Galaxy AI აქ არის

კეთილი იყოს შენი მობრძანება მობილური AI-ის ეპოქაში. Galaxy S24| S24+-ის მეშვეობით შეძლებ მეტი გასაქანი მისცე შენს კრეატიულობას, პროდუქტიულობას და შესაძლებლობებს — ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მოწყობილობა შენს ცხოვრებაში. შენი სმარტფონი.

შეუდარებლად ეპიკური.

გამოცადე Galaxy შენს სმატფონზე დაასკანერე QR კოდი trygalaxy.com-ზე გადასვლისთვის
QR კოდი Try Galaxy-ზე წვდომისთვის

Overall

"უფრო დიდი ელემენტი, უფრო კაშკაშა ეკრანი და უფრო ჭკვიანი AI"

CNET

Galaxy AI

"AI-ით მხარდაჭერილი სმარტფონების ახალი ეპოქა"

GQ

Galaxy AI

"Galaxy AI ქმნის სმარტფონების მომავალს"

Inverse

    აღბეჭდე თითოეული დეტალი

    Galaxy S24 plus-ის კუთხეების მაქსიმალურად ახლო ხედი. მოწყობილობა ნელა ბრუნავს. შემდეგ ჩნდება გვერდითა ღილაკების ახლო ხედი და ტრიალდება უკანა პანელის გამოჩენამდე. ამის შემდეგ, მოწყობილობა სრულად ჩანს უკანა მხრიდან.

    ხელში მარტივად დასაჭერი. მოსახერხებელი დიზაინი. S24 და S24+ სმარტფონები გამორჩეულია როგორც ერთიანი დიზაინის, ასევე ატლასისებრი ზედაპირის წყალობით.

    დიდი, უფრო დიდი და უფრო სწრაფი

    განახლებები, რომელსაც ელოდი. უფრო დიდი ეკრანი. უფრო დიდი ელემენტი. უფრო მეტი გამომთვლელი სიმძლავრე. Galaxy S24-ს და S24+-ს ძალიან ბევრი რამით შეუძლიათ თავი მოგაწონონ. S24+-ის ეკრანს Galaxy მოწყობილობებს შორის ყველაზე მაღალი რეზოლუცია აქვს: QHD+.

    სურათზე ნაჩვენებია ყვითელი Galaxy S24-ის და იისფერი Galaxy S24 plus-ის წინა ხედი.

    მინერალებით შთაგონებული ფერები

    Galaxy S24 სერიის ორი იისფერი მოწყობილობა. ერთი ვერტიკალურად არის მოთავსებული და ნაჩვენებია უკნიდან. მეორე სმარტფონი მოცემულია გვერდითა ხედით, ჩარჩოს კიდეების დემონსტრირების მიზნით.

    გაძლიერებულია Armor Aluminum-ით

    გაეცანი მინერალებით შთაგონებული ფერების ისტორიას

    Galaxy AI

    შეიგრძენი დეტალების ძალა ProVisual engine-ის საშუალებით

    50 მეგაპიქსელის კამერით გადაღებული მდინარის ხეობის პეიზაჟის ფოტო.
    გადაღებულია Galaxy S24+-ით #withGalaxy

    50MP. მეგა მეგაპიქსელები

    ჭეშმარიტი პიქსელების გენერატორი, რომელიც იმედს არ გაგიცრუებს არასოდეს. გადაიღე მაღალი რეზოლუციის სურათები, რომლებსაც დრო ვერაფერს დააკლებს.

    შორ მანძილზე გადაღება სიბნელეშიც კი

    AI ISP საშუალებას გაძლევს გადაიღო კაშკაშა, მდიდარი ფერების მქონე მკაფიო ფოტოები. და ბოლოს პორტრეტები, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნება შეგეძლო. გაზარდე ზუმი 2-ჯერ, ან სულაც 3-ზერ - ხარისხი არ შემცირდება. ნებისმიერი მანძილიდან ღამით გადაღებული ფოტო ისეთივე მკაფიო იქნება, როგორც დღის სინათლეზე გადაღებული., ნებისმიერი მანძილიდან ღამით გადაღებული ფოტო ისეთივე მკაფიო იქნება, როგორც დღის სინათლეზე გადაღებული.

    გაზარდე კადრი თითების გასმით

    კაშკაშა ფერების მქონე ფოტო, რომელზეც გამოსახულია კაფეს წინ მჯდომი ორი ადამიანი, გადაღებულია 1x ზუმით. კაშკაშა ფერების მქონე ფოტო, რომელზეც გამოსახულია კაფეს წინ მჯდომი ორი ადამიანი, გადაღებულია 2x ზუმით. კაშკაშა ფერების მქონე ფოტო, რომელზეც გამოსახულია კაფეს წინ მჯდომი ორი ადამიანი, გადაღებულია 3x ზუმით.

