Samsung Health Monitor  

Samsung Health Monitor

შემოწმება მოსახერხებელია და ყველგან არის შესაძლებელი

Galaxy Watch-თან შეძლებ შეამოწმო არტერიული წნევა და გადაიღო ეკგ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.

იპოვე Galaxy Watch-ი, რომელიც შეესაბამება შენს საჭიროებებს

გაიზომე არტერიული წნევა Galaxy Watch-ით

აკონტროლე წნევა Samsung Health Monitor აპლიკაციით. სისტოლური და დიასტოლური წნევა და გულისცემა იზომება Galaxy Watch-ის PPG სენსორით. Samsung Health Monitor არტერიული წნევის გასაზომი აპლიკაცია ხელმისაწვდომია მოწყობილობებზე Galaxy Watch5, Galaxy Watch4, Galaxy Watch3, Galaxy Watch Active2 და უფრო ახალ მოდელებზე.

როგორ შევამოწმოთ არტერიული წნევა?

გამოყენების ინსტრუქციები

1. Samsung Health Monitor-ის პარამეტრების დაყენება



Samsung Health Monitor აპლიკაციით სარგებლობამდე

Samsung Health Monitor აპლიკაციით არტერიული წნევის გაზომვის დაწყებამდე: უნდა შექმნა პროფილი და ჩაატარო Galaxy Watch-ის კალიბრაცია.

1) დარწმუნდი, რომ Galaxy Watch-ს აქვს Samsung Health Monitor აპლიკაციის მხარდაჭერა

* მხარდაჭერა შემდეგ მოდელებზე მოდელები: Galaxy Watch5, Galaxy Watch4, Galaxy Watch3, Galaxy Watch Active2 და უფრო ახალი Galaxy Watch და Galaxy Watch Active (გარდა Galaxy Fit-ისა).

2) დარწმუნდი, რომ Galaxy Watch უკავშირდება Bluetooth-ის საშუალებით Galaxy სმარტფონს.

3) Galaxy Watch დაუკავშირე Galaxy Wearable აპლიკაციას შენს სმარტფონზე, რათა განაახლო პროგრამული უზრუნველყოფა.

4) თუ შენ Galaxy Watch-ს აქვს Samsung Health Monitor აპლიკაცია, გახსენი და მიყევით დაყენების ინსტრუქციებს.

როგორ შევქმნათ პროფილი

1) გახსენი Samsung Health Monitor აპლიკაცია შენს Galaxy Watch-ზე და მიყევი ინსტრუქციას, ჩამოტვირთე Samsung Health Monitor აპლიკაცია.

2) გაააქტიურე Samsung Health Monitor აპლიკაცია სმარტფონზე. გაეცანი და დაეთანხმე კონფიდენციალურობის პოლიტიკას და შექმენი პროფილი

3) დაკალიბრე Galaxy Watch ეკრანზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.

  • Galaxy Store
  • Samsung
    Health Monitor

2. დაკალიბრე შიენ Galaxy Watch



სიფრთხილის ზომები

უფრო ზუსტი კალიბრაციისთვის:

1. არ მიიღო ალკოჰოლი ან კოფეინი, არ მოწიო, არ დაკავდე სპორტით და არ მიიღო აბაზანა დაკალიბრებამდე 30 წუთით ადრე.

2. დარწმუნდი, რომ ხელი და მაჯა მშრალია, არ არის ზედმეტად ოფლიანი არ გაქვს წასმული ხელის მოვლის კრემი.

3. დაკალიბრება უნდა მოხდეს შენობაში, წყნარ ადგილას.

4. მაგიდასთან მოათავსე კომფორტული სკამი.

5. დაჯექი სკამზე კომფორტულად, არ გადააჯვარედინო ფეხები, დადე იატაკზე.

6. დააწყვე ხელები მაგიდაზე.

7. დარჩი ამ მდგომარეობაში მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში კალიბრაციის დაწყებამდე.

8. კალიბრაციის დროს, სანამ ტონომეტრი ასრულებს გაზომვას, არ ამოძრაო ხელი და არ ისაუბრო.

9. გაზომვისას ისუნთქე ნორმალურად.

დააკალიბრე Galaxy Watch

1. დაუკავშირე Galaxy Watch, Galaxy Wearable აპლიკაციას სმარტფონზე, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისთვის.

2. ჩამოტვირთე Samsung Health Monitor აპლიკაცია შენს Galaxy Watch-ზე.

3. გაეცანი, დაეთანხმე პირობებს და შექმენი პროფილი.

4. დაკალიბრე Galaxy Watch ეკრანზე ნაჩვენები ინსტრუქციის მიხედვით.

