დაკავშირებული Galaxy მოწყობილობების ძალა

გადადი ურთიერთობის, მუშაობის, გართობის და თავის მოვლის ახალ დონეზე Galaxy მოწყობილობების ეკოსისტემით. 1

* გამოსახულება იმიტირებულია ილუსტრაციისთვის. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს.

დაივიწყე თავსებადობასთან დაკავშირებული პრობლემები. Galaxy მოწყობილობები შექმნილია იმისთვის, რომ ერთად ჰარმონიულად იმუშაოს. Galaxy ამარტივებს ყველა პროცესს, იქნება ეს ვიდეო ზარებში ჭკვიანი ტელევიზორის ან Galaxy Tab-ის მეშვეობით ჩართვა, ფაილების გაზიარება თუ რაიმე დავალებაზე გუნდურად მუშაობა.

გააზიარე ნებისმიერ ადგილას

არანაირი დაბრკოლება მოწყობილობებს შორის: Galaxy შენს კონტენტს ნებისმიერ ადგილზე გაგზავნის!

სწრაფი გაგზავნა

ფაილების უსწრაფესად გაგზავნა

Quick Share-ის მეშვეობით შეძლებ სწრაფად და მარტივად გააგზავნო ფოტოები, ვიდეოები და დოკუმენტები. გააზიარე ფაილები ახლომდებარე Galaxy სმარტფონებზე, პლანშეტებზე, PC-ებზე და Samsung-ის გარდა სხვა მწარმოებლის Android მოწყობილობებზეც კი, სულ რამდენიმე წამში. ახლა უკვე შეგიძლია ფაილების ერთდროულად რამდენიმე კონტაქტისთვის გაზიარება, მიუხედავად თქვენ შორის არსებული მანძილისა. 2

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს.

Smart View

გაავრცელე სმარტფონის შინაარსი ტელევიზორზე, მიმოწერის კონფიდენციალურობის დაცვით

Smart View საშუალებას გაძლევს გააზიარო ეკრანის კონტენტი შენი კონფიდენციალურობის დარღვევის და პირადი შეტყობინებების გამჟღავნების გარეშე. „Cast app only“ (მხოლოდ მიმდინარე აპლიკაციის გაზიარება) ფუნქციის მეშვეობით შეძლებ გააზიარო შენი მობილური ტელეფონის ეკრანის კონტენტი შენი ტელევიზორის ან სხვა მოწყობილობების ეკრანზე და განაგრძო შენი სმარტფონის გამოყენება სხვა დავალებების შესასრულებლად. 3

(დააწკაპუნე + გამოყენების ინსტრუქცია)

დარჩი ხაზზე

Galaxy-ის ღია ეკოსისტემით მეგობრებთან საუბარი ახლა კიდევ უფრო ადვილია.

ვიდეო ზარების გადატანა

ისაუბრე, უყურე და გაუზიარე ემოციები ერთად

ვიდეო ზარის დროს, შეგიძლია Google Meet ზარი შეუმჩნევლად გადაიტანო ტელეფონიდან პლანშეტზე. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, როცა გიწევს საუბრის დაწყება სმარტფონიდან, სანამ შენს პლანშეტთან კომფორტულ ადგილას მოთავსდები და გააგრძელებ ვიდეოზარს. 4

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს.

ზარები და შეტყობინებები

არ გამოტოვო ზარები

თუ Galaxy Tab-ზე ან PC-ზე მუშაობ, შენი დაკავშირებული Galaxy სმარტფონი გადმოამისამართებს ნებისმიერ შემომავალ ზარს შენ მიერ გამოყენებულ მოწყობილობაზე, რათა არ გამოგრჩეს არც ერთი მნიშვნელოვანი დეტალი.5

(დააწკაპუნე + გამოყენების ინსტრუქცია)

გაზარდე შენი პროდუქტიულობის დონე
Samsung Galaxy-ს მეშვეობით

Galaxy-ს ყველა მოწყობილობის სინქრონიზებით, შექმნი ეფექტურ და მრავალფუნქციურ სამუშაო სივრცეს, რომელიც ყოველთვის შენს ხელთ იქნება.

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს.