    შეეხე კადრის მისაახლოებლად

    გადაღებულია Galaxy S24+-ით #withGalaxy

    გააგრძელე ორი თითით გადიდება გაზარდე ზუმი 1x-დან 2x-მდე, ან სულაც 3x-მდე.., AI უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას: ფოტო მკვეთრი და მკაფიო რჩება - დეტალები მაქსიმალურადაა შენარჩუნებული.,

    ისარგებლე ეპიკური AI Zoom-ით

    კამერის აპლიკაციის ეკრანზე ჩანს ქალი, რომელიც დგას თვალწარმტაცი პეიზაჟის ფონზე. კამერის ზუმი იცვლება და გადადის 1x-დან 2x-ზე, შემდეგ კი 3x-ზე. შემდეგ ჩნდება მკაფიო ფოტო, რომელზეც გამოსახულია ობიექტი პეიზაჟის ფონზე, 2,5x ზუმით

    გადაღებულია Galaxy S24+-ით #withGalaxy

    გადაიღე შთამბეჭდავი კადრები მკვეთრი დეტალებით უფრო დიდი მანძილიდან. ახალი AI Zoom ტექნოლოგიის წყალობით, შეძლებ გადიდებული გამოსახულების დეტალების გაუმჯობესებული ხარისხით აღბეჭდვას.,

    შეცვალე ზომა, გარდაქმენი გამოსახულება. ძალიან მარტივად

    აღმოაჩინე ხელოვნური ინტელექტის მიერ ფოტოს რედაქტირების მაგია. ახლა შენ შეგიძლია დახვეწო შენი ფოტოები და უზრუნველყო მათი ბრწყინვალება. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, Generative Edit-ს შეუძლია შეავსოს ფონი და გააქროს არასასურველი ობიექტები ნებისმიერ ფოტოზე

    ხდება ფოტოს რედაქტირება Gallery-ის აპლიკაციაში. ფოტოს გასასწორებლად მისი შეტრიალების შემდეგ, კადრში ჩნდება ცარიელი კუთხეები. შემდეგ ხდება უკანა ფონზე ცარიელი ადგილების შევსება.

    შეატრიალე შენი ფოტო და გამოჩენილი ცარიელი კუთხეები შეავსე ფონის შევსების ფუნქციის დახმარებით.

    ხდება ფოტოს რედაქტირება Gallery-ის აპლიკაციაში. ხდება რედაქტირების (Edit) ღილაკზე შეხება და ობიექტის არჩევა. ხდება ობიექტის ზომის შეცვლა და სხვა ადგილას გადატანა. შემდეგ ხდება ცარიელი ადგილების შევსება.

    აირჩიე და გადააადგილე ობიექტი შენს ფოტოზე, AI კი შეავსებს გაჩენილ სიცარიელეს ისე, თითქოს ის იქ არასოდეს ყოფილა.

    Photo Assist

    შეცვალე სურათის ზომა და დაარედაქტირე ის Photo Assist-ით.

    Galaxy S24-ის ეკრანზე ნაჩვენებია სკეიტბორდისტის ფოტო, სადაც ის აკეთებს ილეთებს სკეიტბორდის პარკში. ხდება რედაქტირების ღილაკზე, შემდეგ, Galaxy AI ვარსკვლავების ღილაკზე დაჭერა. სკეიტბორდისტის გამოსახულება მოინიშნება და გადაიტანება ზემოთ. ხდება „გენერირების" ღილაკზე დაჭერა. ფოტო მუშავდება და ივსება სკეიტბორდისტის გამოსახულების გადაადგილების შემდეგ დარჩენილი ცარიელი ადგილი. ნაჩვენებია ორიგინალი და დამუშავებული სურათი.

    Photo Assist

    წარმოაჩინე სურათები ახლებურად ადამიანების ან საგნების გადაადგილებით და ფონის შევსებით.

    ხანგრძლივად შეეხე Slow-mo-სთვის

    ხანგრძლივად შეეხე Slow-mo-სთვის

    გადაიღე მოქმედება, დაამატე ეპიკური შენელებული მოძრაობის ეფექტები მოგვიანებით. მომენტალურად Slow-mo ანელებს AI-ით გენერირებულ სურათებს შენი გალერეიდან და ამატებს ეფექტებს კადრებს შორის. საკმარისია მარტივი შეხება.

    მორბენლის ვიდეო უკრავს ნორმალური სიჩქარით Galaxy S24 plus-ის ეკრანზე. როდესაც კამერა მორბენალს უკნიდან უახლოვდება, ვიდეო გადადის ნელი მოძრაობით.

