახედვიდან გამოქვეყნებამდე

    ჩვენი უახლესი Super HDR განახლების მეშვეობით, კამერის წინასწარ ნახვის ეკრანზე ასახულია საბოლოო კადრების ანალოგიური Super HDR კადრები. შეგიძლია გადაღებამდე ნახო, როგორი იქნება შენი სუპერ-მკვეთრი ფოტოები და ვიდეოები. გარდა ამისა, ეს ფუნქცია მუშაობს სოციალური ქსელების აპლიკაციების კამერებით გადაღების შემთხვევაშიც.

    ქალის ფოტო, რომლის გადაღებაც ხდება მზის ჩასვლის დროს. Super HDR-ის მეშვეობით ხდება ფერების და სატურაციის დარეგულირება, რათა ობიექტის სიკაშკაშის დონე გაიზარდოს და გამოიკვეთოს ცაზე არსებული ღრუბლები. ობიექტივში წარმოდგენილი Super HDR გამოსახულება ზუსტად ემთხვევა Gallery-ში შენახულ მაღალი ხარისხის გამოსახულებას.

    გადაღებულია Galaxy S24 Ultra-თი #withGalaxy

    Galaxy AI-ით შექმნის ახალი გზა, ახლა One UI-ზე

    Sketch to Image

    შექმენი ჩანახატი ან დაამატე ის ნებისმიერ ფოტოზე. AI-ს მეშვეობით შეძლებ გადააქციო ჩანახატი გამოსახულებად.

    Sketch to Image feature is activated on a Galaxy S24 Ultra screen. S Pen draws on the photo, transforming the sketch into a new image with AI.

    Portrait Studio

    Portrait Studio-ს და AI-ს მეშვეობით შეძლებ შენი კრეატიულობის რეალიზაციას. ავტოპორტრეტები მომენტალურად გადაიქცევა ხელოვნების ნიმუშებად.

    A photograph is applied with the Portrait Studio feature for Photo Assist. AI effects are applied to the portrait, with vibrant colors.

    Live Translate. კომუნიკაციის ყველაზე მარტივი გზა

    Live Translate ფუნქციის მეშვეობით, შეძლებ სმარტფონის გამოყენებისას პირდაპირი ინტერპრეტაციის მიღებას. დაანგრიე ენობრივი ბარიერები — შეტყობინებების გაგზავნის დროსაც კი. უპასუხე საკუთარ ენაზე — ტექსტის თარგმანის მიღებას შეტყობინების მიმღები პირიც შეძლებს.

    ხდება სატელეფონო ზარის თარგმნა რეალურ დროში. დიალოგი გამოსახულია ეკრანზე, ორ ენაზე მიმდინარე ტექსტური დიალოგის სახით.

    თარჯიმანი მუდამ შენს გვერდითაა

    გჭირდება რეკომენდაცია ადგილობრივებისაგან? არ ინერვიულო! თარჯიმანი შენს გვერდითაა. მისი გამოყენება შეგიძლია თვითმფრინავის რეჟიმშიც კი, Wi-Fi-ს გარეშე.

    თარჯიმანის აპლიკაციაში, საუბარი ორ ენაზე გადაიწერება და ითარგმნება რეალურ დროში.

    შეარჩიე ტექსტის სწორი ტონი Chat Assist ფუნქციის მეშვეობით

    შექმენი მოკლეტექსტური შეტყობინებები AI-ის მეშვეობით და Chat Assist ფუნქციის დახმარებით. ახლა უკვე შეძლებ იდეალურად ჩამოაყალიბო სათქმელი პროფესიონალური, მეგობრული ან ზრდილობიანი ტონით შედგენილი ტექსტების მეშვეობით. წამებში გადაინაცვლე ეტაპიდან „ეს როგორ ვთქვა?“ - ეტაპზე „ეს აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე?“

