საიტი იყენებს Cookie-ებს შენი გამოცდილების პერსონალიზირებისთვის, საიტის მომხმარებელთა ანალიზისთვის და შენს კალათაში პროდუქციის ზედამხედველობისთვის. ღილაკზე "ვეთანხმები" დაჭერით ან და საიტზე გადასვლით შენ ეთანხმები Samsung-ის Cookies პოლიტიკას
დეტალურად
გამოცადე გაცილებით უსაფრთხო ნავიგაცია ინტერნეტში საიდუმლო რეჟიმით, ბიომეტრიული ავტორიზაციითა და რეკლამების დაბლოკვის ფუნქციით. გიმზადებთ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების ანგარიშებს დაცვის ეფექტურობის შესახებ, პარალელურ რეჟიმში.
ყველაზე ეფექტური ბრაუზერი Galaxy-ის მოწყობილობებისთვის
შეაფასე Samsung Internet-ის ბრაუზერის ახალი ფუნქციები Galaxy-ის მოწყობილობებზე. - ელემენტის მუშაობის გახანგრძლივებული დრო Galaxy-ის აპარატურის ოპტიმიზაციის წყალობით. - გამოყენების კომფორტულობა Samsung DeX-ისა და Bixby-ის წყალობით.
შენი ბრაუზერი, შენი გზა!
შეიმუშავე ბრაუზერი, რომელიც შენთვის მუშაობს. აირჩიე სად განათავსებ მენიუს და URL-ს.
A laptop and tablet screen are shown flashing through various options for Samsung Internet browser customization, with the toolbar changing position from the top of the screen to the bottom and having more options added to it.
* ოფცია „აჩვენე მისამართის ზოლი ბოლოში“ ხელმისაწვდომია სმართფონებზე v16.0 ვერსიის მხარდაჭერით ან უახლესი, პლანშეტებზე v21.0 ვერსიის მხარდაჭერით ან უახლესი
ინტერნეტში მოგზაურობის ეფექტური მეთოდი
დაათვალიერე ვებგვერდები უფრო კომფორტულად ისეთი მოსახერხებელი ფუნქციების გამოყენებით, როგორებიცაა "ვიდეო ასისტენტი", პერსონიფიცირებული მენიუ და სწრაფი შესვლის ფუნქცია.
ვიდეო ასისტენტი
უყურე ვიდეოებს ონლაინ. ვიდეო ასისტენტის დახმარებით, მარტივად შეძლებ, უყურო ვიდეოებს მთლიანი ეკრანის რეჟიმზე, ფლეიერის ფანჯარაში ან დაკავშირებული ტელევიზორის დიდ ეკრანზეც კი. დაარეგულირე ხმა ან განათება ჟესტების საშუალებით.
* უყურე ფლეიერში ვიდეოებს, რომელთა ნახვაც ვებგვერდებზე შეზღუდულია.
მოირგე მენიუ
მოირგე მენიუ ისე, როგორც შენთვისაა მოსახერხებელი. მენიუს პერსონიფიცირებისთვის, გამოიყენე ფუნქცია "Drag and drop", რათა შეცვალო ვარიანტების თანმიმდევრობა.
სწრაფი შესვლა
ახლა უკვე აღარ გჭირდება შენი საყვარელი გვერდების ძებნა. ფუნქცია Quick access გამოსახავს იმ გვერდების ლოგოებს, რომელთა ხილვაც გსურს ბრაუზერის ყოველი ჩართვისას.
Samsung Internet-ის დამატება
სასარგებლო და მოსახერხებელი მობილური დამატებები. მიჰყევი მარტივ ინსტრუქციას ახალი გამოცდილების მისაღებად, დამატებითი ფუნქციების გამოყენებით, მაგალითად, უსაფრთხოება, დახმარება საყიდლების დროს, რეკლამების დაბლოკვა და სხვები.
თარჯიმანი
გაიგე, რა ხდება მსოფლიოში. მარტივად წაიკითხე სტატიები ან ინფორმაცია ვებგვერდებზე შენ მიერ არჩეულ ნებისმიერ ენაზე და გადათარგმნე ისინი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.
* მოწყობილობებს 960x540 (WXGA QHD)-ზე დაბალი გაფართოებით არ აქვს მხარდაჭერა. * Galaxy J სერიის Samsung-ის მოწყობილობებს არ აქვს მხარდაჭერა. * ბრაუზერს აქვს 34 ენის მხარდაჭერა: ინგლისური, კორეული, ჩინური, ესპანური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური, არაბული, ბულგარული, ჩეხური, ნიდერლანდური, პოლონური, იაპონური, უნგრული, ინდონეზიური, თურქული, ხორვატიული, სერბული, რუმინული, დანიური, ნორვეგიული, ფინური, შვედური, ვიეტნამური, 6 ინდური ენა (ჰინდი, ბენგალური, გუჯარათული, მარათული, ტამილური, ტელუგუ), სპარსული და ივრითი.
დაუკავშირე ერთმანეთს Samsung Internet-ისა და პერსონალური კომპიუტერის ბრაუზერები.
გახსენი შენ მიერ ჩანიშნული გვერდები ნებისმიერ კომპიუტერში პერსონალური კომპიუტერის Chrome-ის დამატების მეშვეობით.
* Chrome-ის დამატება Samsung Internet ხელმისაწვდომია მხოლოდ პერსონალური კომპიუტერის ბრაუზერით, რომელსაც აქვს Chrome Web Store-ის მხარდაჭერა და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ Samsung-ის ანგარიშში შესვლის შემდეგ.
* დამატებითი ინფორმაციის მისაღებად Chrome-ის დამატების Samsung Internet-ის შესახებ ეწვიე ვებგვერდს: https://chrome.google.com/webstore/detail/samsung-internet/epejdmjgfibjaffbmojllapapjejipkh.