    Super HDR-ის წინასწარ ნახვა. AI კადრებს გადაღებამდე აუმჯობესებს

    კამერის აპლიკაციის წინასწარ ნახვის ეკრანზე ჩანს გადაღებული ფოტო. Gallery-ის ღილაკზე დაჭერის შემდეგ იხსნება Gallery-ის აპლიკაცია, სადაც ჩანს ბოლოს გადაღებული ფოტოები. შემდეგ ხდება გაზიარების ღილაკზე დაჭერა. ხდება გასაზიარებელი ფოტოს არჩევა. შემდეგ ხდება სოციალური მედიის აპლიკაციის არჩევა. სოციალური მედიის აპლიკაციაში ჩანს ფოტო, რომელიც აიტვირთება, როგორც ახალი პოსტი. შემდეგ აპლიკაციაში ეს ფოტო ჩანს, როგორც აპლიკაციის გვერდზე ატვირთული პოსტი.

    გადაღებულია Galaxy S24+-ით #withGalaxy

    ჩვენი Super HDR-ის უახლესი განახლების მეშვეობით, წინასწარ ნახვის ეკრანზე გამოჩნდება იმავე ხარისხის კადრები, როგორიც შენს პოსტზე. ეს ფუნქცია მუშაობს Instagram-ით გადაღების შემთხვევაშიც.

    დაათვალიერე კადრი Super HDR-ის წინასწარ ნახვის ეკრანზე მანამ, სანამ გადაღების ღილაკს დააჭერ. შეინახე ის შენს Gallery-ში ან ატვირთე შენს გვერდზე - ორივე შემთხვევაში, გამოსახულება შთამბეჭდავი HDR ხარისხის იქნება.

    Galaxy AI-ით შექმნის ახალი გზა, ახლა One UI-ზე

    Sketch to Image

    შექმენი ჩანახატი ან დაამატე ის ნებისმიერ ფოტოზე. AI-ს მეშვეობით შეძლებ გადააქციო ჩანახატი გამოსახულებად.

    Sketch to Image feature is activated on a Galaxy S24 screen. Using Galaxy AI, an object is sketched onto the photo, transforming it into a new image.

    Live Effect

    დაამატე სიღრმე და შთაბერე შენ მიერ გადაღებულ სურათებს ახალი სიცოცხლე.

    Live Effect is applied to the subject of a photo to give a 3D effect.

    საძიებლად შემოხაზეთ

    შემოხაზე და მოძებნე

    Galaxy S24-ის ეკრანზე გაშვებულია სოციალური მედიის აპლიკაციაში ატვირთული ვიდეო. ვიდეოში ჩანს ახლად გაფორმებული მისაღები ოთახის ხედს. Circle to Search ფუნქცია Google-ით მოსაძებნად. კადრი უახლოვდება კედელზე გაკრულ პლაკატს. ხანგრძლივად ხდება „მთავარ“ ღილაკზე დაჭერა. ეკრანის ქვედა ნაწილში გამოჩნდა Google Search-ის ველი. პლაკატის გარშემო შემოხაზულია წრე. ხდება პლაკატის იდენტიფიცირება და სოციალური მედიის აპლიკაციის ზემოდან ჩნდება კონტექსტური ფანჯარა, სადაც მოცემულია Google-ის მიერ მოძებნილი შედეგები. Circle to Search ფუნქცია Google-ით

    საძიებლად შემოხაზეთ

    მოძებნა რაც გინდა აპლიკაციებს შორის გადართვის გარეშე.

    Live Translate. კომუნიკაციის ყველაზე მარტივი გზა

    სწრაფად თარგმნე შენი სატელეფონო საუბარი. AI გეხმარება სატელეფონო საუბრისას კომუნიკაცია შენთვის უცნობ ენაზე აწარმოო. და წარმოიდგინე, შეტყობინებების თარგმნაც კი შეგიძლია.

    ხდება სატელეფონო საუბრის თარგმნა რეალურ დროში. დიალოგი გამოსახულია ეკრანზე, ორ ენაზე მიმდინარე ტექსტური დიალოგის სახით.

    Live Translate

    აწარმოე კომუნიკაცია უცხო ენაზე

    შეეხე დასარეკად

    Live Translate

    მგზავრობისას საფულე ტაქსიში დაგრჩა! როგორ უნდა ესაუბრო უცხოელ ტაქსის მძღოლს?

    თარჯიმანი მუდამ შენს გვერდითაა

    გჭირდება რეკომენდაცია ადგილობრივებისაგან? არ ინერვიულო! თარჯიმანი შენს გვერდითაა. მისი გამოყენება შეგიძლია თვითმფრინავის რეჟიმშიც კი, Wi-Fi-ს გარეშე.

    თარჯიმანის აპლიკაციაში, საუბარი ორ ენაზე გადაიწერება და ითარგმნება რეალურ დროში.

    ყველა აუცილებელი ფუნქცია ერთ ეკრანზე

    მოათავსე ხშირად გამოყენებული ვიჯეტები დაბლოკილ ეკრანზე და გაააქტიურე Always On Display ფუნქცია. მიიღე ყველა საჭირო ინფორმაცია, დაწყებული მნიშვნელოვანი შეხსენებებით და დამთავრებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხით.

