Galaxy Buds3
Galaxy AI უკვე ხელმისაწვდომია შენს უახლეს Galaxy Buds3-ზე. აღმოაჩინე ახალი დეტალები შენს საყვარელ მუსიკებში. ინოვაციური, დახრილი დიზაინი, რათა უკეთ შეიგრძნო ხმის ხარისხი. შეიგრძენი რიტმი ახალი, მძლავრი და დინამიური ხმის მქონე 11 მმ-იანი დინამიკის მეშვეობით. მოისმინე თითოეული ნოტი განსხვავებული ტემბრით და სიმკვეთრით 24-bit კოდეკის მეშვეობით, რაც მოგანიჭებს დაუვიწყარ Hi-Fi გამოცდილებას. არ გამოტოვო არც ერთი დეტალი Galaxy AI-ით მხარდაჭერილი ANC და რეალურ დროში თარგმნის ფუნქციის მეშვეობით.
- *Interpreter ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია. კონკრეტული ენებით სარგებლობისთვის შეიძლება საჭირო იყოს შესაბამისი ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არჩეულ ენაზე. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული ფუნქციების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის ან ოპერატორის მიხედვით. მხარდაჭერილი ენების ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავებული იყოს.
- **გამოსახულებები სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით. პროცესები შემოკლებული და სიმულირებულია. რეალური UI შეიძლება განსხვავებული იყოს.
- ***აუდიო თარჯიმნის ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, როდესაც გიკეთია Buds, რომელიც დაკავშირებულია Samsung Galaxy სმარტფონთან. Interpreter ფუნქცია უშუალოდ Buds-ში არ არის ინტეგრირებული. თუ Buds არ არის ხელმისაწვდომი, ნათარგმნი კონტენტი გამოჩდნება შენი Samsung Galaxy სმარტფონის ეკრანზე.
ㅤ
- *გამოსახულებები სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით. პროცესი შემოკლებული და სიმულირებულია. რეალური UI შეიძლება განსხვავებული იყოს.
- **უმაღლესი ხარისხის აუდიო 24bit/96kHz-მდე პარამეტრებით ხელმისაწვდომია Galaxy S24 სერიის სმარტფონებზე, S23 სერიის სმარტფონებზე, Z, Z Flip6, Z Fold5, Z Flip5 და Tab S9 სერიის მოწყობილობებზე, რომლებიც მუშაობს One UI 6.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე. სამომავლოდ შეიძლება დაემატოს სხვა მოწყობილობების მხარდაჭერა.
- ***ნაგულისხმევი პარამეტრებით, ANC(Active Noise Canceling) ფუნქცია გამორთულია.
- ****Interpreter ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Samsung Account-ზე ავტორიზაცია. კონკრეტული ენებით სარგებლობისთვის შეიძლება საჭირო იყოს შესაბამისი ენის პაკეტის ჩამოტვირთვა. სერვისის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არჩეულ ენაზე. შედეგების სიზუსტე არ არის გარანტირებული. ფუნქციების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნის, რეგიონის ან ოპერატორის მიხედვით. მხარდაჭერილი ენების ხელმისაწვდომობა შესაძლოა იყოს განსხვავებული.
- *****აუდიო თარჯიმნის ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, როდესაც გიკეთია Buds, რომელიც დაკავშირებულია Samsung Galaxy სმარტფონთან. Interpreter ფუნქცია უშუალოდ Buds-ში არ არის ინტეგრირებული. თუ Buds არ არის ხელმისაწვდომი, ნათარგმნი კონტენტი გამოჩდნება შენი Samsung Galaxy სმარტფონის ეკრანზე.
- ******Galaxy AI ფუნქციები მხარდაჭერილია Galaxy S24 სერიის სმარტფონებზე, Galaxy S23 სერიის სმარტფონებზე, Galaxy Z Fold5 სერიის სმარტფონებზე, Galaxy Z Flip5, Galaxy S23 FE, Galaxy S22 სერიის სმარტფონებზე, Galaxy Z Fold4 სერიის სმარტფონებზე და Galaxy Z Flip4-ზე, 2024 წლის მაისის მონაცემებით.
