Smartthings
ცხოვრება უფრო მარტივია SmartThings-თან ერთად
შემოიტანე სიმყუდროვე შენს დაკავშირებულ სამყაროში. დააკავშირე შენი ჭკვიანი მოწყობილობები და მართე შენი სახლი ერთი, მარტივად გამოსაყენებელი აპლიკაციიდან. SmartThings უზრუნველყოფს სახლის საქმიანობისა და დასვენების შეთავსების საშუალებას, რათა ფოკუსირება მოახდინო იმაზე, რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. უკვე თავსებადია Matter-თან და უამრავ სხვა მოწყობილობასთან.
ჩამოტვირთე SmartThings აპლიკაცია.
გამარტივებული ცხოვრება. შენი გემოვნებით მოწყობილი სახლი.
მოახდინე შენი სახლის მოწყობილობების ოპტიმიზაცია და მოარგე შენი ჭკვიანი ცხოვრების სტილსა და საჭიროებებს.
ისიამოვნე ინოვაციური, SmartThings-თან თავსებადი აპარატურით მოწყობილი პერსონალიზებული სახლით, რაც ამარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას.
დაისვენე საზრუნავისგან
შენი სახლი ერთ ეკრანზე
მართე შენი სახლის მოწყობილობების პარამეტრები სავარძლიდან წამოდგომის გარეშე.
გამოიყენე SmartThings აპლიკაცია მოწყობილობების შესამოწმებლად და სხვა მრავალი დანიშნულებით.
შენი სახლი შენს ხელშია
SmartThings შენი სახლის დისტანციურად მართვის მძლავრი საშუალებაა.
გაიგე, თუ როგორ შეუძლია ერთ აპლიკაციას რადიკალურად შეცვალოს შენი ცხოვრების სტილი.
სახლი, რომელიც შენი გრაფიკით მუშაობს
შენს სახლს უკვე შეუძლია ფეხი აუწყოს შენს დატვირთულ გრაფიკს.
SmartThings შენი სახლის მოწყობილობების ავტომატიზაციის საშუალებას გაძლევს, რათა შენი დილა უფრო მარტივი, ღამე კი უფრო მშვიდი იყოს.
SmartThings და Matter. უფრო მარტივი, ვიდრე ოდესმე.
SmartThings თავსებადია Matter-თან, კავშირის რევოლუციურ სტანდარტთან, რომელსაც გააჩნია 280 კომპანიის მხარდაჭერა, რაც საშუალებას გაძლევს თავად გადაწყვიტო, სახლისთვის რომელი მოწყობილობა შეიძინო.
უბრალოდ მოძებნე Matter-ის ლოგო.
დაუკავშირდი და გამოსცადე
მეტი SmartThings-თან ერთად
SmartThings უფრო მეტად არის ინტეგრირებული სხვა ჭკვიან მოწყობილობებთან, რაც კოდევ უფრო ამარტივებს ცხოვრებას.
მაღაზიებში და ინტერნეტში მოძებნე სიმბოლო წარწერით „თავსებადია SmartThings-თან“.
გამოიყენე Samsung Galaxy უფრო ეფექტურად
SmartThings ამარტივებს შენს ყოველდღიურ საქმიანობას.
SmartThings-ის საშუალებით, რომელიც ორგანულადაა ინტეგრირებული შენს Galaxy მოწყობილობებზე დაინსტალებულ აპლიკაციებში, შენი ყოველდღიური საქმიანობა უფრო ინტუიციური, მოხერხებული და სასიამოვნოა.
გათიშე ტელევიზორის ხმა პირდაპირ შენი Galaxy მოწყობილობიდან შემომავალი ზარის დროს 1
უკვე აღარ არის საჭირო დისტანციური პულტის გამუდმებით ძებნა 1
გამოიყენე SmartThings მოწყობილობები შენი არჩეული რეჟიმით, რათა ღამეები უფრო კომფორტული გახადო. 6,7
როგორც კი ჩაძინების ნიშნებს დააფიქსირებს, Galaxy Watch გაააქტიურებს ძილის რეჟიმს.6,7
Galaxy სმარტფონს გადააქვს ამ საოცარი პეიზაჟის გამოსახულება უკანა პლანზე მოცემულ Samsung TV-ის ეკრანზე. ტელევიზორის ეკრანზე ჩნდება პეიზაჟის იდენტური გამოსახულება.