    დაბლოკილი ეკრანი მუქდება და აქტიურდება Always On Display ფუნქცია, სადაც ჩანს ამინდის, დროის და შეტყობინებების ვიჯეტები, ასევე მუსიკის დაკვრის კონტროლის პანელი.

    პერსონალიზებული Always On Display მთვარის ფაზების, ამინდის და ჰაერის ხარისხის ვიჯეტებით.
    პერსონალიზებული Always On Display ამინდის და შემხსენებლის ვიჯეტებით.
    პერსონალიზებული Always On Display ამინდის და დაკავშირებული მოწყობილობის ელემენტის სტატუსის ვიჯეტებით.
    პერსონალიზებული Always On Display მთვარის ფაზების, ჰაერის ხარისხის და შეტყობინების ვიჯეტებით.

      შეარჩიე ტექსტის სწორი ტონი Chat Assist ფუნქციის მეშვეობით

      Chat Assist-ის საშუალებით, შენს შეტყობინებებს დაუმატე სრულიად ახალი ექსპრესია. ეს ფუნქცია მუშაობს როგორც ელ. ფოსტის, ასევე სოციალურ მედიის შეტყობინებებზე, რაც კომუნიკაციას უფრო სწრაფს და მარტივს ხდის!

      A draft text message is written into the send bar. 'How about pizza?' Chat Assist suggests alternative phrasing in different tones. Social tone says, 'How about some yummy hashtag pizza. Yum emoji. Hashtag foodie heaven.' Polite tone says, 'Would you be interested in having pizza?'

      Chat Assist

      ტექსტის თარგმნა რეალურ დროში

      Galaxy S24-ის ეკრანზე ნაჩვენებია ტექსტური დიალოგი. შეტყობინებები უცხო ენაზეა. კონტექსტური ფანჯარაში წერია: „შეეხეთ სათარგმნად“. შეხების შემდეგ ფანჯარა გადაიქცევა ზოლად, სადაც მოცემულია ორიგინალი და გადასათარგმნი ენის ასარჩევი ჩამოსაშლელი მენიუ. ყოველი შეტყობინების ფანჯარა ახლა აჩვენებს როგორც ორიგინალ შეტყობინებას, ასევე მის თარგმანს.

      Chat Assist

      გააუმჯობესე შენი კომუნიკაცია ჩატებისა და ტექსტური შეტყობინებების თარგმნით.

      უფრო ძლიერი Vapor Chamber. თამაში გრძელდება

      Galaxy S24 plus-ის ეკრანზე ნაჩვენებია Gameloft-ის თამაშის სცენა. დეტალები მკაფიოა, კონტენტი კი დინამიური.

      ეს ახალი და გაუმჯობესებული გაგრილების სისტემა გეხმარება თამაშის პროცესის ოპტიმიზაციაში. ჩვენი უახლესი Vapor Chamber კიდევ უფრო დიდია და შეიცავს ინტეგრირებულ სითხის ტიპის თერმული ინტერფეისის მასალას.

      Vapor Chamber

      - 1,5-ჯერ დიდი

      ჩვენი ყველაზე კაშკაშა, მზის სხივების სინათლესთან ადაპტირებადი მობილურის ეკრანი

      გაიუმჯობესე თამაშის უნარები ამ ორი მასიური ეკრანის მეშვეობით. უფრო დიდი ზომის ეკრანის და ულტრა თხელი ჩარჩოს წყალობით, Galaxy S24-ის 6.2" FHD+ ეკრანი და Galaxy S24+-ის 6.7" QHD+ ეკრანი გთავაზობს ყურების უფრო დიდ ზონას და უფრო იმერსიულ გამოცდილებას., გარდა ამისა, Vision Booster აუმჯობესებს ორივე ეკრანის ფერების და კონტრასტის ოპტიმიზაციას.

      პირს უჭირავს Galaxy S24 plus ღია ცის ქვეშ, მზის სინათლეზე. ეკრანზე ჩანს მდიდარი ფერების და მაღალი კონტრასტის ვიდეო.

      ელემენტი მუშაობს უფრო ხანგრძლივად, მთელი დღე,

      ელემენტი მუშაობს. და მუშაობს. და მუშაობს. Galaxy S24 და S24+ სმარტფონებს აქვს ინტელექტუალური ელემენტი, რომელიც ზრდის თამაშის, ყურების და შენი დროის ხანგრძლივობას.,,,

      • უყურე ვიდეოებს

        29 საათის განმავლობაში Galaxy S24

        31 საათის განმავლობაში Galaxy S24+

      • მოუსმინე მუსიკას დაახლოებით

        78 საათის განმავლობაში Galaxy S24

        92 საათის განმავლობაში Galaxy S24+

      რატომ უნდა გადახვიდე iOS-იდან Galaxy-ზე?