მეორე ეკრანი

გაზარდე სამუშაო სივრცის საზღვრები

გახდი უფრო პროდუქტიული Galaxy Tab-თან ერთად. Second Screen ფუნქციის მეშვეობით შენი პერსონალური კომპიუტერის ეკრანი გაფართოვდება შენი Galaxy Tab-ის ეკრანზე, რაც უზრუნველყოფს მეტ სამუშაო სივრცეს. შენი შესანიშნავი იდეების მიხედვით ჩანაწერების, ჩანახატების შექმნას და იდეების ჩანიშვნას, შემდეგ კი დამუშავებას S Pen-ის მეშვეობით შეძლებ. 7

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრირებისთვის.

Samsung Notes-ის ავტომატური სინქრონიზაცია

წვდომა ბოლო შენიშვნებზე
ნებისმიერი მოწყობილობიდან

Samsung Notes-ის მეშვეობით შენი ჩანაწერები ინტუიციურად სინქრონიზდება შენს Galaxy მოწყობილობებს შორის, რასაც Samsung Cloud უზრუნველყოფს. ეს საშუალებას გაძლევს ისიამოვნო ჩანაწერების შექმნის გაუმჯობესებული გამოცდილებით. ჯგუფურ პროექტზე მუშაობ? უბრალოდ შექმენი ჩანაწერი, გააზიარე ის ბმულის მეშვეობით და მოიწვიე სხვები მის სანახავად და დასარედაქტირებლად 8

* გამოსახულება იმიტირებულია ილუსტრაციისთვის.

Multi Control

მოწყობილობების მარტივი მართვა

Multi Control-ის მეშვეობით შეძლებ ერთი მაუსით, კლავიატურითა და სენსორული პანელით ერთდროულად აკონტროლო შენი Galaxy Book, Tab ან სმარტფონი. Galaxy მოწყობილობებისთვის შეგიძლია გამოიყენო შენი Galaxy Book-ისა და Galaxy Tab-ის კონტროლის საშუალებები. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ტექსტის დაკოპირება და ჩასმა, სურათების გატანა ერთი მოწყობილობიდან მეორეზე ძალიან მარტივად - თითქოს ამ მოქმედებებს ერთი და იგივე მოწყობილობაზე ასრულებ. ეს დავალებების შესრულების უფრო მარტივი, უპრობლემო გზაა. 9

* გამოსახულება მოდელირებულია ილუსტრაციისთვის.

იცხოვრე ჯანსაღად და მარტივად Samsung Galaxy-ის სერვისების მეშვეობით

შენი Galaxy Watch და Galaxy სმარტფონი მუშაობს ერთად, როგორც ერთიანი, ძლიერი გუნდი.

Samsung Health

შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესის ჰარმონიზაცია

მოიპოვე წვდომა შენს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ზოგად სიჯანსაღესთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და აკონტროლე ის შენს Samsung Galaxy მოწყობილობებზე დაინსტალებული Samsung Health app-ის მეშვეობით. გამოიყენე დეტალური მონაცემები და მიაღწიე ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებით დასახულ მიზნებს.15, 16, 17

Find My Phone

ნუ იდარდებ,ტელეფონი არსად დაგრჩება

ვერ პოულობ შენს სმარტფონს? თუ მოწყობილობა შენგან მცირე მანძილითაა დაშორებული, შეგიძლია გაააქტიურო ხმოვანი სიგნალი მასთან დაკავშირებული Watch-ისა და Find My Phone ფუნქციის მეშვეობით. თუ მოწყობილობა შენგან დიდი მანძილითაა დაშორებული და მასზე არ არის გააქტიურებული Bluetooth, Samsung Find-ის მეშვეობით შეძლებ მოიძიო მისი ადგილმდებარეობა რუკაზე და გააგზავნო ხმოვანი სიგნალი შენი Watch-ის მეშვეობით.18

(დააწკაპუნე + გამოყენების ინსტრუქციები)

გართობა საზღვრების გარეშე

ჩაიძირე შენი საყვარელი მუსიკის და ტელეშოუების სამყაროში, აღმოაჩინე სიახლეები და გაუზიარე მეგობრებს Galaxy-ს მეშვეობით.

