რა არის ახალი One UI 5-ში

One UI 5 და მისი ძლიერი ახალი ფუნქციები გაამარტივებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და საშუალებას მოგცემთ მარტივად დაასრულოთ ამოცანები ყველა Galaxy მოწყობილობაზე. ისიამოვნეთ გამოხატვის თავისუფლებით პერსონალიზაციის მოწინავე ვარიანტებით.

Flex რეჟიმი

მეტი აპლიკაცია Flex რეჟიმში

 

მეტი აპლიკაციის გამოყენება ახლა შესაძლებელია Flex რეჟიმის პანელთან ერთად. როდესაც Flex რეჟიმის პანელი ჩართულია, უბრალოდ დაკეცე ტელეფონი და დააჭირე ღილაკს, რომელიც გამოჩნდება ნავიგაციის ხაზში.1

გაუმჯობესებული მედია კონტროლი

 

10 წამით წინ და უკან გადასვლის ღილაკები ახლა უკვე ხელმისაწვდომია Flex რეჟიმის პანელზე. როდესაც შეეხები დროის ფუნქციას, გამოჩნდება დრო, რომელიც  დაგეხმარება უკეთესი მომენტის პოვნაში.1

 

ხელსაწყოთა პანელის პერსონალიზაცია

 

შექმენი შენი საკუთარი მაკეტი რათა მიიღო სცრაფი წვდომა ფუნქციებზე, როგორიცაა ეკრანის გაყოფილი ხედი, ეკრანის გადაღება და სხვა. ხანგრძლივად შეეხეთ Flex რეჟიმის პანელის ხელსაწყოთა პანელზე არსებულ აიონებს, რათა ხელახლა დაალაგო აიქონები ან გადაიტანო ხელსაწყოთა პანელში ან მის გარეთ.1

რამდენიმე დავალების განსაზღვრა

გაუმჯობესებული აპლიკაციების წინასწარი გადახედვა ეკრანზე «უახლესი»

 

ეკრანზე «უახლესი» ახლა ნაჩვენებია აპლიკაციები გახსნილ მდგომარეობაში. შენ შეგიძლია მარტივად ნახო, არის თუ არა აპლიკაცია გახსნილი გაყოფილი ეკრანით, სრულ ეკრანზე თუ ამომხტარი ფანჯრის სახით.

შეამოწმე დაკეცილი აპლიკაციები S Pen-ით 

 

მიიტანე S Pen-ი დაკეცილი აპლიკაციის აიქონზე და წინასწარი დათვალიერების რეჯიმში ნახე თუ როგორ გამოიყურება აპლიკაცია გახსნილ მდგომარეობაში 2

მარტივად გადართე ამომხტარი ფანჯარა გაყოფილ ეკრანზე

 

დააჭირე და არ აუშვა სახელური ამომხტარი ფანჯრის ზედა მხარეზე, შემდეგ გადაიტენე აპლიკაცია ეკრანის ნების მიერ მხარეს.

დააბრუნე ამომხტარი ფანჯრები მიმაგრებულები ეკრანის კიდეზე

 

გადაიტანე აპლიკაცია ამომხტარ ფანჯარაში და მიამაგრე იგი ეკრანის კიდეზე. როდესაც ისევ დაგჭირდება, შეეხე ამომხტარ ფანჯარას ნებისმიერ ადგილას, რომ დააბრუნო იგი წინა მდებარეობაში.

მარტივი ჩაკეცვა ან სრული ეკრანის რეჟიმზე გადართვა 

 

ახლა შეგიძლია ჩაკეცო ან სრულ ეკრანზე გახსნა აპლიკაციის ფანჯარა ოფციების მენიუში შესვლის გარეშე. უბრალოდ გადაიტანე კონტექსტური ფანჯრის ერთ-ერთი კუთხე.

შეცვალე ეკრანის ხედვა ჟესტებით

 

გადართე სრული ეკრანიდან, რამდენიმე ნაწილად გაყოფილ ეკრანზე. მარტივად, ორი თითით გადაიტანე ეკრანი მარცხნიდან მარჯვნივ, ან ქვემოდან ცენტრში. ეკრანის ნებისმიერი ზედა კუთხიდან ერთი თითით ცენტრისკენ მოძრაობით, სრული ეკრანის რეჟიმიდან გადახვალ რამდენიმე ნაწილად გაყოფილი ეკრანის რეჟიმზე. 

გამარტივებული წვდომა ყველაზე ხშირად გამოყენებულ აპლიკაციებზე, გაყოფილი ეკრანის რეჟიმში 

 

გაყოფილი ეკრანის რეჟიმის გამოყენებისას, აპლიკაციები, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ, ნაჩვენები იქნება ბოლოს გამოყენებული აპლიკაციების ჩამონათვალში, რაც დაგეხმარება სწრაფად მოძებნო საჭირო აპლიკაცია.

გაყოფილი ეკრანის რეჟიმში აპლიკაციების სწრაფად გახსნა

 

გადაიტანე აპლიკაციები პანელიდან ან ბოლოს გამოყენებული აპლიკაციების ეკრანიდან და გახსენი შენთვის მოსახერხებელი ფორმით. მაგალითად, გადაიტანე ეკრანის ზედა, ქვედა, მარცხენა ან მარჯვენა კიდისკენ და გახსენი გაყოფილი ეკრანის რეჟიმში. ხოლო, თუ ცენტრში გადაიტან, ის სარკმლის (Pop up) რეჟიმში გაიხსნება.

პანელი

მეტი უახლესი აპლიკაცია

 

ახლა შეგიძლია აირჩიო, რა რაოდენობა ბოლოს გამოყენებული აპლიკაციების იქნება ნაჩვენები(შესაძლებელია იყოს ნაჩვენები ოთხამდე აპლიკაცია).3

 

გამარტივებული ნავიგაცია

 

თუ დავალების პანელზე რვაზე ნაკლები აიქონია ნაჩვენები, ნავიგაციის არე ავტომატურად იცვლება ზომაში და ანთავისუფლებს ადგილს ნავიგაციის ღილაკებისთვის.3

კამერა

რამოდენიმე სურათის ამორჩევა გადაღების რეჟიმში

 

შენი Galaxy Z Fold-ის მთავარ ეკრანზე Capture view-ის გამოყენებისას, ახლა შეგიძლია დააჭირო და აირჩიო რამდენიმე სურათი. არჩევის შემდეგ, შეგიძლია გააზიარო ან წაშალო ისინი ერთდროულად.3

 

სელფის ფერის ტონის უფრო მარტივი შეცვლა 

 

შენი სელფის ფერის ტონის შეცვლა უფრო მარტივია ეკრანის გვერდით არსებული ეფექტების ღილაკის მეშვეობით. 

ფილტრის მარტივად არჩევა

 

გამარტივდა ფილტრების არჩევა კამერის, ფოტო რედაქტორისა და ვიდეო რედაქტორის რეჟიმებში. ყველა ფილტრი მოცემულია ერთ ჩამონათვალში. შეგიძლია, სწრაფად იპოვო სასურველი ფილტრი ფოტოსთვის ან ვიდეოსთვის.