ინოვაციური დიზაინი და გასაოცარი ჟღერადობა
საიმედოდ დამაგრება საოცარი ჟღერადობისთვის
შეუდარებელი ხმა განახლებული დიზაინის და გაუმჯობესებული ტექნოლოგიის წყალობით. შეიგრძენი განსხვავება ჩვენი სრულიად ახალი, ღია ტიპის, დახრილი დიზაინის მქონე კომფორტული ყურსასმენით, რომელიც მჭიდროდ მაგრდება ყურში.
ერგონომიული დიზაინი
ჩვენი ინოვაციური, დახრილი დიზაინი უზრუნველყოფს ყურსასმენის კომფორტულად ტარებას, რისი შექმნისთვისაც გამოყენებულ იქნა კომპიუტერული დიზაინის ინსტრუმენტის მეშვეობით გენერირებული ყურის სამგანზომილებიანი გრაფიკა. ის შექმნილია ხმის ოპტიმიზაციის და ყურის არხზე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, რაც მას ყოველდღიური გამოყენებისთვის იდეალურ მოწყობილობად აქცევს.
აკონტროლე მხოლოდ ერთი შეხებით
აკონტროლე შენი ყურსასმენები მარტივი ჟესტების მეშვეობით სმარტფონის ჯიბიდან ამოღების გარეშე. თითის სწრაფად გასმის შემთხვევაშიც კი შეგიძლია არ იღელვო, რომ Galaxy Buds3 ყურიდან გამოვარდება.
გადაეშვი ბგერების ტალღებში
შეიგრძენი რიტმი
გადახე ხმა უფრო დინამიური 1,5-ჯერ გაძლიერებული დიაფრაგმის მქონე 11 მმ-იანი დინამიკით.
Hi-Fi ხმა
შენი Galaxy Buds3 საშუალებას გაძლევს მოუსმინო მუსიკას ხმის ჩამწერი სტუდიის ხარისხით. Samsung Seamless კოდეკი უზრუნველყოფს 24bit/96kHz-მდე პარამეტრების აუდიო კონტენტის შეკუმშვას და კოდირებას. შემდეგ კოდეკი Galaxy Buds3-ში ახდენს ამ კონტენტის დეკოდირებას პარამეტრების 24bit / 96kHz-ზე შენარჩუნებით, რისი წყალობითაც შეგიძლია მოუსმინო მაქსიმალურად მკაფიო და რეალისტურ ხმას.
Galaxy AI-ს წყალობით მუსიკის მოსმენა სასიამოვნოა
შექმენი მუსიკის პერსონალური სამყარო Galaxy AI-თ მხარდაჭერილი Adaptive EQ/Adaptive ANC ტექნოლოგიების მეშვეობით; ჩვენი AI-თ მხარდაჭერილი ალგორითმი რეალურ დროში აანალიზებს შიდა და გარე მიკროფონით დაფიქსირებულ ბგერებს, რა დროსაც ითვალისწინებს ყურის ფორმას და ყურსასმენის ტარების ჩვევებს. შემდეგ Galaxy AI ახდენს აუდიო კონტენტის ოპტიმიზაციას, რისთვისაც მაღალი სიზუსტით აკორექტირებს ხმას ყურზე მორგებული ყურსასმენის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ANC საშუალებას გაძლევს ისიამოვნო სუფთა ხმით
ANC-ის წყალობით აღარ არის საჭირო ხმის პარამეტრების ვარაუდით დაყენება. არ აქვს მნიშვნელობა უახლეს შოუებს უყურებ, საუკეთესო მეგობარს ესაუბრები თუ შენს ფლეილისტს უსმენ, ხმა ნებისმიერ სიტუაციაში იდეალურადაა რეგულირებული.