    ტექსტური შეტყობინების პროექტი იწერება გაგზავნის ზოლში. 'შესანიშნავი! რაც შეეხება ბულგოგის? ალტერნატიული ფრაზები სხვადასხვა ტონალობაშია შემოთავაზებული. შემთხვევითი ტონი ამბობს: „შესანიშნავია! რას იტყვით ბულგოგიზე?' სოციალური ტონი ამბობს: „ბულგოგი აუცილებლად უნდა სცადოთ! ჰეშთეგი კორეული BBQ'

    მარტივად შეამოკლე Note-ები AI-ის დახმარებით

    არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის ჩანაწერს აკეთებ, Note Assist ფუნქცია დაგეხმარება ყველანაირი ტექსტის შემოკლებაში. უბრალოდ ჩაიწერე სასურველი ინფორმაცია და მოგვიანებით გადააქციე ის მარტივად გასაგებ და აღსაქმელ მოკლე ვერსიად.

    და თუ ძველ ჩანაწერს ეძებ, ახალი სათაურის სურათები, სადაც შემოკლებული ვერსიებია წარმოდგენილი, ამ საქმეს უსაზღვროდ გაგიმარტივებს — შეძლებ თავიდან აირიდო არეულობა ეკრანზე და შესაბამისად, უმარტივესად მოიძიო ყველაფერი, რასაც მოისურვებ.

    Note-ის ფუნქციაში მონიშნულია ტექსტის დიდი მოცულობის მონაკვეთი. რამდენიმე შეხებით ხდება კონტენტის გამარტივებული ვერსიის შექმნა. ხდება დოკუმენტის შენახვა.

    ჩვენი ყველაზე რეალისტური მობილური თამაშების სცენები

    Arena Breakout-ის ლოგო. Ray tracing ჩართულია. Ray tracing გამორთულია. Galaxy S24 Ultra-ს ეკრანების შედარება ray tracing-ის ჩართვამდე და ჩართვის შემდეგ. სხვაობა გამოიხატება Arena Breakout-ის სცენის სნეპშოტებს შორის განსხვავებით. Ray tracing-ის ფუნქცია უფრო მკვეთრს ხდის ზედაპირებზე გამოსახულ ანარეკლებს.

    Galaxy-ის Gen 3 Snapdragon® 8-ის წყალობით, გამარჯვება შენს ხელშია. უფრო სწრაფი დამუშავების მეშვეობით მოიპოვებ ძალას, ნებისმიერ თამაშში გასამარჯვებლად. გარდა ამისა, შეძლებ გრაფიკული ეფექტების რეალურ დროში ასახვას ray tracing-ის მეშვეობით მიღებული რეალისტური ჩრდილებისა და ანარეკლების მეშვეობით.

    და გამოიცანი კიდევ რა? ჩვენ თითქმის გავაორმაგეთ Galaxy S24 Ultra-ს Vapor Chamber-ის ზომა, სიმხურვალის გამოყოფის შესამცირებლად და უხარვეზო გრაფიკული გამოცდილების უზრუნველსაყოფად.

    • NPU

      41 % გაუმჯობესებული ფუნქციონირება AI-ის მეშვეობით

    • GPU

      30 % გაუმჯობესებული გრაფიკა და წარმადობა

    • CPU

      20 % უფრო სწრაფი და ენერგო-ეფექტური კომპიუტერი

    მძლავრი ელემენტი, რომლის მეშვეობითაც შეძლებ საყვარელი თამაშები მთელი დღის განმავლობაში ითამაშო

    მასიური სიმძლავრისა და გაუმჯობესებული ენერგო-ეფექტურობის დონის საშუალებით, Ultra-ს ელემენტის მუშაობის გაზრდილი ხანგრძლივობა მოგანიჭებს ზუსტად იმ ძალას, რომელიც ბრძოლაში გასამარჯვებლად გჭირდება.,