* გაზომვა ჩაატარე 3-ჯერ 30 წუთის განმავლობაში კალიბრაციის შესასრულებლად. არტერიული წნევის გაზომვების სიზუსტის შესანარჩუნებლად, ხელახალი კალიბრაცია უნდა განახორციელო ყოველ 28 დღეში. ხელახალი კალიბრაცია შეგიძლია განახორციელო ნებისმიერ დროს, ციკლის მიუხედავად, რისთვისაც ეკრანის მენიუდან უნდა აირჩიო „ხელახალი კალიბრაცია “.

* გაზომვა ჩაატარე 3-ჯერ 30 წუთის განმავლობაში კალიბრაციის შესასრულებლად. არტერიული წნევის გაზომვების სიზუსტის შესანარჩუნებლად, ხელახალი კალიბრაცია უნდა განახორციელო ყოველ 28 დღეში. ხელახალი კალიბრაცია შეგიძლია განახორციელო ნებისმიერ დროს, ციკლის მიუხედავად, რისთვისაც ეკრანის მენიუდან უნდა აირჩიო „ხელახალი კალიბრაცია “.

3. არტერიული წნევის გაზომვა Galaxy Watch-ით

გაზომვა

მას შემდეგ, რაც დაასრულებ ტონომეტრით Galaxy Watch-ის კალიბრაციას, შეგიძლია გამოიყენო Samsung Health Monitor შენს Galaxy Watch-ზე არტერიული წნევის გასაზომად. ტონომეტრის შემდგომი გამოყენება საჭირო იქნება 28 დღის შემდეგ.


უფრო ზუსტი დაკალიბრებისთვის:

1) გაიკეთე Galaxy Watch იმავე მაჯაზე, რომელზეც გეკეთა დაკალიბრების დროს და დარწმუნდი, რომ Galaxy Watch-ის ზონარი მჭიდროდაა მორგებული, თუმცა არა ზედმეტად.

2) არ მიიღო ალკოჰოლი ან კოფეინი, არ მოწიო, არ დაკავდე სპორტით და არ მიიღო აბაზანა დაკალიბრებამდე 30 წუთით ადრე.

3) დარწმუნდი, რომ ხელი და მაჯა მშრალია, არ არის ზედმეტად ოფლიანი არ გაქვს წასმული ხელის მოვლის კრემი.

4) დაკალიბრება უნდა მოხდეს შენობაში, წყნარ ადგილას.

5) მაგიდასთან მოათავსე კომფორტული სკამი.

6) დაჯექი სკამზე კომფორტულად, არ გადააჯვარედინოთ ფეხები, დადეთ იატაკზე.

7) დააწყვე ხელები მაგიდაზე.

8) გაზომვის დაწყებამდე დარჩით ამ მდგომარეობაში მინიმუმ 5 წუთის განმავლობაში.

9) გაზომვის დროს არ ამოძრაო ხელი და არ ისაუბრო.

10) გაზომვის დროს ისუნთქე ნორმალურად. ნუ ეცდები ღრმად სუნთქვას ან შენელებას.





* თუ გაამოძრავებ ხელს ან თუ სიგნალი სუსტია, ეგრანზე გამოვა შეტყობინება შეცდომის შესახებ.

  • 1

    აირჩიე 'Measure'
    საათის ეკრანზე

  • 2

    გაზომვის დასრულების შემდეგ,
    შეამოწმე შენი შედეგები
    საათის ეკრანზე.

* An error message will be displayed on the watch screen in case of movement or weak signals during the measurement.

4. იხილე არტერიული წნევის გაზომვის შედეგები

შენს Galaxy Watch-ზე

მას შემდეგ რაც წარმატებით გაიზომავ არტერიულ წნევას Samsung Health Monitor აპლიკაციის გამოყენებით, შედეგები გამოჩნდება Galaxy Watch-სა და Galaxy სმარტფონზე:

- სისტოლური არტერიული წნევა
- დიასტოლური წნევა
- გულისცემა.

ამ მონაცემების საფუძველზე არ უნდა შეცვალო ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები ან მათი დოზა. თავდაპირველად კონსულტაციისთვის მიმართე ექიმს.

- გაზომვის დიაპაზონი:
სისტოლური წნევა: 70-180 mmHg
დიასტოლური: 40-120 mmHg

-კალიბრაციის დიაპაზონი:
სისტოლური: 80-170 mm ვერცხლისწყალი.
დიასტოლური: 50-110 mm ვერცხლისწყალი.


შენს Galaxy სმარტფონზე

თუ კალიბრაციის დროს შენი Galaxy Watch და Galaxy სმარტფონი დაწყვილდა Bluetooth-ის მეშვეობით, გაზომვები სინქრონიზდება Samsung Health Monitor აპლიკაციასთან, რომელიც დაყენებულია შენს Galaxy სმარტფონზე. შეგიძლია ეს ინფორმაცია შენს ექიმს გაუზიარო, რათა განიხილოს და მოგცეს რეკომენდაცია შემდგომ ნაბიჯებზე.