Media Output

გააგრძელე მუსიკის დაკვრა გადართვის დროს

როდესაც გსურს გააგრძელო მუსიკის მოსმენა Bluetooth დინამიკებზე, Buds-ზე ან Wi-Fi დინამიკებზე, უბრალოდ გახსენი Media Output ფუნქცია სწრაფი პანელიდან.
ყველა მოწყობილობა შეგიძლია მოხერხებულად აკონტროლო ერთი ეკრანიდან, მხოლოდ რამდენიმე შეხებით.
ისიამოვნე შენი საყვარელი მუსიკით სახლის ნებისმიერ ადგილას 13

* გამოსახულება იმიტირებულია ილუსტრაციისთვის. მომხმარებლის რეალური ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს.

"ჰოთსფოთის" ავტომატური რეჟიმი

დარჩი ონლაინ, სადაც არ უნდა იყო

"ჰოთსფოთის" ავტომატური რეჟიმით, შენი Galaxy Tab ავტომატურად უერთდება სმარტფონის ჰოთსფოთს, რათა ყოველთვის დარჩე კავშირზე. 15

* გამოსახულება იმიტირებულია ილუსტრაციისთვის.

* გამოსახულება იმიტირებულია ილუსტრაციისთვის.

მოწყობილობა Galaxy

მარტო - კარგია.
ერთად - იდეალურია.

გაიცანი Galaxy-ს ოჯახის მოწყობილობები

 

Galaxy სმარტფონი

 