წამებში გადალახე ენობრივი ბარიერები
Galaxy AI-ს მეშვეობით შენ შეძლებ გაუგო მთელს სამყაროს. იხილე ნათარგმნი კონტენტი შენს Samsung Galaxy სმარტფონზე და ამავდროულად, შენი Galaxy Buds3-ის მეშვეობით რეალურ დროში მოისმინე ნათარგმნი დიალოგი. გაიგე, რას ნიშნავს ენობრივი ბარიერების გარეშე ცხოვრება. დიალოგის რეჟიმზე გადასვლისთვის, მოათავსე სმარტფონის მიკროფონი თანამოსაუბრის მიმართულებით, სწრაფად შეეხე შენს Galaxy Buds3-ს და რეალურ დროში მოუსმინე დიალოგის თარგმანს.
მოსმენის რეჟიმზე გადასვლისთვის უბრალოდ გაუსვი ცერი და საჩვენებელი თითი ყურსასმენს და დააყოვნე თითები ყურსასმენზე, რის შემდეგაც შენი Galaxy Buds3 გააგრძელებს თანამოსაუბრის საუბრის თარგმნას.
დიალოგის რეჟიმზე გადასვლისთვის, მოათავსე სმარტფონის მიკროფონი თანამოსაუბრის მიმართულებით, სწრაფად შეეხე შენს Galaxy Buds3-ს და რეალურ დროში მოუსმინე დიალოგის თარგმანს.
სუპერ მკაფიო ხმა სატელეფონო საუბრისას
შეუფერხებელი, ზუსტი და მაღალი ხარისხის ზარების განხორციელება გსურს? Galaxy Buds3 გთავაზობს უფრო მაღალი ხარისხის ზარების განხორციელების შესაძლებლობას მაღალი დონის მანქანური სწავლების და ფართოდიაპაზონიანი ტექნოლოგიის მეშვეობით. სათანადოდ მომზადებული მანქანური სწავლების მოდელი აანალიზებს ფონურ ხმებს და მომხმარებლის ხმის მახასიათებლებს. შემდეგ ის აშორებს არასაჭირო ხმაურს და აუმჯობესებს ზარის ხარისხს, რაც უზრუნველყოფს შენი ხმის მაღალ გარჩევადობას — ხმაურიან გარემოშიც კი. გააუმჯობესე საუბრის ხარისხი სუპერ ფართო დიაპაზონის ზარების მეშვეობით - გააორმაგე სტანდარტული Bluetooth ზარების ხმის დიაპაზონი.
TV 360 Audio
ისიამოვნე სივრცული ხმის მოსმენის გამოცდილებით. 360 Audio არის ფუნქცია, რომელიც ზუსტად ამოიცნობს ხმის მიმართულებას შენი თავის მოძრაობის მიხედვით და გთავაზობს სივრცულ ხმას უფრო რეალისტური მოსმენის და ყურების გამოცდილების მისაღებად.
შეცვალე მოწყობილობა ისე, რომ არ გამოტოვო არც ერთი ბგერა PC Auto Switch-ის მეშვეობით
PC Auto Switch Galaxy Buds3-ზე ამოიცნობს აუდიო აქტივობას და ახდენს კავშირის გადამისამართებას შენს რჩეულ Samsung Galaxy მოწყობილობებს შორის, რათა შეძლო შეუფერხებლად მუშაობა და თამაში.
გააზიარე შენი აუდიო კონტენტი Auracast-ის მეშვეობით
Auracast ტექნოლოგიის მეშვეობით შეგიძლია განახორციელო შენი აუდიო კონტენტის სტრიმინგი ნებისმიერი რაოდენობის მოწყობილობაზე. მარტივად გადააქციე შენი Samsung TV, Samsung Galaxy სმარტფონი ან პლანშეტი რადიო გადამცემად და დაამყარე კომუნიკაცია სხვებთან.