* 2 კატეგორიის სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის მქონე პირები უნდა შევიდნენ უფრო მაღალ კატეგორიაში.

* 2 კატეგორიის სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის მქონე პირები უნდა შევიდნენ უფრო მაღალ კატეგორიაში.


რა უნდა იცოდე Samsung Health Monitor აპლიკაციის გამოყენებამდე (არტერიული წნევა):

1. არტერიული წნევის საზომი აპლიკაცია Samsung Health Monitor არ გამოიყენება რაიმე დიაგნოსტიკური მიზნებისთვის, როგორიცაა ჰიპერტონიის ან გულის სხვა დაავადებების დიაგნოსტიკა. Samsung Health Monitor არ არის გამიზნული კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ დაავადების დიაგნოსტიკის ან მკურნალობის ტრადიციული მეთოდების ჩასანაცვლებლად.

2. არ გამოიყენო Samsung Health Monitor აპლიკაცია, თუ გაქვ რომელიმე შემდეგი დაავადება:
- არითმია
- გულის უკმარისობის ან ინფარქტის შეტევები
- პერიფერიული სისხლძარღვთა დაავადება ან სისხლის მიმოქცევის დარღვევა
- ვალეგალის დაავადებები (აორტის სარქვლის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებები)
- კარდიომიოპათია
- სხვა ცნობილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
- თირკმლის უკმარისობის ბოლო სტადია
- დიაბეტი
- ნევროლოგიური აშლილობა (მაგ. ტრემორი)
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ან თუ იღებთ სისხლის გამათხელებელ საშუალებებს.
- ტატუ მაჯაზე, რომელზეც ატარებთ Galaxy Watch-ს

3. Samsung Health Monitor (არტერიული წნევის) აპლიკაცია იყენებს Galaxy Watch-ის სენსორიდან მიღებულ ოპტიკურ სიგნალებს, რომლებიც უნდა იყოს მაღალი ხარისხის, გაზომვის ზუსტი შედეგების მისაღებად. სიგნალის ხარისხზე შეიძლება გავლენა იქონიოს სხვადასხვა ფაქტორმა, მაგალითად სენსორის ზედაპირის სისუფთავემ, ან კანის ოპტიკურმა მახასიათებლებმა გაზომვის ზონაში.

4. არ შეცვალო გამოწერილი მედიკამენტები და მათი დოზა ექიმთან წინასწარ კონსულტაციის გარეშე.

გამოყენების ინსტრუქცია
(არტერიული წნევა): IFU

დააწკაპუნე აქ 4.0 ვერსიის მისაღებად

  • Samsung Galaxy Watch*-სა და სმარტფონზე (Android P OS ვერსია ან შემდგომი) საჭიროა Samsung Health Monitor-ის აპლიკაციის გამოყენება. ქვეყანაში/რეგიონში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, რაც ეხება პროგრამული უზრუნველყოფის, როგორც სამედიცინო მოწყობილობის მიღებასთან დაკავშირებული თანხმობის მოპოვებას/რეგისტრაციას Samsung Health Monitor-ის აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ იმ ჭკვიან საათებსა და სმარტფონებზე, რომლებიც შეძენილია იმ ქვეყნებში/რეგიონებში სადაც მომსახურება ამჟამად ხელმისაწვდომია. თუმცა, მომსახურება შესაძლოა შეზღუდუი/მიუწვდომელი იყოს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან აღნიშნული მომსახურების არ მქონე ქვეყნებში/რეგიონებში.

    Blood Pressure აპლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ქვეყნებში/რეგიონებში** (ჩამონათვალი განახლებულია 2024 წლის 4 ნოემბერს)

    • (1) ხელმისაწვდომია Galaxy Active 2-ზე, Galaxy Watch3-ზე, Galaxy Watch4-სა და შემდგომ გამოშვებულ მოდელებზე (Galaxy Fit-ის გარდა) არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ბოლივია, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, ჩილე, შობის კუნძული, კოკოს (კილინგის) კუნძულები, კოსტა რიკა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ელ სალვადორი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, ჰონკონგი, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ინდონეზია, ისრაელი, ირლანდია, იტალია, კორეა, ლატვია, ლიტვა, მაიოტა, ნიდერლანდები, ნიკარაგუა, ნორფოლკის კუნძული, ნორვეგია, პანამა, პარაგვაი, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რეუნიონი, რუმინეთი, რუსეთი, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაივანი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, UAE, ვენესუელა და ვიეტნამი

    • (2) ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy Watch4-სა და შემდგომ გამოშვებულ მოდელებზე (Galaxy Fit-ის გარდა)
      მატერიკული ჩინეთი, მაკაო, ლუქსემბურგი, მალაიზია, მალტა, მაურიტიუს, მექსიკა, ახალი ზელანდია, ფილიპინები, ბაჰრეინი, ომანი, კუვეიტი, იემენი, ყატარი და ტაილანდი
    ** სერვისი არ არის ხელმისაწვდომი სხვა/ზღვისიქით არსებულ ტერიტორიებზე ან რეგიონებში, მანამ სანამ არ იქნება მითითებული ქვეყნების/რეგიონების ჩამონათვალში