Galaxy პლანშეტი

 
  • გამოსახულება წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით. რეალური UI შესაძლოა განსხვავდებოდეს წარმოდგენილისგან.
  1. ფუნქციების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობიდან, ქვეყნიდან, ოპერატორიდან და One UI-ის ვერსიიდან გამომდინარე.
  2. ხელმისაწვდომია მოწყობილობებზე, რომლებზეც დაინსტალებულია One UI 2.1 ან უფრო ახალი ვერსია და Android OS 10 (Q OS) ან უფრო ახალი ვერსია. მხარდაჭერილი PC-ები მოიცავს Galaxy Books-ს, მათ შორის Qualcomm-ზე მომუშავე PC-ებს, რომლებიც გამოშვებულია 2020 წელს ან უფრო გვიან და სხვა მწარმოებლების Windows PC-ებს, რომლებშიც ინტეგრირებულია Intel Bluetooth/Wi-Fi დრაივერები (OS: Windows 10 2004 ან უფრო ახალი ვერსია, Bluetooth დრაივერი: Intel 22.50.02 ან უფრო ახალი ვერსია, Wi-Fi დრაივერი: Intel 22.50.07 ან უფრო ახალი ვერსია). Quick Share ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Bluetooth და Wi-Fi კავშირი. იმ მოწყობილობების რაოდენობა, რომელზეც ერთდროულადაა შესაძლებელი Quick Share ფუნქციის ფაილების გასაზიარებლად გამოყენება, განსხვავდება იმ მოწყობილობის Wi-Fi ჩიპის მიხედვით, რომლიდანაც ხდება გაზიარება. გაზიარების რეალური სისწრაფე შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის, ქსელთან კავშირის პირობების და მომხმარებლის გარემო პირობების მიხედვით. ფაილების QR კოდების გამოყენებით ან კონტაქტებთან გაზიარების შემთხვევაში, შესაძლებელია ერთ ჯერზე მაქსიმუმ 1 000 ფაილის გაგზავნა. ერთი ფაილის მაქსიმალური დაშვებული ზომაა 10GB. დღეში შესაძლებელია მაქსიმუმ 10GB მოცულობის ფაილების გაგზავნა. ბმული გაუქმდება ორი დღის შემდეგ. გამგზავნის მოწყობილობაზე გააქტიურებული უნდა იყოს Samsung-ის ანგარიში. როგორც გამგზავნის, ისე მიმღების მოწყობილობა უნდა იყოს დაკავშირებული ინტერნეტთან.
  3. Smart View ხელმისაწვდომია მხოლოდ Miracast-ის მხარდაჭერის მქონე სმარტ ტელევიზორებზე, Galaxy სმარტფონებზე და პლანშეტებზე. App Cast-ის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობიდან, აპლიკაციიდან და ქვეყნიდან/რეგიონიდან გამომდინარე.
  4. Google Meet წარმოადგენს Google LLC-ის სავაჭრო ნიშანს. ხელმისაწვდომია Galaxy-ს მოწყობილობებზე (სმარტფონებსა და პლანშეტებზე), რომლებიც რეგისტრირებულია იმავე Google ანგარიშით. ამ ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურ ზარებში. ვიდეოს ხარისხი შესაძლოა განსხვავდებოდეს ზარის მონაწილეების რაოდენობიდან და ქსელთან დაკავშირების პირობებიდან გამომდინარე. ეს ფუნქცია ექვემდებარება ცვლილებას წინასწარი შეტყობინების გარეშე.
  5. ფუნქციის „Call and text on other devices“ (ზარი და შეტყობინებები სხვა მოწყობილობებზე) გამოსაყენებლად საჭიროა, რომ ორივე მოწყობილობა რეგისტრირებული იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიშით, გარდა ამისა, საწყისი პარამეტრებით, მოწყობილობები უნდა იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან, რათა მოხდეს ავტომატური დაკავშირება. ხელმისაწვდომია Android P ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე და სულ მცირე 3GB RAM-ის მქონე მოწყობილობებზე. სერვისის ფუნქციის გაშვების თარიღი შესაძლოა განსხვავდებოდეს რეგიონიდან, ოპერატორიდან და მოწყობილობიდან გამომდინარე. ფუნქცია „Text on other devices“ (შეტყობინებები სხვა მოწყობილობებზე) იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ Samsung Messages არჩეული იქნება, როგორც ნაგულისხმევი აპლიკაცია შეტყობინებებისთვის.when Samsung Messages is set as the default message app.
