ხელოვნებით გონების
გაჯანსაღების 5 მეთოდი
მონიტორთან დიდხანს ჯდომისას არა მხოლოდ კუნთები, არამედ აზროვნება ნელდება. გადატვირთე გონება კრეატიული სავარჯიშოებით.
ცოცხალი ყვავილები, წვიმა, ფიზიკური აქტივობა და გენერალური დასუფთავება - ზაფხულის უცვლელი ატრიბუტებია. ეს ასევე შესანიშნავი დროა გონების დასასვენებლად. გამოიყენე თბილი სეზონი, როგორც გავარჯიშების და მოწყენისგან გათავისუფლების საშუალება, თუ არა სამუდამოდ, შემდეგ ცივ ამინდამდე მაინც. ამაში კრეატიული სავარჯიშოები დაგეხმაარება.
წარმოგიდგენთ რამდენიმე იდეას, რომლებიც ამ გაზაფხულზე ახალ სიმაღლეებზე აგიყვანს.
დაიწყე ფოტოგასეირნება
ალბათ ფიქრობ, რომ კარგად იცნობ შენს რაიონს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბოლომდე ასე არ არის: ნაცნობ ადგილებში სიარული სწრაფად ხდება ერთფეროვანი - ძაღლის პარკში გასეირნება, სამსახურში წასვლა, სურსათის მაღაზიაში შევლა. რა მოხდება, თუ გარეთ გასვლის სხვა მიზეზს მოიფიქრებ? ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, აღმოაჩინო ნაცნობი ადგილები ახალი პერსპექტივიდან.
დაგეგმე გასეირნება, რომლის დროსაც შეასრულებ ხუთ ფოტო დავალებას - მოუფიქრე საკუთარ თავს დავალებები. მაგალითად, „გადაიღე მეგობრის ფოტო“, „გადაიღე ის, რისგანაც სუნთქვა გეკვრის“, „გადაიღე ძლიერი ემოცია“. მიეცი გზა ფანტაზიას, აიღე Galaxy S21 და არ დაბრუნდე სახლში, სანამ არ მიაღწევ შენს ფოტო მიზნებს.
შეუერთდი თანამოაზრეებს
კრეატიულობა გეხმარება ყოველი წამის შეგნებულად გატარებაში. თუმცა, ენთუზიაზმი სწრაფად გაქრება სხვა ადამიანების გამოხმაურების გარეშე.
თანამოაზრეებთან ურთიერთობა ხელს უწყობს საგნების სხვა კუთხით დანახვას და ვადების დაცვას. სხვა ავტორების ნამუშევრები ახალ იდეებს შთაგაგონებს. მოაწყე ყოველკვირეული შეხვედრები კრეატიულ ადამიანებთან ან გადმოწერე PENUP Google Play-ზე. აპლიკაციაში შეგიძლია შეუერთდე კრეატიულ ონლაინ საზოგადოებას და მიიღო შთაგონება.
მოიშორე მოწყენილობა
ყველაზე ხშირად, შემოქმედებითი გარღვევა ხდება მაშინ, როცა ტვინი მოდუნებულია და შეუძლია ფოკუსირება მეორეხარისხოვან ინფორმაციაზე, რომელსაც აგროვებს დღის მანძილზე. როდესაც არ ვართ ორიენტირებული კონკრეტულ დავალებაზე, გონების ენერგია მიმართულია იმ შემთხვევითობების დამუშავებასა და გაგებაზე. თუ შეამჩნიე, რომ საუკეთესო იდეები შხაპის მიღებისას მოგდის, ახლა უკვე იცი, რატომ. დაგეგმე ცნობიერების ყოველდღიური მოდუნება – მიეცი ტვინს საშუალება, დაისვენოს.
იპოვე ახალი ჰობი
გონებისის მოდუნება საქმის ნახევარია. ასევე მნიშვნელოვანია აიძულოთ ტვინი იფიქროს რაიმე ახალზე და ამით მისცე კრეატიულ იდეებს გენერირების სტიმული.
მაგალითად, თუ მიჩვეული ხარ ყველაფრის ჩაწერას, სცადე ხატვაც. ესკიზების და ნახატების შექმნა დაგეხმარება ყურადღების გადატანაში გრძნობების ანალიზიდან საგნების იერსახეზე. ფოტოგრაფს შეუძლია დაკავდეს ქანდაკებით, რათა ყურადღება მიაქციოს საგნების სამგანზომილებიანობას. Galaxy Tab S7 დაგეხმარება ვიზუალური კრეატიულობის განვითარებაში: დახატო, გააკეთოთ ჩანაწერები, დაარედაქტირო ფოტოები და მოძებნო შთამაგონებელი მაგალითები.
გათავისუფლდი ფიქრებისგან
ზოგჯერ, რაიმეს შექმნის დასაწყებად, საკმარისია აზრების ფურცელზე გადატანა. დღიურის წარმოება ან ყოველდღიური ხატვა გეხმარება იდეების ახალი პერსპექტივიდან დანახვასა და გაუმჯობესებაში. გააკეთე ეს თავი, უმიზნოსუფლად - მხოლოდ იმისთვის, რომ ახალი აზრებისთვის ადგილი დაგრჩეს. გაგიკვირდება როცა აღმოაჩენ, რა შესაძლებლობები აქვს შენს გონებას!
ეცადე ყოველ დილით გამოყო 15-20 წუთი რამდენიმე გვერდის დასაწერად ან რამდენიმე ჩანახატის დასახატად. Galaxy S21 Ultra-ს ან Galaxy Tab S7-ის S Pen კალამი ამაში დაგეხმარება: დახატე ეკრანზე ისე, თითქოს ჩვეულებრივი ფანქრით ხატავდე ქაღალდზე.