უყურე სატელევიზიო შოუებს ეკრანის ოპტიმალური გამოსახულების არჩევით 5
დააყენე შენს კალენდარზე მნიშვნელოვანი მოვლენები და შემხსენებლები 5
მიიღე შეტყობინებები შენი სახლის მოწყობილობებიდან 5
სრულად ჩაიძირე მუსიკაში
SmartThings Music Sync ფუნქციის მეშვეობით, შენი Philips Hue სანათის ფერები და სიკაშკაშე იცვლება და იწყებს „ცეკვას“ მელოდიასთან ერთად, რათა მუსიკა შეიგრძნო ყურით, თვალითა და სულით. 8
აკონტროლე შენი სახლი ავტომობილიდან
Android Auto-თან დაკავშირებული SmartThings ყურადღებას მიაქცევს შენს სახლს.
აკონტროლე შენი SmartThings მოწყობილობები ავტომობილის სისტემის ეკრანიდან, გვერდზე გადადე სმარტფონი და თვალყური ადევნე გზას.
სახლს მიუახლოვდი?
ჩართე თერმოსტატი, გაააქტიურე ჰაერის გამწმენდი და გააღე ავტოფარეხის კარი - ეს ყველაფერი შენი ავტომობილის სისტემის მთავარ ეკრანზე ერთი დაწკაპუნებით.13
ერთი-ორი ხმოვანი ასისტენტი ცხოვრებას გაგიადვილებს
ჩართე ტელევიზორი და მტვერსასრუტი ხმოვანი ბრძანებებით.
შენი სახლის კონტროლისთვის შეგიძლია გამოიყენო ერთი ან რამდენიმე ხმოვანი ასისტენტი.14
მოდი დავიწყოთ SmartThings-ით სარგებლობა
დაკავშირებულ ცხოვრებამდე ერთი ღილაკი გაშორებს.
SmartThings აპლიკაციაში აირჩიე მენიუ „როგორ გამოვიყენოთ“ (How-to-use).
- სურათი წარმოდგენილია საილუსტრაციო მიზნით. რეალური UI შეიძლება განსხვავებული იყოს.
- თითოეული მოწყობილობა უნდა დაუკავშირო Wi-Fi ან სხვა უსადენო ქსელს.
- SmartThings-თან თავსებადობის უზრუნველსაყოფად, ყველა მოწყობილობა რეგისტრირებული უნდა იყოს ერთი Samsung-ის ანგარიშით.
- ტექნოლოგია, ფუნქციები და მახასიათებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის, სერვის პროვაიდერის, ქსელური გარემოს ან პროდუქტის მიხედვით და ექვემდებარება ცვლილებებს წინასწარი შეტყობინების გარეშე.
- პროდუქტზე ან პროდუქტის პაკეტზე მოძებნე SmartThings-ის ლოგო წარწერით „თავსებადია SmartThings-თან“.
- „Bixby“ ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტულ ენებზე და კონკრეტული აქცენტებზე/დიალექტებზე.
- SmartThings სერვისებთან წვდომისთვის თავსებადი მოწყობილობების შეძენა უნდა მოხდეს ცალკე.
- Matter მოწყობილობების SmartThings-თან დაკავშრებისთვის საჭიროა Matter სტანდარტთან თავსებადი Hub.