      მარტივად გადმოდი iOS-იდან

      შეინახე შენი ვიდეოები, ფოტოები, კონტაქტები, კალენდარი და აპლიკაციები Smart Switch-ის მეშვეობით - იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქამდე iOS მოწყობილობას იყენებდი.,,

      გაიკვალე AI გზა

      გადმოდი Galaxy-ზე და დაივიწყე პრობლემები მობილური ტელეფონების ახალ, AI ეპოქაში.

      დაივიწყე მოწყობილობებს შორის არსებული ბარიერები

      გადმოდი Galaxy-ზე და იმუშავე, ითამაშე და იზრუნე შენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მარტივად, შენი მოწყობილობების მეშვეობით.

      უსწრაფესად გააგზავნე ფაილები

      უმარტივესად გაუგზავნე ვიდეოები, ფოტოები და სხვა ტიპის ფაილები Galaxy ეკოსისტემის გარეთ მყოფ მომხმარებლებს Quick Share-ის მეშვეობით. ფუნქცია, რომელიც აქამდე მხოლოდ Galaxy მოწყობილობებზე იყო ხელმისაწვდომი, ახლა ახლოს მდებარე Android მოწყობილობებზეც მუშაობს.

      გამოცადე Galaxy შენს სმატფონზე

      ჯერ არ გამოგიცდია Galaxy-ის უახლესი მოწყობილობა? გსურს გამოსცადო ის ახლა? შენს ტელეფონზე! დაიწყე გამოცდილება ამ ჩამოტვირთვით.

      ჯერ არ გამოგიცდია Galaxy-ის უახლესი მოწყობილობა? გსურს გამოსცადო ის ახლა? შენს ტელეფონზე! უბრალოდ დაასკანირე QR კოდი გადმოწერის დასაწყებად.

      QR კოდი Try Galaxy-ზე წვდომისთვის

      Quick Share შენი ეკოსისტემის გარეთ

      არ არსებობს არავითარი შეზღუდვა მხოლოდ Galaxy-ს სმარტფონების გამოყენებასთან დაკავშირებით. გამოიყენე QR კოდები და შენახული კონტაქტები და გაუზიარე ფაილები iOS-ის მომხმარებლებს და დიდი მანძილით დაშორებულ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.,

      შენი კონფიდენციალურობა დაცულია

      მომხმარებლის კონფიდენციალურობა კვლავ რჩება ჩვენი პრიორიტეტი AI ეპოქაში. Galaxy S24 სერიებზე Galaxy AI-ის გამოშვებით, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ არ ვინახავთ და არ გამოვიყენებთ შენს პერსონალურ მონაცემებს რაიმე მიზნით შენი თანხმობის გარეშე.

      Samsung Knox

      ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება

      ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ უკეთესი მომავლისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ მცირე ცვლილებებს დიდი გარდაქმნების მოხდენა შეუძლიათ. შესანიშნავი გრძნობაა, როცა კარგ საქმეს აკეთებ.

      512GB-მდე მეხსიერება

      გააკეთე არჩევანი 256GB და 512GB მეხსიერების ვარიანტებიდან. ან აირჩიე Galaxy S24 128GB მეხსიერებით.

      აქსესუარები მომავალი ეპოქისთვის

      ერთმანეთის გვერდიგვერდ, ჰორიზონტალურად დალაგებულია ქეისებში მოთავსებული ოთხი Galaxy S24 plus მოწყობილობა: ყვითელი Silicone ქეისი, Clear Gadget ქეისი, ცისფერი Standing Grip ქეისი და ყვითელი Flipsuit ქეისი.