სწრაფი წვდომა Expert RAW-ზე 

 

Expert RAW საშუალებას გაძლევს გადაიღო მაღალი ხარისხის კადრები, იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ფოტოების სრული კონტროლი და მოგვიანებით რედაქტირება.Expert RAW-ზე წვდომა ახლა უფრო ადვილია კამერის მენიუდან „მეტი“ (More). 4

გაუმჯობესებული Flex რეჟიმის განლაგება Pro რეჟიმებისთვის

 

თუ შენი Galaxy Z Fold-ი დაკეცილია ვერტიკალურად, რეჟიმების Pro და Pro ვიდეოს პარამეტრები აღმოჩნდება ეკრანის ქვედა მხარეს , ასე რომ შენ შეგიძლია მარტივად მართო ISO, ჩამკეტის სიჩქარე და სხვა პარამეტრები.3

Pro რეჟიმში მუშაობის ინსტრუქცია

 

Pro რეჟიმებს დაემატა დახმარების აიქონი, რომლის საშუალებითაც, მიიღებ სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ გამოიყენო კამერის სხვადასხვა ლინზები, პარამეტრები და მართვის სხვა ელემენტები.

ჰისტოგრამა Pro რეჟიმში

 

ისარგებლე ჰისტოგრამით სიმკვეთრის პარამეტრების დასაყენებლად, იდეალური ექსპოზიციის მისაღებად.

ერთი ხელით მარტივად დაზუმება

 

დაზუმების პანელით, შეგიძლია ხელის ერთი მოძრაობით გაზარდო და შეამცირო გამოსახულების მასშტაბი.

დაამატე ჭვირნიშანი ფოტოებზე სხვადასხვა სტილის ვარიანტებით

 

ავტომატურად დაამატე ჭვირნიშანი თითოეული ფოტოს კუთხეში, რომელიც შეიცავს ინფორმაციას გადაღების თარიღსა და დროს შესახებ. დააკონფიგურირე სხვადასხვა სტილის ვარიანტები, რათა მიიღო შენი ჭვირნიშნის სრულყოფილი სახე.

 

ტელეფოტო "კერძების" რეჟიმში

 

ახლო ხედიდან გადაიღე კერძების უკეთესი კადრები ტელეფოტო რეჟიმით. *ხელმისაწვდომია ტელეფოტო რეჟიმის მქონე მოწყობილობებზე. 5

გალერეა

გაზიარებული საოჯახო ალბომი 

 

ოჯახის წევრებისთვის სურათების გაზიარება უფრო ადვილია, ვიდრე ოდესმე. გალერეა ამოიცნობს შენი ოჯახის წევრების სახეებს და შემოგთავაზებს დაამატო სურათები გაზიარებულ საოჯახო ალბომში. შენ მიიღებ 5 GB მეხსიერებას ოჯახის თითოეული წევრისთვის (6 ადამიანამდე).

გალერეაში ალბომების პარამეტრების დაყენება

 

აირჩიე ავტომატურად საჩვენებელი ალბომები და დამალე იშვიათად გამოყენებული ალბომები. ასევე, შეგიძლია, გააერთიანო ერთი და იმავე დასახელების ალბომები და შექმნა ისეთებიც, რომლებიც ავტომატურად განახლდება შენ მიერ არჩეული ადამიანების ფოტოებით.

 

გაუმჯობესებული რემასტერინგის წინასწარი დათვალიერება

 

სურათების ესკიზები ახლა ნაჩვენებია რემასტერირებული სურათის ქვემოთ. შეეხეთ ესკიზს, რომ შეადაროთ რემასტერირებული სურათი ორიგინალს უფრო გადიდებული ხედით.

გაუმჯობესებული რემასტერინგი

 

რემასტერინგი ავტომატურად აშორებს ჩრდილებს და ანარეკლებს, რათა შენი სურათები შესანიშნავად გამოიყურებოდეს. ასევე შეგიძლია GIF-ების რემასტერინგი უკეთესი გარჩევადობისა და სიმკვეთრისთვის.

 

გამარტივებული საინფორმაციო ეკრანი

 

როდესაც გალერეაში სურათის ან ვიდეოს თვალიერებისას ეკრანს ხელს ზემოთ აუსვამ, გამოჩნდება ინფორმაცია სურათის გადაღების ადგილის და დროის შესახებ, როდის არის სურათი გადაღებული, სად არის ის შენახული და მრავალი სხვა.

უფრო ეფექტური ძიება

 

ახლა შეგიძლია ერთდროულად მოძებნო ერთზე მეტი ადამიანი ან თემა. შეგიძლია მოძებნო ადამიანები მათი სახელების მონიშვნის გარეშე, მხოლოდ მათ სახეებზე შეხებით.

Stories სრულიად ახალი ვიზუალი

 

გალერეაში ავტომატურად გენერირებული Stories განახლდა ინტერაქციული სლაიდშოუს რეჟიმში. უბრალოდ, შეეხე ეკრანს ან გაუსვი თითი, Stories-ში ფოტოების და ვიდეოების ასარჩევად.

ფოტო და ვიდეო რედაქტორი

მარტივი ეფექტების კონტროლი

 

გალერეაში ფილტრისა და ტონის ეფექტები ახლა იყენებს ციფერბლატს სლაიდერის ნაცვლად, რაც გაადვილებს ზუსტი კორექტირების გაკეთებას მხოლოდ ერთი ხელით.

დაკოპირება, ჩასმის ეფექტები

 

ახლა შენ შეგიძლია დააკოპირო ფილტრები და ტონები ერთი სურათიდან და ჩასვა მეორე სურათში.

შეინარჩუნე პორტრეტის რეჟიმის ეფექტები რედაქტირების შემდეგაც კი

 

პორტრეტის რეჟიმის ეფექტები, როგორიცაა ბლარის ფუნქცია, სტუდია და მონოქრომი ნათელ ტონებში, შეიძლება შენარჩუნდეს ამოჭრის შემდეგაც. ასე რომ, შეგიძლია ნებისმიერ დროს დაარეგულირო ფონის ეფექტები.

ფოტოსა და ვიდეოზე იდეალური ფიგურების დახატვა

 

ფოტო და ვიდეო რედაქტორში, კალმით შეგიძლია მარტივად დახატო სხვადასხვა ფორმები: წრე, სამკუთხედი, მართკუთხედი, ან გული. ხატვის დასრულების შემდეგ, დააჭირე ეკრანს, რათა ხარვეზები მომენტალურად გადაიქცეს სწორ ხაზებად და იდეალურ კუთხეებად.

 

სტიკერების მეტი არჩევანი

 

გახადე შენი ფოტოები უფრო მიმზიდველი ემოჯის 60 ახალი სტიკერით.

