55" UHD მონიტორი G97NB
სამი მთავარი უპირატესობა
მიიღე თამაშისგან შთამბეჭდავი ემოციები
55" ინჩიანი 1000R რკალისებრი მონიტორი
ჩაერთე სრულად მონიტორზე მიმდინარე მოვლენებში. 55 ინჩიანი ეკრანი უზრუნველყოფს თამაშის აღქმის სრულიად ახალ დონეს –გაცილებით უფრო მაღალს, ვიდრე აქამდე გინახავს. ეკრანის სიმრუდე 1000R საშუალებას გაძლევს, მთლიანად ჩაერთო თამაშის პროცესში და განიცადო დაუვიწყარი ემოციები.
* ოპტიმალური ნახვის მანძილი 80 სმ-ზე მეტია.
შეამჩნიე უმცირესი დეტალები და გაიმარჯვე შენს მტრებზე
HDR 10+ გეიმინგი
დაათვალიერე ყოველი დეტალი. უმაღლესი კონტრასტულობა 1 000 000:1 უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ფერთა გადმოცემას და ტონალობების მეტ სიღრმეს. ამის წყალობით, შენ ადვილად არჩევ დეტალებს ყველაზე მუქ და კაშკაშა სცენებში. შეაფასე HDR 10+ ტექნოლოგიის კონკურენტული უპირატესობა. მისი გამოყენება ავტომატურად ადაპტირდება თამაშის რეალური დროის რეჟიმთან, რათა შესაძლებელი გახდეს ყოველი დეტალის გარჩევა და შენ შეძლო გამარჯვება ნებისმიერ თამაშში.
4K თამაში განახლების მაღალი სიჩქარით
165 Hz და 1 მ/წმ
სძლიე ნებისმიერ მტერს ყველაზე დინამიურ ბრძოლაში. განახლების სიხშირე 165 Hz, ამცირებს კადრის დაყოვნებას ყველაზე დინამიურ სათამაშო სიტუაციებში. რეაგირების დრო 1მ/წმ და გამოსახულების ბუნდოვნების არარსებობა მოთამაშეს უპირატესობას აძლევს თამაშის მსვლელობის ყველა ეტაპზე.
დინამიური სცენების უწყვეტად გამოსახვა
ტექნოლოგია AMD FreeSync Premium
ყველაზე დინამიური სცენებიც კი გამოირჩევა უწყვეტი მიმდინარეობით. ტექნოლოგია AMD FreeSync Premium Pro ასინქრონიზებს გრაფიკულ პროცესორს და ეკრანის პანელს, რითაც აუქმებს გამოსახულების გაშეშებასა და სხვა ხარვეზებს. ძალიან დინამიური და რთული სათამაშო სცენები ეკრანზე სტაბილურად და უწყვეტად აისახება, რაც მოგეხმარება, რომ ყოველი თამაშიდან გამარჯვებული გამოხვიდე.
ყველა თამაში ერთ ადგილას
Gaming Hub
საუკეთესო თამაშები ერთ ადგილას. Gaming Hub აძლევს მყისიერ წვდომას საუკეთესო Cloud Game სერვისებზე, შენს კონსოლებსა და კომპიუტერებზე. შეუფერხებელი თამაში უზრუნველყოფილია გაუმჯობესებული სტრიმინგის ტექნოლოგიით, ასე რომ აღარ არის საჭირო თამაშების ჩამოტვირთვა - უბრალოდ ჩართე Ark და ითამაშე.
* Gaming Hub ხელმისაწვდომია ქვეყნების შეზღუდულ რაოდენობაში. აპლიკაციებთან წვდომაც დამოკიდებულია ქვეყანაზე.
** წვდომა Gaming Hub–ზე უფასოა. შესაძლოა დაგჭირდეს გამოწერა Cloud Game–ს სერვისებთან წვდომისთვის.
*** ზოგიერთი თამაშისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ცალკე მართვის პულტი.
****კომპიუტერის წყაროს icon–ი Gaming Hub-ში მხარდაჭერილია მხოლოდ Ark-ზე.
დაუყოვნებლივი წვდომა შენს რჩეულ გადაცემებზე
Smart TV Experience
შეისვენე თამაშების მარათონისგან და გაეცანი აუცილებელ სტრიმინგ კონტენტს, მხოლოდ მარტივი Wi-Fi კავშირით. Samsung TV Plus გთავაზობს უფასო კონტენტს, ჩამოტვირთვის ან რეგისტრაციის გარეშე, ასევე პერსონალიზებული კონტენტის რეკომენდაციებს უნივერსალური სახელმძღვანელოდან.
* აპების ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით და შეიძლება საჭირო გახდეს ცალკე გამოწერა.* საჭიროებს ინტერნეტ კავშირს და ტელევიზიის ტიუნერი არ შედის კომპლექტში.* Samsung TV Plus და უნივერსალური გზამკვლევი შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ რეგიონში.
სწრაფი და მარტივი პარამეტრების დაყენება, რომ გახდე გამარჯვებული
Game Bar
სწრაფი კონტროლი და თამაშის პარამეტრების მართვა. ახლა შენ მარტივად შეგიძლია შეამოწმო მნიშვნელოვანი პარამეტრები– FPS (Frames Per Second), HDR (High Dynamic Range) and VRR (Variable Refresh Rate). დააყენე რეაგირების დრო, გვერდების თანაფარდობა თუ თამაშის ასახვის რეჟიმი, თამაშის პროცესის შეუჩერებლად.
* Game Bar–ის ეკრანის თანაფარდობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ ულტრა ფართო რეზოლუცია მხარდაჭერილია თამაშში ან პერსონალურ კომპიუტერში.
მახასიათებლები
-
ეკრანის მოხრილობა 1000R
-
ეკრანის მხარეების შეფარდება 16:9
-
სიკაშკაშე(ტიპიური მნიშვნელობა) 600 ნიტი
-
სტატიკური კონტრასტულობა 1000000:1
-
რეზოლუცია 3,840 x 2,160
-
რეაგირების დრო 1 მწმ(GTG)
მხარდაჭერა
იხილე პასუხები შენს კითხვაზე პროდუქტთან დაკავშირებით
-
e-Manual
- ვერსია 2311170
- 83.42 MB
- 15-02-2024
ინგლისური, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, სლოვენიური, თურქული, უნგრული, პოლონური, ბერძნული, ბულგარული, ხორვატული, ჩეხური, სლოვაკური, რუმინული, სერბული, გერმანული, ჰოლანდიური, შვედური, დანიური, ნორვეგიული, ფინური, იტალიური, ლატვიური, ლიეტუვური, ესტონური, რუსული, უკრაინული, ყაზახური, ივრითი, არაბული, ინდონეზიური, სპარსული, ვიეტნამური, ჩინური -
User Manual
- ვერსია 2312070
- 4.12 MB
- 08-12-2023
ინგლისური, ყაზახური, რუსული, უკრაინული
{{family.currentModel.displayName}}
{{family.currentModel.modelCode}}
Price with discount: {{model.prices.currentPriceDisplay}}
Price before: {{model.prices.priceDisplay}}
-
{{summary.title}}
-
{{summary.title}}
შეადარე მოდელები
შეადარე მსგავს მოწყობილობებს