      ხშირად დასმული კითხვები

      გაიგე, თუ როგორ შეგიძლია მარტივად მიიღო შენი Galaxy S24| S24+

      ცხოვრება ბევრად მარტივი ხდება Galaxy-სთან ერთად

      1. თანმიმდევრობები შემოკლებული და სიმულირებულია. შედეგები წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს ვიზუალური შედეგების მიხედვით. საჭიროა ინტერნეტ-კავშირი. მომხმარებლებს შესაძლოა დასჭირდეთ Android-ის უახლეს ვერსიაზე განახლება. პროდუქტის ფუნქციონირება დამოკიდებულია შენი აპლიკაციის და მოწყობილობის პარამეტრებზე. ზოგიერთი ფუნქცია შესაძლოა არ იყოს თავსებადი კონკრეტულ აპლიკაციებთან. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და ენის მიხედვით. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
      2. Live Translate ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაციის გავლა. Live Translate ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Samsung Phone აპლიკაციაზე. კონკრეტული ენების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ენის შესაბამისად. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
      3. Transcript Assist ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაციის გავლა. Transcript Assist ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაინსტალებულ Samsung Voice Recorder აპლიკაციაში ან ფაილებისთვის, რომლებიც ჩაწერილია წინასწარ დაინსტალებულ Samsung Phone აპლიკაციის მეშვეობით. წინასწარ დაინსტალებული Samsung Phone აპლიკაციის ხმის ჩაწერის ფუნქცია შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ ქვეყანაში. შესაძლებელია მხოლოდ იმ აუდიო ფაილების დამუშავება, რომელთა ხანგრძლივობა არ აღემატება 3 საათს. Transcript Assist-ის მოკლე შინაარსის გენერირების ფუნქციის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სიმბოლოების გამოყენებისას. სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ენის შესაბამისად. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
      4. Generative Edit ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაციის გავლა. Generative Edit ფუნქციის მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 12MP-მდე. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ის მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია მკვეთრი წყლის ნიშანი. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული.
      5. Chat Assist-ის გადათარგმნის ფუნქციის ს გამოყენებისთვის საჭიროა ქსელთან კავშირი, Samsung Account-ზე ავტორიზაცია და Galaxy store-იდან ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. ფუნქციის გააქტიურებისთვის საჭიროა ტექსტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვა. სერვისის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის და ენის მიხედვით. ზოგიერთ აპლიკაციაში შეიძლება არ ქონეს ამ ფუნქციის მხარდაჭერა. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
      6. Galaxy S24+-ის და Galaxy S24-ის შედარება.
      7. Galaxy S23-თან და S23+-თან შედარება.
      8. Galaxy S24-ის ეკრანის მართკუთხედის დიაგონალის ზომაა 6.2 ინჩი მომრგვალებული კუთხეების გათვალისწინებით - 6 ინჩი, Galaxy S24+-ის ეკრანის ზომაა 6.7 ინჩი სრული მართკუთხედის შემთხვევაში, მომრგვალებული კუთხეების გათვალისწინების შემთხვევაში - 6.5 ინჩი; ხედვის რეალური არეალი შესაძლოა შედარებით მცირე იყოს მომრგვალებული კუთხეებისა და კამერის ჭრილის გამო.
      9. სტანდარტული მაჩვენებლები მიღებულია მესამე მხარის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე. სტანდარტული მაჩვენებელი არის მიახლოებითი საშუალო მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია ელემენტების ნიმუშების ტევადობის მაჩვენებლის გადახრის გათვალისწინებით, რომელთა ტესტირება განხორციელდა IEC 61960 სტანდარტით. ნომინალური ტევადობაა 3800mAh Galaxy S24-ის შემთხვევაში, 4755mAh Galaxy S24+-ის შემთხვევაში და 4855mAh Galaxy S24 Ultra-ს შემთხვევაში. ელემენტის რეალური სიმძლავრე შესაძლოა განსხვავდებოდეს ქსელის პირობების, გამოყენების პირობების და სხვა ფაქტორების მიხედვით.
      10. ფერების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის და ოპერატორის მიხედვით.
      11. ჩარჩო არ მოიცავს ხმის კონტროლის ღილაკებსა და გვერდითა ღილაკებს ან SIM ბარათის ბუდეს.
      12. Galaxy S24-ს, S24+-ს და S24 Ultra-ს გააჩნია IP68 რეიტინგი. შედეგები დაფუძნებულია ლაბორატორიულ ტესტებზე, რომლის დროსაც მოხდა მოწყობილობის 1 მეტრი სიღრმის მტკნარ წყალში ჩაძირვა 30 წუთის განმავლობაში. არ არის რეკომენდებული სანაპიროზე ან აუზზე გამოყენება. მოწყობილობის მტვრისა და წყლის მიმართ გამძლეობა არ არის მუდმივი და შესაძლოა შეიცვალოს დროთა განმავლობაში სტანდარტული ცვეთის გამო.