უბრალოდ წარმოთქვი ბრძანება
აკონტროლე შენი აუდიო პარამეტრები შენს სმარტფონზე შეხების გარეშე. უბრალოდ წარმოთქვი ბრძანება, მაგალითად „next song“ (შემდეგი სიმღერა) ან „volume up“ (ხმის აწევა), დანარჩენს Galaxy Buds3 გააკეთებს.
მოძებნე მშვიდი და კომფორტული სივრცე
სიმშვიდე ყოველდღიური პრაქტიკას საჭიროებს. ღილაკზე ერთი დაჭერით შეგიძლია გაჩნდე მშვიდ სამყაროში, რაშიც დაგეხმარება Calm-ის მიერ მოწოდებული აპლიკაცია Samsung Health. მოიხსენი სტრესი დამამშვიდებელი მელოდიებითდა ბუნების ხმებით, გაიუმჯობესე კონცენტრაცია თეთრი ხმაურით ან ASMR-თან დაკავშირებული ხმებით, რაც დაგეხმარება გახდე უფრო ბედნიერი და ჯანმრთელი.
ისიამოვნე Android სმარტფონებთან დაკავშირების გამარტივებული გამოცდილებით
გამოსცადე Galaxy Wearable შენს Android სმარტფონზე. მარტივად დააკავშირე Galaxy Watch, Buds ან Ring შენს Android სმარტფონთან. საჭიროა მხოლოდ Galaxy Wearable და Samsung Health აპლიკაციების გადმოწერა Google Play-დან. Galaxy Wearable აპლიკაციაში შეგიძლია გამოსცადო სხვადასხვა ციფერბლატები, გააერთიანო და ერთმანეთს შეუხამო სასურველი ფუნქციები.
- *საჭიროა Galaxy Watch7-ის, Galaxy Watch Ultra-ს და Galaxy Ring-ის დაწყვილება Android 11.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე სმარტფონთან და სულ მცირე 1,5 GB მეხსიერება.
- **Galaxy Buds-ის Bluetooth Audio-ს სახით დაკავშირება შესაძლებელია ნებისმიერი OS-ის მქონე მოწყობილობასთან, თუმცა Galaxy Wearable აპლიკაციაში დამატებითი პარამეტრების კონფიგურაციისთვის საჭიროა Galaxy Buds-ის დაწყვილება Android 10.0 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე სმარტფონთან და სულ მცირე 1.5GB მეხსიერება.
- ***Galaxy Wearable აპლიკაციის დამატებითი პარამეტრები მოიცავს Noise Control, Adaptive EQ, Pinch Control ფუნქციებს და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას.
- ****ზოგიერთი ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ Samsung Galaxy სმარტფონებზე.
- *****Galaxy Wearable აპლიკაცია არ არის მხარდაჭერილი iOS მოწყობილობებზე.
- ******Samsung Health Monitor აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy სმარტფონებზე.
ყველაფერი ჰარმონიაშია
მუსიკა და აუდიო კონტენტი მუდამ შენთანაა, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.
- *უსადენო დატენვის მხარდაჭერა.
- **როდესაც ჩართულია/გამორთულია ANC ფუნქცია, სრულად დამუხტული ყურსასმენები და ქეისი მუშაობს 30 სააათამდე. მონაცემები ეფუძნება შიდა ტესტირებას. მოსმენის დროის ტესტირება ჩატარებულია Galaxy Buds3-ის გამოშვების წინა ვერსიის გამოყენებით, რომელიც დაწყვილებულია ახლახან გამოშვებულ Galaxy სმარტფონთან ნაგულისხმევი პარამეტრებით. ელემენტის მუშაობის რეალური ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოყენების პირობებზე, პარამეტრებზე, დამუხტვების რაოდენობაზე, Bluetooth სიგნალის სიმძლავრეზე და სხვა ფაქტორებზე. „მოსმენის დრო“ აღნიშნავს ტელეფონთან დაკავშირებული Galaxy Buds3-ის მეშვეობით სტრიმინგ-მუსიკის მოსმენის დროს. მოსმენის რეალური დრო დამოკიდებულია პარამეტრებზე.