  • Samsung Health Monitor Blood Pressure-ის აპლიკაცია არის „სამედიცინო მოწყობილობა“ იმ ქვეყნებში/რეგიონებში, სადაც საჭიროა მისი რეგისტრაცია/დამტკიცება. გაითვალისწინე, რომ Blood Pressure-ის აპლიკაციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის/რეგიონის მიხედვით. გამოიყენე მას შემდეგ რაც გაეცნობი „სიფრთხილის ზომები გამოყენებამდე“ და „როგორ გამოვიყენოთ“ 1-4 ნაბიჯებს.

  • Samsung Health Monitor Blood Pressure-ის აპლიკაცია არ არის გამიზნული რაიმე დიაგნოსტიკური მიზნებისთვის, რაც ეხება ჰიპერტენზიას ან გულის სხვა დაავადებებს ან 22 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის. მომხმარებლებმა არ უნდა განახორციელონ შედეგების ინტერპრეტაცია ან კლინიკური ქმედებები მოწყობილობის მონაცემებზე დაყრდნობით, კვალიფიციურ სამედიცინო მუშაკთან კონსულტაციის გარეშე. Blood Pressure-ის აპლიკაცია არ არის განკუთვნილი დიაგნოსტირების ან მკურნალობის ტრადიციული მეთოდების ჩანაცვლების მიზნებისთვის.


  • მოწყობილობისა და ეკრანის სურათები სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნებისთვის.

ელექტროკარდიოგრაფია
(ეკგ) გულისცემის რიტმის
დარღვევის შეტყობინების ფუნქციით

ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) არის გამოკვლევა, რომლის დროსაც იზომება გულის ელექტრული აქტივობა და ინფორმაცია ჩაიწერება ცხრილზე. ამჟამად ეკგ ითვლება რიტმის დარღვევის დაფიქსირების საუკეთესო მეთოდად. ბრძანებით გააქტიურებული ეკგ ფუნქციის გარდა, აპლიკაციას ასევე გააჩნია გულისცემის რიტმის დარღვევის შესახებ შეტყობინების (IHRN) მოწოდების ფუნქცია, რომელიც აანალიზებს პულსის სიხშირის მონაცემებს, რათა მოახდინოს გულისცემის სიხშირის რიტმის დარღვევის შემთხვევების იდენტიფიცირება, რომლებიც წინაგულების ფიბრილაციაზე (AFib) მიუთითებს და გზავნის შეტყობინებას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ეკგ-ს გადაღებას გულისცემის რიტმის გაანალიზების მიზნით.

როგორ გავააქტიურო არარეგულარული გულის რითმის შეტყობინება (IHRN)
გაზომე ელექტროკარდიოგრამა
(ECG) Samsung Health Monitor-ის აპლიკაციით?

Როგორ გამოვიყენო

1. დაკავშირება Galaxy Watch სმარტფონთან

იმისათვის, რომ გამოიყენო ECG აპლიკაცია (IHRN ფუნქციასთან ერთად), Galaxy Watch უნდა დაუკავშირო Galaxy სმარტფონს შემდეგი ნაბიჯების განხორციელებით.

1) დარწმუნდი, რომ Galaxy Watch-ზე მხარდაჭერილია Samsung Health Monitor.

*ECG აპლიკაცია (v1.1) თავსებადია Galaxy Watch3-თან, Galaxy Watch Active2-თან და შემდგომ გამოშვებულ Galaxy Watch-ის მოდელებზე და აქტიურ მოდელებზე.
(Galaxy Fit-ის გარდა)

*ECG აპლიკაცია (v1.2) გულისცემის რიტმის დარღვევის შესახებ შეტყობინების ფუნქციით თავსებადია Galaxy Watch4-თან, რომელზეც მხარდაჭრილია Wear OS ვერსია 4.0 ან შემდგომი.

2) დარწმუნდი, რომ Galaxy Watch დაკავშირებულია Galaxy-ს სმარტფონთან Bluetooth-ის საშუალებით.

3) დაუკავშირე შენი Galaxy Watch შენს სმარტფონზე არსებულ Galaxy Wearable აპლიკაციას, რათა განაახლო პროგრამული უზრუნველყოფა.

4) თუ Samsung Health Monitor დაინსტალირებულია შენს Galaxy Watch-ზე, გახსენი აპლიკაცია და მიყევი ეკრანზე მოცემულ დაინსტალირების ინსტრუქციებს.