      13. ოპტიკური ხარისხის ზუმისთვის გამოიყენება Adaptive Pixel სენსორი.
      14. 2x მასშტაბირება ჩართული უნდა იყოს Camera Assistant აპის პარამეტრებში. კამერის ასისტენტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Galaxy Store-დან.
      15. შედეგები შესაძლოა განსხვავდებოდეს განათების და/ან გადაღების პირობების მიხედვით, რაც მოიცავს ფოკუსს გარეთ მყოფ რამდენიმე ან მოძრავ სუბიექტებს.
      16. 30X Space Zoom მოიცავს 3x ოპტიკურ ზუმს და 30x ციფრულ ზუმს Super Resolution ტექნოლოგიით. კადრის 3x ზუმზე მეტად მიახლოების შემთხვევაში შესაძლოა დაფიქსირდეს გარკვეული ხარვეზები.
      17. AI Zoom ვრცელდება ციფრული ზუმის სიგრძეს შორის მანძილზე. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
      18. Instant Slow-mo-ს ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარ დაყენებულ Samsung Video Player-ზე და Samsung Gallery აპზე. სერვისის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ვიდეოს სპეციფიკაციის მიხედვით.
      19. ზოგიერთ სოციალური მედიის აპლიკაციას შესაძლოა არ ქონდეს Super HDR-ის მხარდაჭერა. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
      20. HDR ხარისხი მხარდაჭერილია ფოტოებისთვის, რომლებიც ატვირთულია Instagram-ის პოსტების სახით და ვიდეოებისთვის, რომლებიც ატვირთულია reel-ების სახით.
      21. Sketch to Image ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაცია. Sketch to Image ფუნქციის მეშვეობით სურათის რედაქტირებისას ხდება სურათის ზომის შემცირება 12MP-მდე. იმის აღსანიშნად, რომ სურათის გენერირება ხდება AI-ს მეშვეობით, საბოლოო გამოსახულებაზე დატანილია წყლის ნიშანი. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული.
      22. Photo Assist-ის Live Effect ფუნქციას აქვს JPG, HEIC (HEIF), BMP, PNG და WebP ფორმატის ფაილების მხარდაჭერა. შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი კონკრეტული ფოტოებისთვის. გენერირებული შედეგების სიზუსტე და სანდოობა არ არის გარანტირებული.
      23. Chat Assist-ის თარგმნის ფუნქციის გამოყენებისთვის შესაძლოა საჭირო იყოს Samsung Account-ზე ავტორიზაცია. ზოგიერთი ჩატის აპლიკაციას შეიძლება არ გააჩნდეს ამ ფუნქციის მხარდაჭერა. კონკრეტული ენების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ენის შესაბამისად. ეს ფუნქცია აქტიურდება მაშინ, როდესაც ხდება თარგმნის მხარდაჭერის მქონე ენის ამოცნობა. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
      24. ზოგიერთი ფუნქციური ვიჯეტის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და/ან Samsung Account-ზე ავტორიზაციის გავლა. აპლიკაციებში ამ ფუნქციების მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის მიხედვით.
      25. Chat Assist-ის ტონის რეკომენდაციის ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ინტერნეტ-კავშირი და Samsung Account-ზე ავტორიზაციის გავლა. ფუნქციის გასააქტიურებლად საჭიროა მანძილთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება. სერვისის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ენის შესაბამისად. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული.
      26. ©2024 Gameloft. ყველა უფლება დაცულია. Gameloft, Gameloft-ის ლოგო და Asphalt წარმოადგენს აშშ-ში და/ან სხვა ქვეყნებში რეგისტრირებულ Gameloft-ის სავაჭრო ნიშნებს. ყველა მწარმოებლის სახელი, ავტომობილი, სახელწოდება, ბრენდი და მათთან ასოცირებული გამოსახულებები წარმოადგენს შესაბამისი მფლობელის საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ნიშნებს და/ან საავტორო უფლებით დაცულ მასალებს.
      27. ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშეა 2600 nits, რითაც ხდება ციფრული კონტენტის მუქ და ღია ასპექტებს შორის კონტრასტის გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ მაქსიმალურად აუმჯობესებს სურათის ხარისხსაც. კონტრასტის თანაფარდობაა 5,000,000:1, რაც ქმნის მობილურის გამოყენების უფრო იმერსიულ გამოცდილებას.
      28. ელემენტის რეალური სიმძლავრე განსხვავდება ქსელის პირობების, ფუნქციების და გამოყენებული აპლიკაციების, ზარების და შეტყობინებების სიხშირის, დამუხტვის სიხშირის და სხვა მრავალი ფაქტორის მიხედვით. განსაზღვრულია საშუალო გამოყენების პროფილთან შედარებით, რომელიც შედგენილია UX Connect Research-ის მიერ. შეფასებულია დამოუკიდებლად, UX Connect Research-ის მიერ 2023.11.25-2023.12.15 პერიოდში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, SM-S921-ის, SM-S926-ის და SM-S928-ის გამოშვებამდე არსებული ვერსიით, ნაგულისხმევი პარამეტრებით, LTE და 5G Sub6 ქსელების გამოყენებით. ტესტირება არ ჩატარებულა 5G mmWave ქსელის პირობებში.