    • უყურე ვიდეოებს დაახლოებით

      30 საათის განმავლობაში

    • მოუსმინე მუსიკას დაახლოებით

      95 საათის განმავლობაში

    2600 nit-იანი ეკრანი. ჩვენი ყველაზე კაშკაშა, მზის სხივების სინათლესთან ადაპტირებადი მობილურის ეკრანი

    ჩვენი ყველაზე იმერსიული ეკრანი გამოირჩევა ვიზუალურ ეფექტებთან დაკავშირებული გაუმჯობესებებით. Corning® Gorilla® Armor ამცირებს ანარეკლებს და აუმჯობესებს სიმკვეთრეს, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების პირობებშიც კი. გარდა ამისა, გაუმჯობესებული Vision Booster ზრდის კონტრასტის და ფერების სიკაშკაშეს და გაძლევს დაუვიწყარი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

    Galaxy S24 Ultra-ს ეკრანზე წარმოდგენილია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ძველი და ახალი ვერსიების შედარება. მოწყობილობა მდებარეობს გარეთ, დღის განათების პირობებში და ეკრანზე ჩართულია ვიდეო.

    რატომ უნდა გადახვიდე iOS-იდან Galaxy-ზე?

    მარტივად გადმოდი iOS-იდან

    შეინახე შენი ვიდეოები, ფოტოები, კონტაქტები, კალენდარი და აპლიკაციები Smart Switch-ის მეშვეობით - იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქამდე iOS მოწყობილობას იყენებდი.,,

    გაიკვალე AI გზა

    გადმოდი Galaxy-ზე და დაივიწყე პრობლემები მობილური ტელეფონების ახალ, AI ეპოქაში.

    დაივიწყე მოწყობილობებს შორის არსებული ბარიერები

    გადმოდი Galaxy-ზე და იმუშავე, ითამაშე და იზრუნე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მარტივად, შენი მოწყობილობების მეშვეობით.

    უსწრაფესად გააგზავნე ფაილები

    უმარტივესად გაუგზავნე ვიდეოები, ფოტოები და სხვა ტიპის ფაილები Galaxy ეკოსისტემის გარეთ მყოფ მომხმარებლებს Quick Share-ის მეშვეობით. ფუნქცია, რომელიც აქამდე მხოლოდ Galaxy მოწყობილობებზე იყო ხელმისაწვდომი, ახლა ახლოს მდებარე Android მოწყობილობებზეც მუშაობს.

    Try Galaxy on your phone

    ჯერ არ გამოგიცდია Galaxy-ის უახლესი მოწყობილობა? გსურს გამოსცადო ის ახლა? შენს ტელეფონზე! დაიწყე გამოცდილება ამ ჩამოტვირთვით.

    ჯერ არ გამოგიცდია Galaxy-ის უახლესი მოწყობილობა? გსურს გამოსცადო ის ახლა? შენს ტელეფონზე! უბრალოდ დაასკანირე QR კოდი გადმოწერის დასაწყებად.

    QR კოდი Try Galaxy-ზე წვდომისთვის

    Quick Share შენი ეკოსისტემის გარეთ

    არ არსებობს არავითარი შეზღუდვა მხოლოდ Galaxy-ს სმარტფონების გამოყენებასთან დაკავშირებით. გამოიყენე QR კოდები და შენახული კონტაქტები და გაუზიარე ფაილები iOS-ის მომხმარებლებს და დიდი მანძილით დაშორებულ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.,

    შენი კონფიდენციალურობა დაცულია

    მომხმარებლის კონფიდენციალურობა კვლავ რჩება ჩვენი პრიორიტეტი AI ეპოქაში. Galaxy S24 სერიებზე Galaxy AI-ის გამოშვებით, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ არ ვინახავთ და არ გამოვიყენებთ შენს პერსონალურ მონაცემებს რაიმე მიზნით შენი თანხმობის გარეშე.