  6. მომხმარებლებმა უნდა დააკავშირონ საკუთარი Samsung Galaxy მოწყობილობა Windows PC-სთან „Link to Windows“ ფუნქციის მეშვეობით მობილური მოწყობილობების შემთხვევაში და Microsoft Phone Link აპლიკაციის მეშვეობით პერსონალური კომპიუტერის შემთხვევაში და მიჰყვნენ პარამეტრების განსაზღვრის ინსტრუქციებს. საჭიროა ორივე მოწყობილობაზე Microsoft-ის ერთი და იმავე ანგარიშის გააქტიურება. Link to Windows წინასწარ არის ჩატვირთული შერჩეულ Samsung Galaxy მოწყობილობებზე. პლანშეტებზე დაინსტალებული უნდა იყოს One UI 5.1.1 ან უფრო ახალი ვერსია. PC (Microsoft Phone Link App) უნდა მუშაობდეს Windows 10 ან უფრო ახალ ვერსიაზე. Microsoft Phone Link გირჩევს, რომ Samsung Galaxy მოწყობილობა და PC დაკავშირებული იყოს ერთსა და იმავე Wi-Fi ქსელთან. ზოგიერთი მობილური აპლიკაციის კონტენტის სხვა ეკრანზე გაზიარება არ არის შესაძლებელი. ზოგიერთი დაკავშირებული ფუნქცია განსხვავდება მოწყობილობის მიხედვით. პლანშეტებში არ არის დაინსტალებული Recent Call/Message ფუნქციები. „Recent Websites“ ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Internet აპლიკაციის გამოყენებისას Samsung Galaxy სმარტფონებზე, რომლებზეც დაინსტალებულია One UI 3.1.1 ან უფრო ახალი ვერსია (Samsung Galaxy S, Note, Z Fold, Z Flip), პლანშეტებზე, რომლებზეც დაინსტალებულია One UI 5.1.1 ან უფრო ახალი ვერსია (ხელმისაწვდომია მხოლოდ Tab S მოდელებზე, არ არის ხელმისაწვდომი Tab FE ან Tab Lite მოდელებზე) და Windows PC-ებზე, რომლებიც მუშაობს Windows 10 20H1 ან უფრო ახალ ვერსიაზე. საჭიროა Microsoft Phone Link/Link to Windows/Samsung Internet აპლიკაციების უახლეს ვერსიაზე განახლება. 
  7. სმარტფონის დაკავშირებული კამერის სერვისის სახით გამოსაყენებლად მომხმარებლებმა უნდა დააკავშირონ საკუთარი Samsung Galaxy მოწყობილობა Windows PC-სთან „Link to Windows“ ფუნქციის მეშვეობით მობილური მოწყობილობების შემთხვევაში და Microsoft Phone Link აპლიკაციის მეშვეობით პერსონალური კომპიუტერის შემთხვევაში და მიჰყვნენ პარამეტრების განსაზღვრის ინსტრუქციებს. საჭიროა ორივე მოწყობილობაზე Microsoft-ის ერთი და იმავე ანგარიშის გააქტიურება. PC (Microsoft Phone Link App) უნდა მუშაობდეს Windows 11 22H2 ან უფრო ახალ ვერსიაზე, ხოლო სმარტფონზე დაინსტალებული უნდა იყოს OneUI 1.0 ან უფრო ახალი ვერსია, კამერის ეფექტი მხარდაჭერილია OneUI 6.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე მოწყობილობებზე. Microsoft Phone Link გირჩევს, რომ Samsung Galaxy მოწყობილობა და PC დაკავშირებული იყოს ერთი და იმავე Wi-Fi ქსელთან. ზოგიერთი დაკავშირებული ფუნქცია განსხვავდება მოწყობილობის მიხედვით.
  8. Second Screen ხელმისაწვდომია One UI 3.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Galaxy Tab S7, S7+ და S7 FE მოწყობილობებზე და S8, S8+, S8 Ultra, Active4 Pro მოწყობილობებზე. საჭიროა უსადენო ეკრანის მქონე და Windows 10 v.2004 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე PC-ები. ერთი დაწკაპუნებით დაკავშირების ფუნქციით სარგებლობისთვის საჭიროა Galaxy Book1 ან უფრო ახალი მოწყობილობა. Galaxy Tab-ზე და Galaxy Book-ზე გააქტიურებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიში. Second Screen ფუნქციის პირდაპირ PC-იდან ჩასართავად, მისი Galaxy Tab-ზე გააქტიურების გარეშე, ორივე მოწყობილობაზე გააქტიურებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიში.
  9. Multi Control ხელმისაწვდომია მხოლოდ შერჩეულ Galaxy Phone, Galaxy Tab და Galaxy Book მოწყობილობებზე. ის თავსებადია პლანშეტებთან, რომელიც მუშაობს One UI 4.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე (Galaxy Tab მოწყობილობების კონტროლის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა One UI 5.1.1 ან უფრო ახალი ვერსია), One UI 5.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე სმარტფონებთან და 2021 წელს, ან უფრო ახლო მომავალში გამოშვებულ Galaxy Book სერიასთან, რომელიც მუშაობს Samsung Settings v1.5-ზე (Intel) ან Samsung Settings v.3.3-ზე (ARM). ყველა მოწყობილობა რეგისტრირებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიშით. ფუნქციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელიდან გამომდინარე.