GIF-ის გაუმჯობესებული რედაქტირება

 

ამოჭერი და შეცვალე ანიმაციური GIF-ები შენთვის სასურველ ზომასა და ფორმაში. *ხელმისაწვდომია არაუმეტეს 230 კადრიანი GIF-ებისთვის. 6

 

შექმენი სტიკერი ნებისმიერი ფოტოდან

 

გალერეაში, ფოტოებიდან შეგიძლია შექმნა ახალი სტიკერები. გამოიყენე Lasso ინსტრუმენტი: აირჩიე ნაწილი, რომელიც გსურს, გადააქციო სტიკერად და დაამატე ელემენტები და კონტურები. სტიკერი შეგიძლია გამოიყენო ფოტოებსა და ვიდეოებზე. 7

ინტერფეისი და დიზაინი

უფრო გლუვი ანიმაცია

 

ახალი ანიმაციებითა და გარდამავალი ეფექტებით უფრო ბუნებრივად შეცვლი ეკრანებს. ანიმაციები და სხვა ვიზუალური ეფექტი მყისიერად ჩნდება ეკრანზე შეხებისას, რაც მოწყობილობასთან ურთიერთიერთობას უფრო ამარტივებს.

ბლარის ფუნქციის გაუმჯობესებული ეფექტები და ფერების გამარტივებული სქემები

 

ბექგრაუნდის ბლარის ეფექტები, რომლებიც შეგხვდება სწრაფი წვდომის პანელზე, მთავარ ეკრანსა და ასევე, One UI-ში, გაუმჯობესდა უფრო ნათელი ფერებით, უფრო მკაფიო და თანმიმდევრული აღქმისთვის. ფერების გამარტივებული სქემებით, თავიდან აიცილებ ყურადღების გაფანტვას და შეძლებ კონცენტრირებას მიმდინარე დავალებაზე.

 

აპლიკაციების განახლებული აიქონები და ილუსტრაციები

 

სიმბოლოები აპლიკაციის აიქონებზე უფრო მკაფიო და დიდი ზომისაა და მათი ამოცნობა უფრო ადვილია. იმისთვის, რომ ერთნაირი აპლიკაციები მარტივად ამოიცნო, ზოგიერთი მათგანი ახლებურადაა წარმოდგენილი.

გადატანა და ჩასმა ორი ხელით 

 

დაიწყე ფაილების, აპლიკაციების აიქონების ან სხვა ელემენტების ერთი ხელით გადატანა, შემდეგ გამოიყენე მეორე ხელი საქაღალდეში ან იმ ადგილას, სადაც გსურთ მათი ჩასმისთვის. მხარდაჭერილია My Files-სა და მთავარ ეკრანზე.

პარამეტრების დაყენება

დაბლოკილი ეკრანის პარამეტრების დაყენება

 

ხანგრძლივად დააჭირე ეკრანს და დააყენე ფონის, საათის, შეტყობინებების პარამეტრები და ბევრი სხვა ფუნქცია, ერთ წერტილში, წინასწარ გადახედვის რეჟიმში. ამასთან, შეგიძლია, მარტივად ამოჭრა ვიდეო ლაივ ფონის შესაქმნელად. რამდენიმე შეხებით, ეკრანზე გამოიტანე შენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტი.

ფონების მეტი არჩევანი

 

განახლებული ფონის პარამეტრები გაგიადვილებს მთავარი და დაბლოკილი ეკრანებისთვის ფონების შერჩევას. იხილე ბოლოს დამატებული ფერები, გრაფიკული ფონები და დინამიური ეკრანები ერთ წერტილში.

 

ზარის მეშვეობით კონტაქტის ამოცნობა

 

დააყენე სხვადასხვა ზარი ყოველ კონტაქტზე, რათა მომენტალურად გაიგო, თუ ვინ გირეკავს. 

ფერების პალიტრის მეტი არჩევანი

 

შენი ინდივიდუალიზმის გამომხატველი ფერების პოვნა ახლა უკვე მარტივია. აირჩიე შენი ფონის შესაბამისი 16 თემიდან ერთ-ერთი, ან ავტომატური თემები, რომლებიც საგულდაგულოდ, სპეციალურად შენთვისაა შერჩეული.

 

ყველა ემოჯი და სტიკერი

გამოიყენე 3 ემოჯი ვირტუალური ემოჯის კამერაში 

 

გადაიღე სახალისო სურათები და ვიდეოები 3 მეგობართან ერთად „ნიღბის“ რეჟიმში. გასართობად, შენი მეგობრის სახე შეგიძლია ჩაანაცვლო სხვადასხვა პერსონაჟებით, რისთვისაც უნდა შეეხო შესაბამის ემოჯის.

ვირტუალური ემოჯი სტიკერები

 

შექმენი ვირტუალური ემოჯიები, 15 არსებული სტიკერით და ახალი სტიკერებით
რომლებიც ხელმისაწვდომია AR Emoji Sticker აპლიკაციაში და გამოხატე საკუთარი თავი.

მეტი შესაძლებლობა ვირტუალური ემოჯიებით

 

გამოიყენე გამჭვირვალე ფონი AR Emoji სტიკერებისთვის, ან აირჩიე ნებისმიერი სურათი გალერეიდან, ვირტუალური ემოჯის კამერაში ფონად გამოსაყენებლად. შეგიძლია გააერთიანო ორი ემოჯი ერთმანეთთან და შეიქმნა საუკეთესო

Samsung Keyboard

ახალი ემოჯიები

 

სამსუნგის კლავიატურას ახლა უკვე 88 ახალი ემოჯი და 10 ახალი ანიმაცია აქვს, რომლებიც შეიძლება გაერთიანდეს ემოჯის წყვილებში. შეგიძლია დააკავშირო ცხოველების, კერძებისა და საგნების ემოჯები. აირჩიე იდეალური კომბინაცია და გამოხატე შენი ემოციები უკეთესად.

ემოჯიების, სტიკერებისა ღილაკების თანმიმდევრობის შეცვლა

 

თანმიმდევრობის შესაცვლელად ხანგრძლივად დააჭირე ემოჯის, სტიკერს, ან სხვა სიმბოლოს.

მყისიერი Kaomojy კლავიატურაზე

 

გაახალისე ჩათები და ტექსტები წინასწარ დაყენებული კლავიატურის სიმბოლოების მეშვეობით (*^.^*)

 

სფეისის მორგება საკუთარ თავზე

 

უკვე შეგიძლია უფრო ზუსტად აირჩიო, რომელი ფუნქციის ღილაკები და პუნქტუაციის ნიშნები გამოჩნდება კლავიატურის ქვედა რიგში, სფეისის გვერდით.

ვიჯეტები

ახალი ელემენტის ვიჯეტი 

 

ახალი ელემენტის ვიჯეტი საშუალებას გაძლევს შეამოწმო შენი Galaxy მოწყობილობის ელემენტის დამუხტვის დონე. მთავარი ეკრანიდან შეგიძლია ნახო შენი ტელეფონის ელემენტის დარჩენილი დონე, Galaxy Buds-ზე, Galaxy Watch-ზე და სხვა მხარდაჭერილ მოწყობილობებზე.

ამინდის ინტუიციური ვიჯეტი 

 

ახალი ილუსტრაციის სტილი და ამჟამინდელი ამინდის მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა საშუალებას გაძლევს ინტუიციურად შეიტყო ამინდის შესახებ, მზიანია თუ მოღრუბლული, წვიმს თუ თოვს.