- ***Auracast Assistant შესაძლებლობის მქონე მოწყობილობები ხელმისაწვდომია მხოლოდ Samsung Galaxy სმარტფონებზე, Android One UI 5.1.1 ან უფრო ახალ ვერსიაზე მომუშავე პლანშეტებზე და ტელევიზორების კონკრეტულ მოდელებზე. მხარდაჭერილი Galaxy სმარტფონების და პლანშეტების მოდელებია: S24+, S24, S24 Ultra, S23+, S23, S23 Ultra, Z Fold5, Z Flip5, Z Fold4, Z Flip4, A54 5G, A55 5G, M54 5G, Tab S9+, Tab S9+ 5G, Tab S9, Tab S9 Ultra, Tab S9 Ultra 5G, Tab S9 FE+, Tab S9 FE+ 5G, Tab S9 FE, Tab S9 FE 5G, Tab S9 5G და Tab Active 5G.
- ****Auracast-თან 2 ან მეტი მოწყობილობის დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ Samsung Galaxy მოწყობილობების გამოყენების შემთხვევაში.
- *****Auracast-ის მეშვეობით განხორციელებული აუდიო სტრიმინგის ხარისხი შესაძლოა განსხვავდებოდეს აპლიკაციის, ქსელის პარამეტრების და სხვა ფაქტორების მიხედვით.
- ******IP57 რეიტინგი ეფუძნება ლაბორატორიულ ტესტირებას, რომლის დროსაც მოხდა მოწყობილობის მოთავსება მტკნარ წყალში 1 მეტრის სიღრმეზე 30 წუთის განმავლობაში..
- *******არ არის რეკომენდებული პლაჟზე ან აუზზე გამოყენება. დამუხტვის ქეისი არ არის წყალგამძლე. ყურსასმენების დაზიანების შემთხვევაში მიწი წყალგამძლეობა ვეღარ იქნება გარანტირებული. გამოყენებამდე ან ქეისში მოთავსებამდე სველი ყურსასმენები სათანადოდ უნდა გაამშრალო, ასევე არ შეეხო ყურსასმენებს სველი ხელებით. სველი ყურსასმენების დამუხტვის ქეისში მოთავსებამ შეიძლება მათი დაზიანება გამოიწვიოს.
შენ გელოდება შენი მომდევნო Buds
მახასიათებლები
-
Bluetooth ვერსია Bluetooth v5.4
-
სენსორები აქსელერომეტრი, გიროსკოპი, Hall სენსორი, წნევის სენსორი, მანძილმზომი სენსორი, შეხების სენსორი, ხმის ვიბრო აღმქმნელი
-
ყურსასმენის წონა 4.7
მხარდაჭერა
იხილე პასუხები შენს კითხვაზე პროდუქტთან დაკავშირებით
ხშირად დასმული კითხვები
- როგორ დავაკავშირო Samsung Galaxy მოწყობილობასთან ერთდროულად ორი Bluetooth მოწყობილობა
- როგორ გამოვიყენო Samsung Galaxy Ring
- როგორ განაახლოთ პროგრამული უზრუნველყოფა და პროგრამები თქვენს Samsung Galaxy Watch Active2-ზე
- როგორ გავიგო Samsung-ის მოწყობილობის დამზადების (წარმოების) თარიღი
- რით განსხვავდება Galaxy Watch7 წინა მოდელებისგან
{{family.currentModel.displayName}}
{{family.currentModel.modelCode}}
Price with discount: {{model.prices.currentPriceDisplay}}
Price before: {{model.prices.priceDisplay}}
-
{{summary.title}}
-
{{summary.title}}
შეადარე მოდელები
შეადარე მსგავს მოწყობილობებს