  10. ენერგიის ქულის განსაზღვრის ფუნქცია განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის. ენერგიის ქულის განსაზღვრის ფუნქცია მხარდაჭერილია მხოლოდ Galaxy Ring-ზე, Galaxy Watch4 სერიის მოწყობილობებზე და უფრო გვიან გამოშვებულ Samsung Galaxy Watch მოდელებზე (Galaxy Fit3-ის გარდა). ენერგიის ქულის შესამოწმებლად უნდა მოხდეს Samsung Galaxy Watch-ის ან Galaxy Ring-ის მეშვეობით შეგროვებული მონაცემების სინქრონიზაცია Samsung Health აპლიკაციაში. შენი დღიური ენერგიის და მზაობის დონის შესამოწმებლად საჭიროა სულ მცირე წინა დღის აქტივობის, ძილის და ძილის დროს გულისცემის სიხშირის მონაცემები.
    • არარეგულარული გულისცემის შეტყობინების (Irregular Heart Rhythm Notification (IHRN)) ფუნქციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნიდან და რეგიონიდან გამომდინარე. ზოგიერთ ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფის სამედიცინო მოწყობილობის სახით (SaMD) დამტკიცებასთან/რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ეს ფუნქცია მუშაობს მხოლოდ იმ საათებსა და სმარტფონებზე, რომელთა შეძენაც მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია (თუმცა, სერვისით სარგებლობა შესაძლოა შეიზღუდოს, თუ მოწყობილობის შეძენა მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს ამ სერვისთან დაკავშირებული შეზღუდვა). გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა არ მოხდეს შეტყობინების მიღება გულისცემის არარეგულარული რითმის ყველა დაფიქსირებულ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც მიუთითებს AFib-ზე და შეტყობინების არმიღება, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გამოვრიცხოთ რაიმე დაავადება. არ არის განკუთვნილი იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც დასმული აქვთ არითმიის დიაგნოზი და ასევე იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც არიან 22 წელზე ნაკლები ასაკის. მომხმარებლებმა არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია, ან ჩაიტარონ რაიმე სახის კლინიკური პროცედურა მხოლოდ მოწყობილობით მიღებული პროგნოზის საფუძველზე, ნებისმიერი მსგავსი ქმედების განხორციელებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა სამედიცინო სფეროს კვალიფიციურ პროფესიონალთან.
    • ECG აპლიკაციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნიდან და რეგიონიდან  გამომდინარე. ზოგიერთ ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფის სამედიცინო მოწყობილობის სახით (SaMD) დამტკიცებასთან/რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ეს ფუნქცია მუშაობს მხოლოდ იმ საათებსა და სმარტფონებზე, რომელთა შეძენაც მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია (თუმცა, სერვისით სარგებლობა შესაძლოა შეიზღუდოს, თუ მოწყობილობის შეძენა მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს სერვისთან დაკავშირებული შეზღუდვა). დამატებითი ინფორმაციის და სერვისის მომწოდებელი ქვეყნების უახლესი სიის მისაღებად, იხილეთ ბმული: https://www.samsung.com/apps/samsung-health-monitor. არ არის განკუთვნილი 22 წელზე ნაკლები ასაკის მომხმარებლებისთვის. მომხმარებლებმა არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია, ან ჩაიტარონ რაიმე სახის კლინიკური პროცედურა მხოლოდ მოწყობილობით მიღებული პროგნოზის საფუძველზე, ნებისმიერი მსგავსი ქმედების განხორციელებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა სამედიცინო სფეროს კვალიფიციურ პროფესიონალთან.
  11. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ფუნქცია ხელმისაწვდომია Android სმარტფონებზე (Android 10 ან უფრო ახალი ვერსია). საჭიროა Samsung Health აპლიკაცია (6.27 ან უფრო ახალი ვერსია) და Samsung Health-ის პერსონალიზაციასთან დაკავშირებული ნებართვა. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის და რეგიონის მიხედვით. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირების და მკურნალობისთვის. მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.