  • Galaxy Store
  • Samsung
    Health Monitor

2. IHRN-ის გააქტიურება და მომზადება ეკგ-ს გადასაღებად

ECG აპლიკაციის დაინსტალირება:

1) განაახლე შენი Galaxy Watch უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით.


2) დააინსტალირე Samsung Health Monitor-ის აპლიკაცია ტელეფონზე. აპლიკაცია ხელმისაწვდომია Galaxy Store-ში.

3) გახსენი ტელეფონში Samsung Health Monitor და მიყევი ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს.

4) მას შემდეგ რაც დააინსტალირებ ECG აპლიკაციას, შეგიძლია გადაიღო ეკგ შენს Galaxy Watch-ზე არსებული Samsung Health Monitor-ის საშუალებით.


გულისცემის რიტმის დარღვევასთან დაკავშირებული შეტყობინების ფუნქციის ჩართვა:

1) დააინსტალირე ECG აპლიკაცია და ჩაწერე ეკგ კარგი ხარისხით.

2) დააჭირე ღილაკს „დაწყება“ (Get started) ECG აპლიკაციის გაშვების ეკრანზე.

3) მიყევი ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს.

*თუ მიიღებთ შეტყობინებას გულისცემის რიტმის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გადაიღეთ ეკგ, რათა მიიღოთ გულისცემის რიტმის უფრო ზუსტი ჩანაწერი.

*თუ მიიღებთ შეტყობინებას გულისცემის რიტმის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გადაიღეთ ეკგ, რათა მიიღოთ გულისცემის რიტმის უფრო ზუსტი ჩანაწერი.

3. ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა Galaxy Watch-ით

1) გახსენი Samsung Health Monitor აპლიკაცია Galaxy Watch-ზე.

2) დარწმუნდი, რომ Galaxy Watch მჭიდროდ გაქვს მორგებული მაჯაზე.

3) კომფორტულად მოათავსე მკლავები მაგიდაზე და შემდეგ მსუბუქადინს დააჭირე მეორე ხელის თითის წვერი Galaxy Watch-ის ზედა ღილაკზე 30 წამის განმავლობაში. იყავით მშვიდად და არ ისაუბროთ, სანამ Galaxy Watch ატარებს გაზომვას. ჩაწერის პროცესის დასრულებისას, ელექტროკარდიოგრამის შედეგები გამოჩნდება Galaxy Watch-ის ეკრანზე. შენიშვნა: არ დააჭირო ზედა ღილაკს ჩაწერისას; ჩაწერის დროს ზედა ღილაკზე დაჭერით ჩაწერა შეწყდება.

4) გადაშალე ზემოთ და ქვემოთ ელექტროკარდიოგრამის შედეგის სანახავად. თუ თავს ცუდად გრძნობ, დააჭირეთ „დამატებას“, „სიმპტომების“ ეკრანზე, და სიაში შეეხე თითოეულ სიმპტომს, რომელსაც გრძნობ. შემდეგ დააჭირე ""შენახვას"" ელექტროკარდიოგრამის ანგარიშში სიმპტომების დასამატებლად და დაბრუნდი ""შედეგების"" გვერდზე.

5) დააჭირე ""დასრულებას"" მთავარ ეკრანზე დასაბრუნებლად. ელექტროკარდიოგრამის ანგარიში შეგიძლია ნახო Samsung Health Monitor აპლიკაციაში (""ელექტროკარდიოგრამის"" განყოფილება) (გაითვალისწინეთ, რომ სინქრონიზაციისთვის საჭიროა Galaxy Watch-ის და ტელეფონის Bluetooth-ით დაწყვილება).

  • ინსტრუქციები
    ჩაწერამდე
  • ელექტროკარდიოგრამის
    შედეგი

4. ელექტროკარდიოგრამის ანგარიშების ნახვა Galaxy სმარტფონზე

ელექტროკარდიოგრამის ჩაწერის შემდეგ, მონაცემები სინქრონიზდება დაწყვილებულ Galaxy სმარტფონთან და იქმნება PDF ანგარიში.

1) ელექტროკარდიოგრამის ჩაწერის შედეგი გაზომვის შემდეგ დაუყოვნებლივ იგზავნება Galaxy Watch-დან Galaxy სმარტფონში.

2) ტელეფონის აპლიკაციაში შეგიძლიათ მიიღოთ Galaxy Watch-დან გადმოტანილი დეტალური შედეგები:

∙ სინუსური რიტმი. სინუსური რიტმი - როდესაც გული სცემს უცვლელი სიჩქარით. ეს ხდება მაშინ, როცა გულის ზედა და ქვედა ნაწილები სინქრონულად მუშაობენ. სინუსური რითმის გაზომვის შედეგი ეფუძნება მხოლოდ ამ კონკრეტულ ელექტროკარდიოგრამის ჩანაწერს და არ ნიშნავს, რომ შენი გული მუდმივად თანაბრად მუშაობს. სინუსური რიტმის შედეგი არ იძლევა გარანტიას, რომ არ გაქვს არითმია, ან სხვა დარღვევა. თუ თავს კარგად არ გრძნობ, მიუხედავად გაზომვის შედეგისა, მიმართე ექიმს.