რეკომენდაციების ვიჯეტი 

 

სმარტ შემოთავაზებების ვიჯეტმა წინასწარ იცის, რისი გაკეთება გსურს. ის იმახსოვრებს შენს მოქმედებებს და შემდეგ გთავაზობს, თუ რომელი აპლიკაცია გამოიყენო, ვის დაურეკო, რომელი ღონისძიება  დაამატო კალენდარში და სხვა.ახლა კი ის გირჩევს Spotify ტრეკებს და პლეილისტებს, რომლებიც შერჩეულია შენი მიმდინარე აქტივობის გათვალისწინებით.მიიღე მელოდიები, რომლებიც იდეალურია ავტომობილის მართვის, ვარჯიშის და სხვა აქტივობებისთვის.

ვიჯეტების კომპლექტი მთავარ ეკრანზე

 

გააერთიანე ერთნაირი ზომის რამდენიმე ვიჯეტი ერთ საერთო ვიჯეტში და მოაწესრიგე მთავარი ეკრანი. უბრალოდ გადაიტანე ერთი ვიჯეტი მეორეზე. ვიჯეტების გადასართავად გადაფურცლე მარცხნივ და მარჯვნივ. შეგიძლია ნებისმიერ დროს მარტივად დაამატო ვიჯეტი კომპლექტს, უბრალოდ, დააჭირე ხელი და გადაიტანე.  8

რეჟიმები და სცენარები

რეჟიმის გადართვა დაბლოკილი ეკრანიდან

 

გადადი ძილის რეჟიმზე, მართვის რეჟიმზე და სხვა რეჟიმებზე პირდაპირ დაბლოკილი ეკრანიდან.

 

მეტი პირობები და მოქმედებები რეჟიმებისთვის 

 

რეჟიმების ავტომატურად გაეშვება, როდესაც იყენებ თვითმფრინავის რეჟიმს ან მობილურ ჰოთსპოტს. რეჟიმებით ახლა შესაძლებელია აპლიკაციების წყვილის გახსნა, მარცხენა/მარჯვენა ხმის ბალანსი და სხვა. ახალი ფუნქციები საშუალებას გაძლევს აკონტროლო სწრაფი გაზიარება და შეხების მგრძნობელობა, ასევე შეცვალო ზარის მელოდია და შრიფტის სტილი.

წინასწარ დაყენებული სცენარების მარტივი ძებნა

 

სცენარების ძიების გასაადვილებლად, გამარტივდა საძიებო ეკრანის დიზაინი.

ძილის რეჟიმი

 

ძილის რეჟიმი გთავაზობს ძილის წინ პარამეტრების ავტომატურად დაყენებას: ეკრანის სიმკვეთრის რეგულირებას და ხმის რეჟიმის შეცვლას.

 

სხვადასხვა მოქმედებების რეჟიმი

 

აირჩიე რეჟიმი იმის მიხედვით, თუ რას აკეთებ: ვარჯიშობ, მეცადინეობ, ან მუშაობ, რომ შენმა ტელეფონმა შესაბამისად უპასუხოს მოცემულ სიტუაციას. მაგალითად, მეცადინეობის დროს ჩართე რეჟიმი „არ შემაწუხოთ“, ან ჩართე მუსიკა ვარჯიშის დროს.

სხვადასხვა ფონები შენი რეჟიმის მიხედვით 

 

დააყენე სხვადასხვა ფონები დაბლოკილ ეკრანზე და მთავარ ეკრანზე, შენი მიმდინარე აქტივობის მიხედვით. რეჟიმის პარამეტრების დაყენებისას აირჩიე ერთი ფონი სამუშაოსთვის, ერთი ვარჯიშისთვის და ა.შ.

აქტიურ სცენარებს ერთი შეხედვით დაინახავ

 

ახალ ვერსიაში აქტიური სცენარები ჩანს "სცენარების" ეკრანის ზედა ნაწილში. ასე რომ, შენ შეგიძლია აკონტროლო სცენარები და სურვილისამებრ, შეიტანო ცვლილებები

პროდუქტების დაკავშირება

გააზიარე ინფორმაცია Quick Share-ის საშუალებით 

 

ახლა შეგიძლია ნებისმიერ დროს გააზიარო ფაილები შენს კონტაქტებში მყოფ ხალხს მაშინაც კი, თუ ისინი თქვენთან ახლოს არ იმყოფებიან.9

გააზიარე ფაილები უფრო დაცულად Quick Share-ის საშუალებით.

 

დაიცავი პირადი კონტენტი გაზიარების დროს.  შენ შეგიძლია დააყენო ფაილების გაგზავნის დროის ლიმიტი, გააუქმო წვდომა საერთო ფაილებზე ნებისმიერ დროს.

 

Samsung Notes-ით თანამშრომლობა 

 

შექმენი გაზიარებული ჩანაწერი, რომლის რედაქტირებასაც რამდენიმე ადამიანი ერთდროულად შეძლებს. დაწერე ანგარიშები შენს თანამშრომლებთან ერთად, შექმენი ჩანაწერები სასწავლო ჯგუფისთვის ან დახატე სურათი მეგობართან ერთად. შესაძლებლობები უსასრულოა.

გამარტივებული მოწვევა გაზიარებულ აპლიკაციებში 

 

ახლა შეგიძლია მარტივად მოიწვიო ხალხი გაზიარებულ ალბომებში, ჩანაწერებსა და კალენდრებში ბმულის გამოყენებით, რომელიც შეიძლება გაზიარო სხვადასხვა აპლიკაციის საშუალებით, როგორიცაა მესენჯერი, ელ. ფოსტა და სოციალური მედია.

გაფართოებული მულტი-კონტროლი Galaxy Book-სა და ტელეფონს შორის 

 

გააზიარე შენი Galaxy Book-ის მაუსი, კლავიატურა ან ტრეკპადი არა მხოლოდ Galaxy პლანშეტზე, არამედ Galaxy სმარტფონზეც. ტექსტის კოპირებას და სურათის გადატანას ერთი მოწყობილობიდან მეორეში მარტივად შეძლებ ისე, თითქოს ერთ მოწყობილობაზე მუშაობდე. 10

Media output-თან დაკავშირებული Wi-Fi დინამიკები 

 

როდესაც გსურთ გააგრძელო მუსიკის მოსმენა Wi-Fi დინამიკებზე Spotify Connect-ის Chromecast built-in™-ის მეშვეობით, უბრალოდ გახსენი Media output სწრაფი პანელიდან, ნაცვლად მუსიკის აპლიკაციიდან. 11

განაგრძე ნავიგაცია კომპიუტერზე

 

თუ ინტერნეტში შესული ხარ შენს სმარტფონში არსებული Samsung Internet აპლიკაციით და მოგვიანებით დაუბრუნდები კომპიუტერს, შეგიძლია მოძებნო ვებსაიტები, რომლებსაც ტელეფონში ათვალიერებდი და განაგრძო ინტერნეტში ნავიგაცია კომპიუტერის ბრაუზერით. 12

გამოიყენე მობილური ჰოთსპოტი კომპიუტერზე ერთი დაწკაპუნებით

 

მობილურ ჰოთსპოტთან დაკავშირება შესაძლებელია კომპიუტერზე ერთი დაწკაპუნებით, შენს ტელეფონზე მობილური ჰოთსპოტის გააქტიურების და პაროლის შეყვანის საჭიროების გარეშე. 13

ტელევიზორში სმარტფონის შეტყობინებების დამალვა

 

ტელევიზორში კონტენტის სმარტფონიდან ყურებისას, Smart View რეჟიმში, შეგიძლია დამალო შემოსული შეტყობინებები, თუ გინდა სხვებმა არ ნახონ შენი პირადი ინფორმაცია.