    Samsung Knox

    ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება

    ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ უკეთესი მომავლისკენ. გვჯერა, რომ მცირე ცვლილებებს დიდი გარდაქმნების მოხდენა შეუძლიათ. შესანიშნავი გრძნობაა, როცა კარგ საქმეს აკეთებ.

    1TB-მდე მეხსიერება

    შეინახე ყველაფერი 256GB, 512GB და 1TB მეხსიერებით.

    ახალი ეპოქის აქსესუარები

    ერთმანეთის გვერდიგვერდ, ჰორიზონტალურად მოთავსებულია ოთხი Galaxy S24 Ultra ქეისებით: ყვითელი Flipsuit ქეისი, ნაცრისფერი Standing Grip ქეისი, შავი Clear Gadget ქეისი და Smart View Wallet ქეისი. გვერდით მოთავსებულია S Pen.

    ხშირად დასმული კითხვები

    Galaxy S24 | S24+

    ცხოვრება ბევრად თავისუფალი ხდება Galaxy-სთან ერთად

    1. თანმიმდევრობები შემოკლებული და სიმულირებულია. შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს ვიზუალური შედეგების მიხედვით. საჭიროა ინტერნეტ-კავშირი. მომხმარებლებს შესაძლოა დასჭირდეთ Android-ის უახლეს ვერსიაზე განახლება. პროდუქტის ფუნქციონირება დამოკიდებულია შენი აპლიკაციის და მოწყობილობის პარამეტრებზე. ზოგიერთი ფუნქცია შესაძლოა არ იყოს თავსებადი კონკრეტულ აპლიკაციებთან. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და ენის მიხედვით. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
    2. Live Translate ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაციის გავლა. Live Translate ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Samsung Phone აპლიკაციაზე. კონკრეტული ენების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ენის შესაბამისად. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
    3. Note Assist ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაციის გავლა. მოქმედებს სიმბოლოების რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვა. სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ენის შესაბამისად. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
    4. Generative Edit ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაციის გავლა. Generative Edit ფუნქციის მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 12MP-მდე. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ის მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია მკვეთრი წყლის ნიშანი. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული.
    5. Chat Assist-ის გადათარგმნის ფუნქციის ს გამოყენებისთვის საჭიროა ქსელთან კავშირი, Samsung Account-ზე ავტორიზაცია და Galaxy store-იდან ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. ფუნქციის გააქტიურებისთვის საჭიროა ტექსტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვა. სერვისის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის და ენის მიხედვით. ზოგიერთ აპლიკაციაში შეიძლება არ ქონეს ამ ფუნქციის მხარდაჭერა. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
    6. Galaxy S24 Ultra-ს ეკრანის სრული მართკუთხედის დიაგონალის ზომაა 6.8 ინჩი, მომრგვალებული კუთხეების გათვალისწინების შემთხვევაში - 6.8 ინჩი; რეალური ხედვის არეალი შესაძლოა შედარებით მცირე იყოს მომრგვალებული კუთხეებისა და კამერის ჭრილის გამო.
    7. ტიტანიუმის მასალა გამოყენებულია მხოლოდ მოწყობილობის ჩარჩოს დასამზადებლად. ჩარჩო არ მოიცავს ხმის კონტროლის ღილაკებსა და გვერდითა ღილაკებს.
    8. Galaxy S23 Ultra-სთან შედარება.