- Matter ჰაბის ფუნქციის დამატება შესაძლებელია firmware-ის განახლების მეშვეობით. მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებია: Hub (IM6001-V3P**, STH-ETH-200, STH-ETH-250), Samsung TV (QN900B/QN800B/QN700B/QN95B/S95B/QN90B/QN85B/Q80B/Q70B/Q60B/BU8/The Serif/The Frame/The Sero , გამოშვებული 2022 წელს), Smart Monitor (M50B და მომდევნო მოდელი, გამოშვებული 2022 წელს), Family Hub (მოდელები, რომლებიც გაყიდვაში გამოვიდა აშშ-ში და კორეაში 2017 წელს ან შემდგომ პერიოდში, RH9000 არ იყიდება კორეაში). განახლება შეიძლება სხვადასხვა დროს იქნას მოწოდებული.
- C149:C154ზემოთ მოცემულ Matter სტანდარტთან თავსებად ჰაბებს გააჩნია Wi-Fi სისტემაზე მომუშავე Matter მოწყობილობების მხარდაჭერა.
- Thread სისტემაზე მომუშავე Matter მოწყობილობების Samsung TV-სთან, Family Hub-თან ან Smart Monitor-თან დასაკავშირებლად საჭიროა SmartThings Dongle ან Thread border როუტერი. STH-ETH-200 ან STH-ETH-250 Hub-თან დასაკავშირებლად საჭიროა Thread border როუტერი.
- ზემოთ აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომია One UI 3.1 ან უფრო ახალ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილურ მოწყობილობებზე, რომლებზეც დაინსტალებულია SmartThings აპლიკაცია.
- ზემოთ აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომია One UI 5.0 ან უფრო ახალ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილურ მოწყობილობებზე, რომლებზეც დაინსტალებულია SmartThings აპლიკაცია. მობილური მოწყობილობები, რომლებიც მუშაობს One UI 3.1 ან უფრო ახალ, მაგრამ One UI 5.0-ზე ძველ ოპერაციულ სისტემაზე, ამ ფუნქციასთან წვდომისთვის ესაჭიროებათ Clock აპლიკაცია. ეს რეჟიმები მომხმარებლის მიერ წინასწარ უნდა იყოს დაყენებული.
- ხელმისაწვდომია Galaxy Watch4-ის და მომდევნო სერიების მოწყობილობებზე.
- ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy მოწყობილობებზე. ამ ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა Philips Hue თეთრი ან ფერადი სანათები და Hue Bridge.
- Galaxy SmartTags-ის Bluetooth კავშირის მაქსიმალური მანძილია 120მ, დაბრკოლებების არარსებობის შემთხვევაში. რეალური მაჩვენებლები დამოკიდებულია მისი გამოყენების პირობებზე.
- ამჟამად ხელმისაწვდომია Galaxy სმარტფონებზე და პლანშეტებზე, რომლებზეც დაინსტალებულია Android 8.0 და უფრო ახალი ოპერაციული სისტემა, Galaxy Watch-ზე, რომელზეც დაინსტალებულია Wear OS ან Tizen OS 5.5 და უფრო ახალი ოპერაციული სისტემა, Galaxy Buds+-ზე და უფრო ახალ მოდელებზე, S Pen Pro-ზე და Galaxy Book-ის კონკრეტულ მოდელებზე. სხვა მოწყობილობების მხარდაჭერა მოგვიანებით დაემატება.
- SmartThings Find ფუნქციით Galaxy Watch და Buds მოწყობილობების მოსაძებნად, დაინსტალებული უნდა იყოს Galaxy wearable აპლიკაციის უახლესი ვერსია.
- შენი მოწყობილობების, მაგალითად Galaxy SmartTag-ის ადგილმდებარეობის გაზიარება SmartThings-ის სხვა მომხმარებლებისთვის შესაძლებელია მხოლოდ შენი თანხმობით
- SmartThings-ის Android Auto-ზე გამოსაყენებლად, შენი მოწყობილობა ავტომობილის სისტემას დაუკავშირე უსადენო კავშირის ან USB კაბელის მეშვეობით. იმის გასაგებად, არის თუ არა შენი ავტომობილი თავსებადი, ეწვიე Google Android Auto-ს ვებ-გვერდს.
- Google არის Google LLC-ის სავაჭრო ნიშანი.