დაკავშირებული მოწყობილობების მენიუ

 

პარამეტრებში დამატებული დაკავშირებული მოწყობილობების მენიუ გაგიადვილებს წვდომას ფუნქციებზე, რომლებიც მუშაობს სხვა მოწყობილობებთან ერთად, მაგ. Quick Share, Smart View და Samsung DeX.

 

ვიდეოზარები Google Meet-ით

 

Google Duo და Google Meet-ის გაერთიანებით შეიქმნა ახალი და გაუმჯობესებული ვიდეოზარების სერვისი: Google Meet. უკვე შეგიძლია შექმნა მყისიერი ვიდეო ზარები და წინასწარ დაგეგმილი ვიდეო შეხვედრები 100-მდე მონაწილისთვის. 14

 

Google Meet: ეკრანზე კონტენტის პირდაპირი ჩვენება

 

Google Meet-ის საშუალებით გაატარე დრო მეგობრებთან მაშინაც, როცა ერთად არ ხართ. უყურეთ YouTube ვიდეოებს, მოუსმინეთ მუსიკას, ან ითამაშეთ ერთად. 15

Samsung Health

გაუმჯობესებული ძილის ქოუჩინგი

 

ახალი ქოუჩინგის კონტენტი და განლაგება აადვილებს შენს პროგრესის მონიტორინგს და ხელს უწყობს ძილის უკეთესი ჩვევების ჩამოყალიბებაში.16, 17

 

ძილის მნიშვნელოვანი მონაცემები

 

ეკრანის განლაგება და აღწერა გაუმჯობესდა, რათა გაადვილდეს ძილის თითოეული ფაქტორის შემოწმება და გაგება.16, 17

 

კანის ტემპერატურის გაზომვა ძილის დროს

 

ნახე, როგორ იცვლება შენი კანის ტემპერატურა მთელი ღამის განმავლობაში, რათა შექმნა უფრო კომფორტული ძილის გარემო.16, 18

 

ვარჯიშის უკეთესი შეჯამება

 

ვარჯიშის ახალი შეჯამება დაგეხმარება ფოკუსირება მოახდინო მნიშვნელოვან ინფორმაციაზე შენი ვარჯიშის შესახებ.

დარჩი გზაზე შენი მიზნების მისაღწევად

 

ჯილდოების და პირადი რეკორდების გაუმჯობესება , გეხმარება  მოტივაციის  შენარჩუნებაში და გაჯანსაღების სფეროში მიზნების მიღცევაში.

Samsung DeX

ახალი პანელი

 

ძიების ღილაკი განთავსებულია ამოცანების პანელზე, რაც აადვილებს აპლიკაციების პოვნას. ასევე, შეგიძლია, სწრაფად შეხვიდე კონკრეტული აპლიკაციების, კონკრეტულ თასქებში მარჯვენა ღილაკზე დაჭერით. აირჩიე ღილაკები და აპლიკაციები, რომელთა გამოტანაც გსურს დავალებების პანელზე.

შეტყობინებების ახალი ინდიკატორი

 

ახალი შეტყობინების მიღებისას, დავალებების პანელის შეტყობინებების ღილაკზე გამოჩნდება წითელი წერტილი.

 

მინი კალენდარი

 

დავალებების პანელზე თარიღზე დაჭერით იხსნება მინი კალენდარი. შეგიძლია სწრაფად შეამოწმო განრიგი კალენდრის აპლიკაციის გაუხსნელად.

გაუმჯობესებული მრავალფუნქციური რეჟიმი DeX-ში

 

გაყოფილი ეკრანის რეჟიმში, შეგიძლია გადააადგილო ეკრანის გამყოფი ზოლი და შეცვალო ორივე ეკრანის ზომა.ასევე შეგიძლია ფანჯარა მოათავსო ერთ-ერთ კუთხეში, რომელიც შეავსებს ეკრანის მეოთხედს.

ტექსტის ამოღება და დასკანერება

ტექსტის ამოცნობა ნებისმიერ გამოსახულებაზე და ეკრანზე

 

ამოიცანი და დააკოპირე ტექსტი სამსუნგის კლავიატურის, გალერეის, ან ინტერნეტის გამოყენებისას. ასევე, ეკრანის სქრინშოთის გადაღებისას. აკრეფის ნაცვლად, ტექსტი დაარედაქტირე და ჩასვი შეტყობინებაში, მეილში ან დოკუმენტში.19

კონტექსტური რეკომენდაცია

 

როცა ტექსტი გამოჩნდება ფოტოზე, რომელიც ინახება გალერეაში, კამერაში ან სხვა აპლიკაციებში, ავტომატურად მიიღებ რეკომენდაციებს კონტექსტის მიხედვით. მაგალითად, თუ ფოტოს გადაუღებ სპეციალურ ნიშანს რომელზეც განთავსებულია მობილურის ნომერი ან ვებსაიტის მისამართი, შეგიძლია დარეკო ამ ნომერზე, ან ეწვიო ვებგვერდს, უბრალოდ რეკომენდაციაზე დაჭერით. 

 

სპეციალური შესაძლებლობები

კითხვის პარამეტრები სწრაფი წვდომის პანელზე

 

სწრაფი წვდომის პანელს შეგიძლია დაამატო მკვეთრი შრიფტი, ფერების ინვერსია, ან ფერების რეგულირება და ფილტრი, რათა უფრო სწრაფად მოიძიო სასურველი ფუნქციეები.

ისარგებლე შენი სმარტფორმით, როგორც ლუპით

 

სპეციალურ პარამეტრებში ჩართე "ლუპა" , რათა მიიღო სწრაფი წვდომა ლუპის ფუნქციაზე. ლუპა იყენებს შენი სმარტფონის კამერას იმ საგნების და ტექსტის გასადიდებლად, რომელთა ნახვაც ახლოდან გსურს.

 

ხმოვანი დახმარების მეტი შესაძლებლობა

 

აირჩიე რამდენიმე სახის ხმოვანი უკუკავშირი და მიიღე დახმარება სმარტფონის გამოყენებისას მაშინაც, როცა ეკრანს არ უყურებ. შეგიძლია სთხოვო სმარტფონს, წაიკითხოს შენ მიერ აკრეფილი ინფორმაცია, რათა დარწმუნდე, რომ ტექსტი სწორად აკრიფე. ან გამოიყენე Bixby Vision - ახლოს მყოფი საგნების ამოსაცნობად და ვიდეო მასალის აუდიო აღწერის ჩასართავად. 20

მარტივი რედაქტირება "სპეციალური ფუნქციების" ღილაკით

 

ხანგრძივად დააჭირე "სპეციალური ფუნქციების" ღილაკს, რათა დააყენო ფუნქციები, რომლებშიც გსურს სწრაფად შეხვიდე ღილაკის მეშვეობით.