    9. Galaxy S24-ს, S24+-ს და S24 Ultra-ს გააჩნია IP68 რეიტინგი. შედეგები დაფუძნებულია ლაბორატორიულ ტესტებზე, რომლის დროსაც მოხდა მოწყობილობის 1 მეტრი სიღრმის მტკნარ წყალში ჩაძირვა 30 წუთის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული სანაპიროზე ან აუზზე გამოყენება. მოწყობილობის მტვრისა და წყლის მიმართ გამძლეობა არ არის მუდმივი და შესაძლოა შეიცვალოს დროთა განმავლობაში სტანდარტული ცვეთის გამო.
    10. ფერების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის და ოპერატორის მიხედვით.
    11. ოპტიკური ხარისხის მასშტაბირება უზრუნველყოფილია Adaptive Pixel სენსორით.
    12. AI Zoom ვრცელდება ციფრული ზუმის სიგრძეს შორის მანძილზე. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
    13. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს განათების და/ან გადაღების პირობების მიხედვით, რაც მოიცავს ფოკუსს გარეთ მყოფ რამდენიმე ან მოძრავ სუბიექტებს.
    14. 3x და 5x წარმოადგენს ოპტიკურ ზუმს. 2x და 10x წარმოადგენს ოპტიკური ხარისხის ზუმს.
    15. 2x ზუმის გააქტიურება უნდა მოხდეს Camera Assistant აპლიკაციის პარამეტრებში. Camera Assistant-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Galaxy Store-იდან.
    16. 8k ვიდეოს ყურება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ მოწყობილობაზე, რომელსაც გააჩნია 8k ვიდეოს ნახვის მხარდაჭერა.
    17. 100X Space Zoom მოიცავს 10x ოპტიკური ხარისხის ზუმს და 100x ციფრულ ზუმს სუპერ რეზოლუციის ტექნოლოგიით. კადრის 10x ზუმზე მეტად მიახლოების შემთხვევაში შესაძლოა დაფიქსირდეს გარკვეული ხარვეზები.
    18. Instant Slow-mo-ს ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაყენებულ Samsung Video Player-ზე და Samsung Gallery აპზე. სერვისის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ვიდეოს სპეციფიკაციის მიხედვით.
    19. ზოგიერთ აპლიკაციას შესაძლოა არ გააჩნდეს Super HDR-ის მხარდაჭერა.
    20. Sketch to Image ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Sketch to Image ფუნქციის მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 12MP-მდე. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ს მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია წყლის ნიშანი. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული.
    21. Photo Assist-ის Portrait Studio ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Portrait Studio-ს მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 9MP-მდე. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ს მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია წყლის ნიშანი. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული.
    22. Chat Assist-ის ტონის რეკომენდაციის ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაციის გავლა. ფუნქციის გასააქტიურებლად საჭიროა მანძილთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება. სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ენის შესაბამისად. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
    23. Arena Breakout © Proxima Beta Pte. Limited. ყველა უფლება დაცულია. ყველა სხვა სავაჭრო ნიშანი, ლოგო და საავტორო უფლება წარმოადგენს მათი შესაბამისი მფლობელის საკუთრებას. შეძენა შესაძლებელია Samsung Galaxy Store-ში და შერჩეული ქვეყნების სხვა აპლიკაციების ბაზაში.