∙ წინაგულების ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია). წინაგულების ფიბრილაცია არის გულის რიტმის რეგულარობის დარღვევა, როდესაც გულის ზედა ნაწილები არ მუშაობს ქვედა კამერებთან სინქრონულად. წინაგულების ფიბრილაცია არარეგულარული გულისცემის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება, ინსულტი, გულის უკმარისობა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

∙ დაუდგენელი შედეგი: ნიშნავს, რომ ელექტროკარდიოგრამის მონაცემების კლასიფიცირება შეუძლებელია. ეს ხდება თუ:
- ჩაწერის დროს გულისცემა იყო წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები
- ჩაწერის დროს გულისცემა აღემატებოდა წუთში 100 დარტყმას წინაგულების ფიბრილაციის არარსებობის შემთხვევაში
- დაფიქსირდა წინაგულების ფიბრილაცია და გულისცემა წუთში 120 დარტყმას აჭარბებდა
- გულისცემის სიხშირე სინუსურად არ იქნა დადგენილი, არ ქონდა ადგილი წინაგულების ფიბრილაციას.

თუ ამ შედეგს რამდენჯერმე მიიღებთ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

∙ ჩაწერის ცუდი ხარისხი: ჩაწერის ცუდი ხარისხი ნიშნავს, რომ Samsung Health Monitor აპლიკაციამ ვერ ჩაიწერა მონაცემები. ჩაწერის ცუდი ხარისხი ჩვეულებრივ გამოწვეულია იმით, რომ შენი სხეული ჩაწერის დროს მოძრაობს, ან Galaxy Watch არ ეხება კანს მაჯაზე ან თითზე.

თუ ეს შედეგი რამდენჯერმე მიიღეთ,გადადით განყოფილებაში ""პრობლემების გადაწყვეტა"" მომხმარებლის სახელმძღვანელოში.

  • 1

    ECG report

  • 2

    ECG report
    სპეციფიკა

რა უნდა ვიცოდეთ ელექტროკარდიოგრამა ჩაწერის აპლიკაციის გამოყენებამდე:

1. ელექტროკარდიოგრამის აპლიკაცია არ არის განკუთვნილი დიაგნოსტიკისთვის. ელექტროკარდიოგრამის აპლიკაციას არ შეუძლია გულის დაავადების დიაგნოსტიკა, ან გულის შეტევის ნიშნების გამოვლენა.
2. ელექტროკარდიოგრამის აპლიკაციიის მიზანი არ არის კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ტრადიციული მეთოდების ჩანაცვლება. თუ ფიქრობ, რომ გჭირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება, დაუყოვნებლივ მიმართე სასწრაფო დახმარების სამსახურს.
3. არ შეცვალო გამოწერილი მედიკამენტები ან დოზები ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
4. ელექტროკარდიოგრამის შედეგების დამოუკიდებლად ინტერპრეტაცია არ შეიძლება. არ მიიღო ზომები გაზომვის მონაცემებზე დაყრდნობით, ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
5. არ გამოიყენო ელექტროკარდიოგრამის აპლიკაცია, თუ გაქვს იმპლანტირებული კარდიოსტიმულატორი, იმპლანტირებული გულის დეფიბრილატორი, ან სხვა იმპლანტირებული ელექტრონული მოწყობილობა.
6. არ გამოიყენო ელექტროკარდიოგრამის აპლიკაცია, თუ წინაგულების ფიბრილაციის გარდა გაქვს სხვა სახის არითმია.

გამოყენების ინსტრუქცია (არტერიული წნევა): IFU

დააწკაპუნე აქ 3.1 ვერსიის მისაღებად

  • Samsung Health Monitor აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭიროა Samsung Galaxy Watch (Galaxy Watch4 და უფრო გვიან გამოშვებული მოდელები Wear OS 5.0 ან უფრო ახალი ვერსიით, Galaxy Fit-ის გარდა) და Samsung Galaxy სმარტფონი (Android P OS ან უფრო ახალი ვერსიით). ზოგიერთ ქვეყანაში/რეგიონში სამედიცინო მოწყობილობის სახით დამტკიცებასთან/რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვების გამო, Samsung Health Monitor აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ იმ საათებსა და სმარტფონებზე, რომლებიც შეძენილია იმ ქვეყნებში/რეგიონებში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. თუმცა სერვისით სარგებლობა შესაძლოა შეიზღუდოს/გახდეს შეუძლებელი, თუ მოხდება მომხმარებლების მიერ სმარტფონის ქარხნული პარამეტრების აღდგენა ან Samsung Health Monitor აპლიკაციის წაშლა და ხელახლა დაინსტალება იმ ქვეყანაში/რეგიონში მოგზაურობისას, სადაც ეს სერვისი არ არის ხელმისაწვდომი.