 

ახალი მოქმედებები ეკრანის ყველა კუთხეში

 

თუ სარგებლობ მაუსით ან თრექფედით, ახლა უკვე შეგიძლია ხანგრძლივად დააჭირო, გადაიტანო და გადააადგილო მაუსის მოძრაობით, ეკრანის ყველა კუთხეში.

 

 

პარამეტრები

პარამეტრების შეთავაზებები 

 

როდესაც შესული ხარ Samsung-ის ანგარიშზე, პარამეტრების ეკრანის ზედა ნაწილში გამოჩნდება შემოთავაზებები, რაც დაგეხმარება გაზიარებაში, დაკავშირებაში და ზოგადად Galaxy მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილების გაუმჯობესებაში.

აირჩიე, სად გსურს ეკრანის ანაბეჭდების და ეკრანის ჩანაწერების შენახვა 

 

ახლა უკვე შეგიძლია ეკრანის ანაბეჭდები და ეკრანის ჩანაწერები შენ მიერ არჩეულ საქაღალდეში, გაფართოებული ფუნქციების დაყენებით.

გამონაკლისები "Do Not Disturb" რეჟიმისთვის

 

უკვე შეგიძლია გამონაკლისის სახით მიუთითო ცალკეული კონტაქტები "Do Not Disturb" რეჟიმში. სმარტფონი დარეკავს ან დაიწყებს ვიბრაციას, როცა შენ მიერ არჩეული ადამიანები რეკავენ და აგზავნიან შეტყობინებებს მიუხედავად იმისა, რომ "Do Not Disturb" რეჟიმი ჩართულია. ასევე გაადვილდა გამონაკლისი აპლიკაციების მითითება, რათა შეძლო მათგან შეტყობინებების მიღება "Do Not Disturb" რეჟიმში. უბრალოდ აირჩიე აპლიკაციები და დაამატე ჩამონათვალში გამარტივებულ მენიუში.

შეინარჩუნე  შიდა მეხსიერება ხელმისაწვდომი

 

თუ შენი შიდა მეხსიერების სივრცე მცირდება, აპლიკაციის ქეშის ინფორმაცია გამოჩნდება My Files-ში მეხსიერების ანალიზის დროს. აპლიკაციების ქეშის გასუფთავება დაგეხმარება გაათავისუფლო სივრცე ფაილების ან აპლიკაციების  წაშლის გარეშე.

 

გაუმჯობესებული მეხსიერების მართვა «Device care»-ში

 

მოგეცოდება დამატებითი ინფორმაცია თუ რა აპლიკაცია რა ოდენობით იყენებს შიდა მეხსიერებას შენს ტელეფონში, რაც გაძლებს შესაძლებლობას გადაიყვანო აპლიკაცია რომელიც იკავებს დიდ ადგილს ძილის რეჟიმში.

 

ავტომატური ოპტიმიზაცია

 

"Device Care" უნარჩუნებს შენს სმარტფონს შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობას, ავტომატური ოპტიმიზაციით, რომელიც მოიცავს ბექგრაუნდზე არსებული აპების დახურვას და მეხსიერების გასუფთავებას. ასევე შეგიძლია დააყენო სმარტფონი ავტომატურად გადატვირთვაზე, საჭიროების მიხედვით და ასე ის ყოველთვის საუკეთესო მდგომარეობაში იქნება.

 

ზარისა და ვიბრაციის პარამეტრების დაყენების გაუმჯობესებული მენიუ

 

ხმის და ვიბრაციის სასურველი პარამეტრების დაყენება უფრო გამარტივდა. დააყენე მელოდია და შეცვალე ხმის და ვიბრაციის პარამეტრები ერთ წერტილში.

RAM Plus ფუნქცია

 

RAM Plus ფუნქცია უკვე შეგიძლია სწრაფად გამორთო "Device Care" განყოფილებაში, თუ არ იყენებ, ან გჭირდება მეხსიერების გამოყენების შეზღუდვა.

ენის პარამეტრების დაყენება თითოეული აპლიკაციისთვის

 

გსურს აპლიკაციით კონკრეტულ ენაზე ისარგებლო? შეგიძლია აირჩიო სხვადასხვა ენა თითოეული აპლიკაციისთვის. 21

შეტყობინებები

შეტყობინებების ნახვა

 

თუ აპლიკაციას პირველად იყენებ, უნდა განსაზღვრო შეტყობინებების მიღების პარამეტრები. არ მოგერიდოს უთხრს აპლიკაციებს "არა", თუ არ გსურთ რომ შეგაწუხონ.

მარტივი მართვა

 

აპლიკაცია ძალიან ბევრ შეტყობინებას გიგზავნის? შეტყობინებების მართვის საშუალებები ახლა უკვე აპლიკაციის შეტყობინებების პარამეტრების ზედა ნაწილშია მოცემული, რათა გაადვილდეს მათი დაბლოკვა. *ზოგიერთ აპლიკაციაში შეტყობინებების გამორთვა შესაძლოა ვერ მოხერხდეს შეტყობინებების მართვის ელემენტებში დაყენებული პარამეტრების გამო. 22

 

დეტალური პარამეტრები

 

ახლა უკვე შეგიძლია ერთი და იმავე ტიპის შეტყობინებები მართო ცალკე. გაქვს არჩევანი: ნახო ყველა ან ზოგიერთი შეტყობინება, ან არ ნახო არც ერთი აპლიკაციის აიქონი და შეტყობინება დაბლოკილ ეკრანზე.

გაუმჯობესებული დიზაინი

 

აპლიკაციის უფრო დიდი აიქონი და ტექსტის გაუმჯობესებული გასწორება აადვილებს მიღებული შეტყობინებების წაკითხვას.

 

კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა

ინფორმირება პერსონალური ინფორმაციის გაზიარების შესახებ

 

საერთო წვდომის პანელი გაცნობებს, როდესაც ეცდები ფოტოების გაზიარებას, რომლებიც შეიცავს სენსიტიურ ინფორმაციას, მაგალითად საკრედიტო ბარათის, პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემებს. შეგიძლია თავად გადაწყვიტო, ნამდვილად გსურს თუ არა ამ ინფორმაციის გაზიარება.

უსაფრთხოების დაუყოვნებლივ შემოწმება

 

პარამეტრებში ახლად დამატებული უსაფრთხოების პანელი გიადვილებს უსაფრთხოების პრობლემების შემოწმებას და დაუყოვნებლივ გამოსწორებას. 23

 

ვებსაიტებზე უსაფრთხოდ შესვლა

 

Samsung Internet-ის მისამართების გრაფას დაემატა ვებსაიტის უსაფრთხოების სტატუსის აიქონი. დააჭირე და ნახე რა ინფორმაციას აგროვებს და აკონტროლებს ვებსაიტი.