    24. Snapdragon ბრენდის პროდუქტები წარმოადგენს Qualcomm Technologies, Inc.-ის და/ან მისი პარტნიორი კომპანიების საკუთრებას.
    25. Galaxy S24 Ultra-ზე დაინსტალებული Vapor Chamber 92%-ით დიდია Galaxy S23 Ultra-სთან შედარებით.
    26. წარმოდგენილია AP ეფექტურობის გაუმჯობესება Galaxy S23 Ultra-სთან შედარებით. შესრულების რეალური ეფექტურობა დამოკიდებულია მომხმარებლის გარემო პირობებზე, წინასწარ დაინსტალებულ პროგრამაზე და აპლიკაციებზე.
    27. ელემენტის რეალური სიმძლავრე განსხვავდება ქსელის პირობების, ფუნქციების და გამოყენებული აპლიკაციების, ზარების და შეტყობინებების სიხშირის, დამუხტვის სიხშირის და სხვა მრავალი ფაქტორის მიხედვით. განსაზღვრულია საშუალო გამოყენების პროფილთან შედარებით, რომელიც შედგენილია UX Connect Research-ის მიერ. შეფასებულია დამოუკიდებლად, UX Connect Research-ის მიერ 2023.11.25-2023.12.15 პერიოდში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, SM-S921-ის, SM-S926-ის და SM-S928-ის გამოშვებამდე არსებული ვერსიით, ნაგულისხმევი პარამეტრებით, LTE და 5G Sub6 ქსელების გამოყენებით. ტესტირება არ ჩატარებულა 5G mmWave ქსელის პირობებში.
    28. დაფუძნებულია Samsung-ის შიდა ლაბორატორიული ტესტირების შედეგებზე, მოცემული მოდელის გამოშვებამდე არსებული ვერსიით, რომელიც ყურსასმენებთან დაკავშირებულია Bluetooth-ით და ნაგულისხმევი პარამეტრებით გააქტიურებულია LTE. განსაზღვრულია ელემენტის სიმძლავრესთან და ვიდეოს დაკვრისას ელემენტის ენერგიის მოხმარების მაჩვენებელთან მიმართებაში (ვიდეოს ფაილის რეზოლუცია 720p, შენახულია მოწყობილობაში) და აუდიო ფაილის დაკვრის დროს (mp3 ფაილი, 192kpbs, შენახულია მოწყობილობაში, დაკვრისას გამორთულია LCD ეკრანი), შესაბამისი თანმიმდევრობით. ვიდეო და აუდიო ფაილების დაკვრის რეალური ხანგრძლივობა განსხვავდება ქსელთან კავშირის, პარამეტრების, ფაილის ფორმატის, ეკრანის სიკაშკაშის, ელემენტის მდგომარეობის და სხვა ფაქტორების შესაბამისად.
    29. ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშეა 2600 nits, რითაც ხდება ციფრული კონტენტის მუქ და ღია ასპექტებს შორის კონტრასტის გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ მაქსიმალურად აუმჯობესებს სურათის ხარისხსაც. კონტრასტის თანაფარდობაა 5,000,000:1, რაც ქმნის მობილურის გამოყენების უფრო იმერსიულ გამოცდილებას.
    30. Android™ მოწყობილობებზე ფაილების კაბელით გადატანისას, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე. ფაილების გადატანა შესაძლებელია კაბელის გარეშეც, უსადენო კავშირით. Android™ მოწყობილობებზე ფაილების უსადენო კავშირით გადატანისას, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე. გახსენი Smart Switch Mobile მიმღები Galaxy მოწყობილობის პარამეტრებში ან ჩამოტვირთე Smart Switch Mobile აპლიკაცია Galaxy Store-იდან. მონაცემები და კონტენტი, რომლის გადატანაც შესაძლებელია შესაძლოა განსხვავდებოდეს გადატანის მეთოდის მიხედვით.
    31. iOS მოწყობილობებიდან ფაილების კაბელით გადმოტანისას, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა iOS 5 ან უფრო ახალ ვერსიაზე. ფაილების გადატანა შესაძლებელია კაბელის გარეშეც, უსადენო კავშირით ან iCloud-ით. უსადენო კავშირის გამოყენების შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა - iOS 12 ან უფრო ახალ ვერსიაზე. iCloud-ით გადატანის შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა - iOS 5 ან უფრო ახალ ვერსიაზე. გახსენი Smart Switch Mobile მიმღები Galaxy მოწყობილობის პარამეტრებში ან ჩამოტვირთე Smart Switch Mobile აპლიკაცია Galaxy Store-იდან. უსადენო კავშირით გადატანის შემთხვევაში, ჩამოტვირთე Smart Switch iOS მოწყობილობებისთვის შენი iPhone-ის ან iPad-ის App Store-იდან. მონაცემები და კონტენტი, რომლის გადატანაც შესაძლებელია შესაძლოა განსხვავდებოდეს გადატანის მეთოდის მიხედვით.