    • * ECG აპლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ქვეყნებში/რეგიონებში** (ჩამონათვალი განახლებულია 2024 წლის 4 ნოემბერს)

      • (1) ხელმისაწვდომია Galaxy Active 2-ზე, Galaxy Watch3-ზე, Galaxy Watch4-სა და შემდგომ გამოშვებულ მოდელებზე (Galaxy Fit-ის გარდა)
        არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ბოლივია, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, ჩილე, შობის კუნძული, კოკოს (კილინგის) კუნძულები, კოსტა რიკა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, ელ სალვადორი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, ჰონკონგი, ჰონდურასი, უნგრეთი, ისლანდია, ინდონეზია, ისრაელი, ირლანდია, იტალია, კორეა, ლატვია, ლიტვა, მაიოტა, ნიდერლანდები, ნიკარაგუა, ნორფოლკის კუნძული, ნორვეგია, პანამა, პარაგვაი, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რეუნიონი, რუმინეთი, რუსეთი, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაივანი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, UAE, ვენესუელა და ვიეტნამი

      • (2) ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy Watch4-სა და შემდგომ გამოშვებულ მოდელებზე (Galaxy Fit-ის გარდა)
        მატერიკული ჩინეთი, მაკაო, ლუქსემბურგი, მალაიზია, მალტა, მაურიტიუს, მექსიკა, ახალი ზელანდია, ფილიპინები, ტაილანდი, ბახრეინი, ომანი, კუვეიტი, იემენი და ყატარი

    • * გულის რიტმის დარღვევის შესახებ შეტყობინების (IHRN) ფუნქცია ხელმისაწვდომიაშემდეგ ქვეყნებში/რეგიონებში *** (განახლებულია 2024 წლის 4 ნოემბერს)

      • (1) ხელმისაწვდომია Galaxy Watch4-ზე და შემდგომ გამოშვებულ მოდელებზე (Galaxy Fit-ის გარდა)
        აშშ, კორეა, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ინდონეზია, ბრაზილია, ჰონგ-კონგი, რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, პანამა, გვატემალა, დომინიკის რესპუბლიკა, კოსტა რიკა, ეკვადორი, არგენტინა, ბახრეინი, ომანი, კუვეიტი, იემენი და ყატარი
      • ** სერვისი არ არის ხელმისაწვდომი სხვა/ზღვისიქით არსებულ ტერიტორიებზე ან რეგიონებში, მანამ სანამ არ იქნება მითითებული ქვეყნების/რეგიონების ჩამონათვალში.

      • *** IHRN ფუნქცია არ არის ხელმისაწვდომი სხვა/ზღვისიქით არსებულ ტერიტორიებზე ან რეგიონებში, მანამ სანამ არ იქნება მითითებული ქვეყნების/რეგიონების ჩამონათვალში.


  • Samsung Health Monitor Blood Pressure-ის აპლიკაცია არის „სამედიცინო მოწყობილობა“ იმ ქვეყნებში/რეგიონებში, სადაც საჭიროა მისი რეგისტრაცია/დამტკიცება. გაითვალისწინე, რომ Blood Pressure-ის აპლიკაციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის მიხედვით. გამოიყენე მას შემდეგ რაც გაეცნობი „სიფრთხილის ზომები გამოყენებამდე“ და „როგორ გამოვიყენოთ“ 1-4 ნაბიჯებს.

  • Samsung Health Monitor Blood Pressure-ის აპლიკაცია არ არის გამიზნული რაიმე დიაგნოსტიკური მიზნებისთვის, რაც ეხება ჰიპერტენზიას ან გულის სხვა დაავადებებს ან 22 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის. მომხმარებლებმა არ უნდა განახორციელონ შედეგების ინტერპრეტაცია ან კლინიკური ქმედებები მოწყობილობის მონაცემებზე დაყრდნობით, კვალიფიციურ სამედიცინო მუშაკთან კონსულტაციის გარეშე. Blood Pressure-ის აპლიკაცია არ არის განკუთვნილი დიაგნოსტირების ან მკურნალობის ტრადიციული მეთოდების ჩანაცვლების მიზნებისთვის.

  • მოწყობილობისა და ეკრანის გამოსახულებები წარმოდგენილია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნით.


ძილის აპნოეს სიმპტომების ამოცნობა.

Galaxy Watch-ის ძილის ანალიზის ფუნქცია კიდევ უფრო გაუმჯობესდა. Galaxy Watch-ის ძილის აპნოეს ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია ძილის აპნოეს სიმპტომების ამოცნობა, რომელიც არის FDA-ს მიერ ავტორიზებული პირველი მსგავსი ტიპის ფუნქცია. ფუნქცია ხელმისაწვდომია Galaxy Watch7-ზე და ახლო მომავალში იქნება ხელმისაწვდომი Galaxy Watch4-ზე და მომდევნო მოდელებზე.