      29. დაფუძნებულია Samsung-ის შიდა ლაბორატორიული ტესტირების შედეგებზე, მოცემული მოდელის გამოშვებამდე არსებული ვერსიით, რომელიც ყურსასმენებთან დაკავშირებულია Bluetooth-ით და ნაგულისხმევი პარამეტრებით გააქტიურებულია LTE. განსაზღვრულია ელემენტის სიმძლავრესთან და ვიდეოს დაკვრისას ელემენტის ენერგიის მოხმარების მაჩვენებელთან მიმართებაში (ვიდეოს ფაილის რეზოლუცია 720p, შენახულია მოწყობილობაში) და აუდიო ფაილის დაკვრის დროს (mp3 ფაილი, 192kpbs, შენახულია მოწყობილობაში, დაკვრისას გამორთულია LCD ეკრანი), შესაბამისი თანმიმდევრობით. ვიდეო და აუდიო ფაილების დაკვრის რეალური ხანგრძლივობა განსხვავდება ქსელთან კავშირის, პარამეტრების, ფაილის ფორმატის, ეკრანის სიკაშკაშის, ელემენტის მდგომარეობის და სხვა ფაქტორების შესაბამისად.
      30. Android™ მოწყობილობებზე ფაილების კაბელით გადატანისას, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე. ფაილების გადატანა შესაძლებელია კაბელის გარეშეც, უსადენო კავშირით. Android™ მოწყობილობებზე ფაილების უსადენო კავშირით გადატანისას, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე. გახსენი Smart Switch Mobile მიმღები Galaxy მოწყობილობის პარამეტრებში ან ჩამოტვირთე Smart Switch Mobile აპლიკაცია Galaxy Store-იდან. მონაცემები და კონტენტი, რომლის გადატანაც შესაძლებელია შესაძლოა განსხვავდებოდეს გადატანის მეთოდის მიხედვით.
      31. iOS მოწყობილობებიდან ფაილების კაბელით გადმოტანისას, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.3 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა iOS 5 ან უფრო ახალ ვერსიაზე. ფაილების გადატანა შესაძლებელია კაბელის გარეშეც, უსადენო კავშირით ან iCloud-ით. უსადენო კავშირის გამოყენების შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა - iOS 12 ან უფრო ახალ ვერსიაზე. iCloud-ით გადატანის შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობა უნდა მუშაობდეს Android™ 4.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო გამგზავნი მოწყობილობა - iOS 5 ან უფრო ახალ ვერსიაზე. გახსენი Smart Switch Mobile მიმღები Galaxy მოწყობილობის პარამეტრებში ან ჩამოტვირთე Smart Switch Mobile აპლიკაცია Galaxy Store-იდან. უსადენო კავშირით გადატანის შემთხვევაში, ჩამოტვირთე Smart Switch iOS მოწყობილობებისთვის შენი iPhone-ის ან iPad-ის App Store-იდან. მონაცემები და კონტენტი, რომლის გადატანაც შესაძლებელია შესაძლოა განსხვავდებოდეს გადატანის მეთოდის მიხედვით.
      32. მონაცემთა ნაკრებების დიდი რაოდენობის ერთიანად გადატანისას რეკომენდებულია კაბელის გამოყენება.
      33. Galaxy Buds2 Pro, Galaxy Watch6 და Galaxy Tab S9 იყიდება ცალკე.
      34. ხელმისაწვდომია მოწყობილობებზე, რომელიც მუშაობს Android OS 10 (Q OS) ან უფრო ახალ ვერსიაზე და One UI 2.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე. მხარდაჭერილი PC-ები მოიცავს Samsung Notebook-ს და Galaxy Books-ს, მათ შორის Qualcomm-ზე დაფუძნებულ PC-ებს, რომელიც გამოშვებულია 2020 წელს ან უფრო გვიან და სხვა მწარმოებლების Windows PC-ებს, რომლებიც მუშაობს Windows 10 2004 წლის ვერსიაზე და რომლებშიც ინტეგრირებულია Intel 22.50.02 ვერსიის ან უფრო ახალი Bluetooth დრაივერები და Intel 22.50.07 ვერსიის ან უფრო ახალი Wi-Fi დრაივერები.
      35. Galaxy Tab S9 იყიდება ცალკე.
      36. ფაილების QR კოდის ან კონტაქტების მეშვეობით გაზიარებისას, ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 1000 ფაილის გაგზავნა. ერთი ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 3GB-ს, დღეში შესაძლებელია ჯამში 5GB მოცულობის ფაილების გაგზავნა. ბმულები უქმდება ორი დღის შემდეგ. გამგზავნის მოწყობილობაზე დაინსტალებული უნდა იყოს Samsung Account და როგორც მიმღებ, ისე გამგზავნ მოწყობილობაზე ჩართული უნდა იყოს ინტერნეტ-კავშირი.
      37. Knox Matrix მხარდაჭერილია Galaxy სმარტფონებსა და პლანშეტებზე, რომელიც მუშაობს One UI 6.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე. ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოდელის და რეგიონის მიხედვით.
      38. მეხსიერების ვარიანტები შესაძლოა განსხვავდებოდეს ოპერატორის, ქვეყნის და რეგიონის მიხედვით. მეხსიერების რეალური ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარ დაინსტალებული პროგრამის მიხედვით.
      39. ყველა აქსესუარი იყიდება ცალკე.