    32. მონაცემთა ნაკრებების დიდი რაოდენობის ერთიანად გადატანისას რეკომენდებულია კაბელის გამოყენება.
    33. Galaxy Buds2 Pro, Galaxy Watch6 Classic და Galaxy Tab S9 იყიდება ცალკე.
    34. ხელმისაწვდომია მოწყობილობებზე, რომელიც მუშაობს Android OS 10 (Q OS) ან უფრო ახალ ვერსიაზე და One UI 2.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე. მხარდაჭერილი PC-ები მოიცავს Samsung Notebook-ს და Galaxy Books-ს, მათ შორის Qualcomm-ზე დაფუძნებულ PC-ებს, რომელიც გამოშვებულია 2020 წელს ან უფრო გვიან და სხვა მწარმოებლების Windows PC-ებს, რომლებიც მუშაობს Windows 10 2004 წლის ვერსიაზე და რომლებშიც ინტეგრირებულია Intel 22.50.02 ვერსიის ან უფრო ახალი Bluetooth დრაივერები და Intel 22.50.07 ვერსიის ან უფრო ახალი Wi-Fi დრაივერები.
    35. Galaxy Tab S9 იყიდება ცალკე.
    36. ფაილების QR კოდის ან კონტაქტების მეშვეობით გაზიარებისას, ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 1000 ფაილის გაგზავნა. ერთი ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 3GB-ს, დღეში შესაძლებელია ჯამში 5GB მოცულობის ფაილების გაგზავნა. ბმულები უქმდება ორი დღის შემდეგ. გამგზავნის მოწყობილობაზე გააქტიურებული უნდა იყოს Samsung Account და როგორც მიმღებ, ისე გამგზავნ მოწყობილობაზე ჩართული უნდა იყოს ინტერნეტ-კავშირი.
    37. Knox Matrix მხარდაჭერილია Galaxy სმარტფონებსა და პლანშეტებზე, რომელიც მუშაობს One UI 6.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე. ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოდელის და რეგიონის მიხედვით.
    38. მეხსიერების ვარიანტები შესაძლოა განსხვავდებოდეს ოპერატორის, ქვეყნის და რეგიონის მიხედვით. მეხსიერების რეალური ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარ დაინსტალებული პროგრამის მიხედვით.
    39. ყველა აქსესუარი იყიდება ცალკე.
    40. Galaxy S24 Ultra-ს ეკრანის მართკუთხედის დიაგონალის ზომაა 6.8 ინჩი მომრგვალებული კუთხეების გათვალისწინებით - 6.8 ინჩი, Galaxy S24-ის ეკრანის ზომაა 6.2 ინჩი სრული მართკუთხედის შემთხვევაში, მომრგვალებული კუთხეების გათვალისწინების შემთხვევაში - 6 ინჩი, ხოლო Galaxy S24+-ის ეკრანის ზომაა 6.7 ინჩი სრული მართკუთხედის შემთხვევაში, ხოლო მომრგვალებული კუთხეების გათვალიწინების შემთხვევაში - 6.5 ინჩი; ხედვის რეალური არეალი შესაძლოა შედარებით მცირე იყოს მომრგვალებული კუთხეებისა და კამერის ჭრილის გამო.
    41. სტანდარტული მაჩვენებლები მიღებულია მესამე მხარის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე. სტანდარტული მაჩვენებელი არის მიახლოებითი საშუალო მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია ელემენტების ნიმუშების ტევადობის მაჩვენებლის გადახრის გათვალისწინებით, რომელთა ტესტირება განხორციელდა IEC 61960 სტანდარტით. ნომინალური ტევადობაა 3800mAh Galaxy S24-ის შემთხვევაში, 4755mAh Galaxy S24+-ის შემთხვევაში და 4855mAh Galaxy S24 Ultra-ს შემთხვევაში. ელემენტის რეალური სიმძლავრე შესაძლოა განსხვავდებოდეს ქსელის პირობების, გამოყენების პირობების და სხვა ფაქტორების მიხედვით.