  12. AGEs ინდექსის განსაზღვრა ხდება Galaxy Watch7 სერიის და უფრო ახალ მოდელებზე. (*ლაბორატორიების ფუნქცია) AGEs ინდექსის განსაზღვრისთვის გამოიყენება Galaxy Watch7 სერიის მოწყობილობების ოპტიკური ბიო-სიგნალის სენსორი, რომელიც მუშაობს IEC62471 სტანდარტის საფუძველზე განსაზღვრული უსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისი დიაპაზონის ფარგლებში. თუმცა სინათლის მიმართ მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს შესაძლოა აღენიშნოთ მძაფრი რეაქცია სინათლეზე, მაგალითად კანის ფერის შეცვლა ან გამონაყარი. ამ ფუნქციით სარგებლობა არ არის რეკომენდებული, თუ აღგენიშნება სინათლის მიმართ მაღალი მგრძნობელობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
    • Find My Phone-ის ზარის ფუნქცია მხარდაჭერილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქტიურია Bluetooth კავშირი და მოწყობილობა კავშირის ზონაშია. Find My Mobile ფუნქციის ხმოვანი სიგნალის გააქტიურება შესაძლებელია დისტანციურად, გარკვეული მანძილიდან.
    • „Ring on Map view“ ფუნქციის საათზე გამოსაყენებლად, მოწყობილობა დაკავშირებული უნდა იყოს გარე Wi-Fi ქსელთან. სმარტფონზე გააქტიურებული უნდა იყოს „Find My Mobile“ ფუნქცია, გააქტიურებული უნდა იყოს ადგილმდებარეობის კონტროლი და დაშვებული უნდა იყოს Samsung-ის ანგარიშის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება.
  13. ენერგიის ქულის შესამოწმებლად უნდა მოხდეს Samsung Galaxy Watch-ის (Galaxy Watch4 სერიის ან უფრო ახალი მოდელები, Galaxy Fit3-ის გარდა) ან Samsung Galaxy Ring-ის მეშვეობით შეგროვებული მონაცემების სინქრონიზაცია Samsung Health აპლიკაციაში. საჭიროა სულ მცირე წინა დღის აქტივობის, ძილის და ძილის დროს გულისცემის სიხშირის მონაცემები.
  14. საჭიროა Samsung Health აპლიკაციის 6.24 ან უფრო ახალი ვერსია. მობილური ჰოტსპოტის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ოპერატორის პოლიტიკიდან გამომდინარე. ყველა მოწყობილობა რეგისტრირებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიშით. სმარტფონი დაკავშირებული უნდა იყოს მობილურ ინტერნეტთან.
  15. საჭიროა Galaxy Watch7-ის დაკავშირება Android 11-ზე მომუშავე Samsung Galaxy სმარტფონთან.
  16. Samsung Health-ის მეშვეობით მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის. მითითებები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირების და მკურნალობისთვის. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს. UX/UI განსხვავდება პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, მოდელის, რეგიონის და სხვა ფაქტორების მიხედვით.
  17. Samsung Find (Find My Phone) მხარდაჭერილია Wear OS-ზე მომუშავე Galaxy Watch მოწყობილობებზე, რომლებიც დაკავშირებულია Android 10 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Galaxy სმარტფონებთან. დაკავშირებულ სმარტფონზე გააქტიურებული უნდა იყოს Samsung-ის ანგარიში. *Find My Phone ringing და Ringing on Map view ფუნქციებით სარგებლობა შესაძლებელია, როდესაც მოწყობილობაზე ჩართულია Bluetooth და სმარტფონი არ არის დიდი მანძილით დაშორებული მოწყობილობისგან. *ფუნქციის დისტანციურად გასააქტიურებლად შენს Watch-ზე გააქტიურებული უნდა იყოს Wi-Fi ან მობილური ინტერნეტი. შენს Watch-ზე და სმარტფონზე გააქტიურებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიში და ჩართული უნდა იყოს ადგილმდებარეობის ტრეკინგის ფუნქცია.
  18. Wi-Fi დინამიკების Media Output-თან დასაკავშირებლად, დინამიკებს უნდა ქონდეს Chromecast-ის მხარდაჭერა და შესაძლებელი უნდა იყოს მათი დაკავშირება One UI 5.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Galaxy მოწყობილობებთან. Wi-Fi დინამიკი და Galaxy მოწყობილობა დაკავშირებული უნდა იყოს ერთსა და იმავე Wi-Fi ქსელთან. Media Output-ის გამოსაყენებლად Bluetooth დინამიკებზე და Buds-ზე გააქტიურებული უნდა იყოს დაწყვილების რეჟიმი.
  19. Auto Switch ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ One UI 4.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Galaxy სმარტფონებსა და პლანშეტებზე, Galaxy Watch4 სერიის და უფრო ახალ მოწყობილობებზე, 2022 წელს და უფრო გვიან გამოშვებულ Samsung TV მოდელებზე და One UI 6.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე Galaxy Book მოდელებზე. Auto Switch ფუნქციის გამოსაყენებლად Galaxy Buds სულ მცირე ერთხელ მაინც უნდა იყოს დაკავშირებული შენს Galaxy სმარტფონთან, პლანშეტთან, საათთან, ტელევიზორთან ან Book-თან. Auto Switch ხელმისაწვდომია მხოლოდ Buds2 Pro, Buds3 და Buds3 Pro მოდელებზე. შესაბამის პროდუქტებზე გააქტიურებული უნდა იყოს Samsung-ის ერთი და იგივე ანგარიში, Bluethooth და Wi-Fi.