ტექნიკური მომსახურების რეჟიმი

 

დაიცავი შენი კონფიდენციალური მონაცემები, სმარტფონის სხვისთვის გადაცემის შემთხვევაში, მაგალითად შესაკეთებლად გაგზავნის დროს. ტექნიკური მომსახურების რეჟიმის საშუალებით, სხვა პირები ვერ შეძლებენ შენს სურათებზე, შეტყობინებებზე, ანგარიშებზე და სხვა პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

ენერგიის გადანაწილება

განაგრძე ტელეფონის გამოყენება სხვა მოწყობილობის დატენვისას

 

გახსენით თქვენი Galaxy Z Fold მთავარი ეკრანით ქვემოთ. შეგიძლიათ დატენოთ თქვენი Galaxy Buds, Galaxy Watch ან სხვა მოწყობილობა, ერთ მხარეს უკაბელო ენერგიის გაზიარების გამოყენებით. ამავდროულად, შეგიძლია გააგრძელო შენი ტელეფონის გამოყენება მეორე მხარეს არსებული ეკრანით. 3

 

Samsung Internet

განლაგების მორგება

 

თუ გსურს გამოაჩინო მისამართის ველი ეკრანის ქვედა ნაწილში, ჩანიშვნის ველი და ჩანართის ველი ასევე გამოჩნდება ქვემოთ.

გაუმჯობესებული ძიება 

 

ახლა შეგიძლია მოძებნო საქაღალდეების სახელები „რჩეულებში“ ან ჯგუფების სახელები „ჩანართებში“. გაუმჯობესებული საძიებო სისტემა საშუალებას გაძლევს იპოვო სასურველი ფაილი სახელის არასწორად შეყვანის შემთხვევაშიც კი.

ბუქმარქების ფოლდერის მარტივი რედაქტირება

 

შეგიძლია მარტივად შექმნა საქაღალდეები ან გადაიტანო სხვა საქაღალდეებში ბუქმარქის არჩევით და სხვა ბუქმარქში ან საქაღალდეში გადატანით.

პარამეტრების დაყენების ოსტატი

პირველადი პარამეტრების უფრო სწრაფად და მარტივად დაყენება შენს ახალ Galaxy-ზე.

 

Galaxy ან სხვა Android მოწყობილობიდან ახალ Galaxy-ზე გადასვლისას, უბრალოდ დაასკანერე QR კოდი ძველ მოწყობილობაზე, რათა ავტომატურად გადაიტანო Wi-Fi ქსელები, Samsung-ის ანგარიში და Google-ის ანგარიში შენს ახალ მოწყობილობაზე, სისტემაში მონაცემების შეყვანის გარეშე. 24

ამინდი

დეტალური ინფორმაცია ამინდის შესახებ ერთი შეხედვით 

 

ამინდის შესახებ სასარგებლო ინფორმაცია ახლა გამოჩნდება ამინდის აპლიკაციის მთავარ ეკრანზე. შეგიძლია იხილო გაფრთხილებები მკაცრი ამინდის შესახებ, ამინდის მონაცემების ყოველდღიური შეჯამებები, ნალექების საათობრივი მონაცემები და ტემპერატურის ფერადი დიაგრამები.

ზარი

Bixby-ს ტექსტური ზარი

 

გამოიყენე Bixby-ის ტექსტური ზარი, რათა ავტომატურად უპასუხო ზარებს და გაიგო, რატომ გირეკავს ადამიანი. შენ ნახავ თუ რას ამბობს აბონენტი ტექსტურ ჩათში და შეძლებ შეეხო ან აკრიფო საპასუხო ტექსტი, რომელის იქნება გაჟღერებული.25

 

კალენდარი

შეხვედრაზე მოწვეულების სია

 

სამსუნგის კალენდრის აპლიკაციაში, გუგლ კალენდარში ღონისძიებების დამატებისას შეგიძლიათ აირჩიო, შეუძლია თუ არა მოწვეულ პირს დაინახოს სხვა მოწვეულები ან თავად მოიწვიოს დამსწრეები.

გუგლ კალენდარში სტიკერების დამატება

 

სამსუნგის კალენდრის აპლიკაციაში ახლა უკვე შეგიძლია ღონისძიებებზე დაამატო სტიკერები. დამატებული სტიკერი გამოჩნდება როგორც კალენდარში, ასევე შეხვედრის აღწერაში.

 

ვიდეო კონფერენციის დამატება

 

სამსუნგის კალენდრის აპლიკაციაში გუგლ კალენდრის ღონისძიების შექმნისას, შეგიძლია იმავდროულად მოაწყო ვიდეო კონფერენცია. ღონისძიებაზე მოწვეული ყველა პირი მიიღებს ბმულს.

შეხსენება

კატეგორია "დღეს"

 

ახალი კატეგორია «დღეს» შეგახსენებს მხოლოდ დღეს შესასრულებელ დავალებებს. ასევე, შეგიძლია ეს დავალებები შეამოწმო მთავარი ეკრანის ზედა ნაწილში, "შეხსენებების" აპლიკაციაში.

დასრულებული დავალების ჩვენება და დამალვა

 

შეგიძლია დატოვო ან დამალო დასრულებული დავალებები კატეგორიის მიუხედავად. გამოიტანო დასრულებული ამოცანები ეკრანზე, ან დამალო, რათა ფოკუსირდე მხოლოდ შესასრულებელ დავალებებზე.

 

შეხსენებების პარამეტრების დაყენება

 

აირჩიე შეხსენებების ჩვენების მეთოდი: ეკრანზე ბევრი შეხსენების ჩვენება, ან გაფართოებული ხედვა, რომელშიც შედის: დავალების ჩვენება ვადის გასვლის თარიღის მიხედვით და შეხსენების გამეორების პირობებით.

ჩემი ფაილები

გამარტივებული ძებნა

 

შეგიძლია აირჩიო ძიების პარამეტრები - ყველა ფაილში ან მხოლოდ მოცემულ საქაღალდეში. ასევე, შეგიძლია ფაილები მოძებნო სახელებით ან მათში არსებული ინფორმაციის მიხედვით - ტექსტით ან ფოტოების გადაღების ადგილით. ძიების დასრულების შემდეგ, შედეგები შეიძლება დალაგდეს სახელის, თარიღის, ზომის ან ფაილის ტიპის მიხედვით.

საათი

რამდენიმე ტაიმერი

 

"საათების" აპლიკაციაში შეგიძლია ერთდროულად გაუშვა 20-მდე "ტაიმერი.".

ფუნქცია Digital Wellbeing

განახლებული აპლიკაცია

 

აუცილებელ ფუნქციებზე წვდომის გასამარტივებლად, განახლდა Digital Wellbeing აპლიკაციის დიზაინი.

უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციები

SOS სიგნალის გაგზავნა

 

სწრაფად 5-ჯერ დააჭირე გვერდითა ღილაკს გადაუდებელი დახმარების სამსახურის გამოსაძახებლად, მაშინაც კი, თუ სმარტფონი ჯიბეში გიდევს, ან საუბარს ვერ ახერხებ.

კონტაქტების ინტეგრირებული სია საგანგებო სიტუაციებისთვის

 

შენს სმარტფონში შექმნილი კონტაქტების სია საგანგებო სიტუაციებისთვის, ასევე შეგიძლია გამოიყენო Galaxy Watch სერიის "ჭკვიან" მოწყობილობაზე.

 

Galaxy S23 Ultra

Galaxy s23 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი. Galaxy s23 Ultra სმარტფონის უკანა და წინა ხედი.
 

აპლიკაცია და სერვისები

Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან. Galaxy სმარტფონი აჩვენებს ხატებს სხვადასხვა აპლიკაციებისა და სერვისებისთვის. სმარტფონის ორივე მხარეს შეგიძლიათ იხილოთ ადამიანები, რომლებიც იყენებენ Galaxy მოწყობილობებს და პოზებს, რომლებიც დაკავშირებულია Galaxy აპებთან და სერვისებთან.
  • ზემოთ მოცემული აღწერა ემყარება წინა ვერსიის გაუმჯობესებას.
  • ხელმისაწვდომი ფუნქციები განსხვავდება მოწყობილობის, ქვეყნის და რეგიონის One UI-ის ვერსიის მიხედვით.
  1. ხელმისაწვდომია Galaxy Z Flip და Galaxy Z Fold სერიებშე.
  2. ხელმისაწვდომია Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Fold სერიებზე.
  3. ხელმისაწვდომია Galaxy Z Fold სერიებშე.
  4.  ხელმისაწვდომია Galaxy S23, Z Fold 4, S21 Ultra, Z Fold3, S20 Ultra, Note 20 Ultra და Z Fold 2.
  5. ხელმისაწვდომია ტელეფოტო ფუნქციის მქონე მოწყობილობებზე
  6. ხელმისაწვდომია არაუმეტეს 230 კადრიან GIF-ებზე.
  7. ხელმისაწვდომია კონკრეტული პარამეტრების ფოტოებზე.
  8. ხელმისაწვდომია 2x1 ზომის ვიჯეტებზე. შესაძლებელია 7-მდე ვიჯეტის გაერთიანება.
  9. გაზიარებული ცალკეული ფაილები არ უნდა აღემატებოდეს 3 GB-ს (ჯამში 5 GB-ს დღეში) და ბმული მოქმედება იწურება ორ დღეში; მოითხოვს Samsung-ის აქაუნთის ავტორიზებას და ინტერნეტ კავშირს.
  10. მულტიკონტროლერი ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთ, Galaxy Tab და Galaxy Book მოწყობილობებზე. გამოყენებულია პლანშეტებზე, რომლებსაც გააჩნია One UI 4.1 ან უფრო მაღალი ვერსიის მხარდაჭერა. ხელმისაწვდომი ფუნქციები შეიძლება განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის მიხედვით.
  11. Wi-Fi დინამიკის წინასწარ უნდა იყოს კონფიგურირებული Wi-Fi დინამიკის დასაკავშირებლად.
  12. <ბოლო საიტის> ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy-ის სმარტფონებზე, რომელსაც გააჩნია One UI 3.1.1 ან უფრო ახალ ვერსია (Samsung Galaxy S, Note, Z Fold, Z Flip) და კომპიუტერზე, რომლებსაც გააჩნია Windows 10 20H1 ან უფრო ახალი ვერსია. 
  13. <Instant Hotspo> ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy სმარტფონებზე, რომლებსაც გააჩნია One UI 4.1.1-ს მხარდაერა. ასევე ფუნქცია ხელმისაწვდომია Windows-ს ოპერატიულ სისტემაზე BT - ს მხარდაჭერით.
  14. Google Meet და YouTube Google LLC-ს სავაჭრო ნიშნებია. განახლებული ფუნქციების გამოსაყენებლად შესაძლოა დაგჭირდეს Google Meet ან Google Duo აპლიკაციების განახლება.
  15. პირდაპირი ჩართვის დასაწყებად შესაძლოა დაგჭირდეს Google Meet ან Google Duo აპლიკაციების უახლესი ვერსიების გადმოწერა.
  16. ძილის მახასიათებლები განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობისა და ფიტნეს მიზნებისთვის. არ არის განკუთვნილი რაიმე სამედიცინო მდგომარეობის ან ძილის დარღვევის გამოვლენის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისთვის. გაზომვები განკუთვნილია მხოლოდ შენი პირადი ინფორმირებისთვის. რჩევისთვის მიმართოთ სამედიცინო მუშაქს.
  17. ხელმისაწვდომია Galaxy Watch4-ზე და უფრო ახალ მოდელებზე. Galaxy Watch უნდა იყოს დაწყვილებული სმარტფონთან ძილის მართვის ფუნქციის გამოსაყენებლად.
  18. ხელმისაწვდომია Galaxy Watch 5-ზე და უფრო ახალ მოდელებზე. Galaxy Watch უნდა იყოს დაწყვილებული სმარტფონთან ძილის მართვის ფუნქციის გამოსაყენებლად.
  19. ბეჭდური ტექსტის ამოცნობა შესაძლებელია ინგლისურ, ჩინურ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ, კორეულ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებზე. ხელნაწერი ტექსტის ამოცნობა შესაძლებელია ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ, კორეულ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებზე. ასევე, ტექსტი შეიძლება არასწორად იყოს ამოცნობილი ტექსტის ფორმის და დახრის კუთხის გამო. ამ ფუნქციამ შესაძლოა არ იმუშაოს საავტორო უფლებებით დაცული ტექსტის შემთხვევაში. ამასთან, მომხმარებლები პასუხისმგებელნი არიან საავტორო უფლებებით დაცული ტექსტის უნებართვო გამოყენებაზე.
  20. Bixby Vision სპეციალური ფუნქციებისთვის
    • ტექსტის წამკითხველს აქვს 60 ენის მხარდაჭერა, თარგმნის ფუნქციით. სცენის აღწერის რეჟიმს ამჟამად აქვს
    • ინგლისური (აშშ), ფრანგული, გერმანული, იტალიური, კორეული, ჩინური, პორტუგალიური და ესპანური ენების მხარდაჭერა.
  21. აპლიკაციების სია, მრავალი ენის მხარდაჭერით, შეგიძლიათ იხილოთ პარამეტრებში.
  22. ზოგიერთ აპლიკაციას შესაძლოა არ გააჩნდეს შეტყობინების გამორთვის ფუნქცია, დაყენებული პარამეტრების გამო.
  23. ფოტოს გაზიარების გაფართოებული ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ სისტემებზე ინგლისური ან კორეული ენის მხარდაჭერით
  24. ხელმისაწვდომია Galaxy S23 ან მომდევნო მოდელებზე BLE ტექნოლოგიის მხარდაჭერით.
  25. Bixby ტექსტური ზარი' მხარს უჭერს კორეულს, ინგლისურს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ინდუეთი), გერმანული, ესპანური, ფრანგული, იტალიური, და პორტუგალიური ენებს.