როგორ მოვძებნო ინფორმაცია ძილის აპნოეს შესახებ?

გამოყენების ინსტრუქციები

1. Samsung Health Monitor აპლიკაციის პარამეტრების განსაზღვრა და დაყენება



Samsung Health Monitor აპლიკაციის გამოყენებამდე

ძილის აპნოეს ფუნქციით სარგებლობისთვის საჭიროა Galaxy Watch-ის დაკავშირება თავსებად Galaxy სმარტფონთან, რაშიც ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები დაგეხმარება:

1) შეამოწმე, აქვს თუ არა შენს Galaxy Watch-ს Samsung Health Monitor-ის მხარდაჭერა.

*საათების მხარდაჭერილი მოდელებია: Galaxy Watch7, ახლო მომავალში დაემატება Galaxy Watch4 და მომდევნო მოდელების მხარდაჭერა. (Galaxy Fit-ის გარდა)

2) დარწმუნდი, რომ შენი Galaxy Watch და Galaxy სმარტფონი ერთმანეთთან დაკავშირებულია Bluetooth-ის მეშვეობით.

3) Galaxy Watch-ის პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ვერსიამდე განახლებისთვის, დაუკავშირე მოწყობილობა შენი სმარტფონის Galaxy Wearable აპლიკაციას.

4) თუ შენს Galaxy Watch-ზე დაინსტალებულია Samsung Health Monitor, გახსენი აპლიკაცია და მიჰყევი ეკრანზე მოცემულ პარამეტრების განსაზღვრის ინსტრუქციებს.

2. ძილის აპნოეს ფუნქციის ჩართვა

სიფრთხილის ზომები ფუნქციის გამოყენებამდე

1) შენს საათზე ან სმარტფონზე გახსენი Samsung Health Monitor

2) შეეხე ძილის აპნოეს ფუნქციის სიმბოლოს და გაააქტიურე ის სპეციალური ღილაკის მეშვეობით

3) ყურადღებით გაეცანი ინსტრუქციებს და ფუნქციის ჩასართავად შეეხე ღილაკს „გაგრძელება“

3. ძილი მაჯაზე Galaxy Watch-ით (2 ღამის განმავლობაში, 10 დღიანი პერიოდის ფარგლებში)

1) დაიძინე მაჯაზე მჭიდროდ დამაგრებული საათით 2 ღამის განმავლობაში, ფუნქციის ჩართვიდან 10-დღიან პერიოდში. სათანადო შედეგების მსიაღებად საკმარისი მონაცემების შეგროვებისთვის საჭიროა სულ მცირე 4 საათის განმავლობაში ძილი.

2) შენი საათი დააკვირდება შენი სუნთქვის შეჩერების ეპიზოდებს იმის მიხედვით, თუ რამდენჯერ მოხდა სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითება ძილის დროს, რითაც მოხდება ძილის საშუალო და მძიმე ობსტრუქციული აპნოეს ნიშნების აღმოჩენა.

დასაძინებლად მომზადების პროცესი:

1) ძილის დროს საათი მჭიდროდ უნდა გეკეთოს მაჯაზე, თუმცა ამასთანავე ის დაშორებული უნდა იყოს მაჯის სახსრისგან.

2) სათანადო შედეგების მისაღებად, საათი მაჯაზე უნდა გეკეთოს 2 ღამის განმავლობაში, 10-დღიან პერიოდში.

* მოერიდე
. ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებას
. კოფეინის ჭარბი რაოდენობით მიღებას
. საძილე საშუალებებს
. თამბაქოს ჭარბი რაოდენობით მოწევას

4. ძილის აპნოესთან დაკავშირებული შედეგები

შენს Galaxy Watch-ზე / შენს სმარტფონზე

2 ღამის მონაცემების შეგროვების შემდეგ, მიიღებ შედეგს და ძილის აპნოეს ფუნქცია ავტომატურად გამოირთვება.

*შენი საათი ამოწმებს მხოლოდ ძილის საშუალო და მძიმე ობსტრუქციული აპნოეს ნიშნებს

*შენი საათი ამოწმებს მხოლოდ ძილის საშუალო და მძიმე ობსტრუქციული აპნოეს ნიშნებს

რა უნდა იცოდე ძილის აპნოეს ფუნქციის გამოყენებამდე

არ გამოიყენო ეს ფუნქცია, თუ ხარ ორსულად ან გაქვს გაციებით, ასთმით, ალერგიით ან რაიმე სხვა პათოლოგიური მდგომარეობით გამოწვეული გაუარესებული სუნთქვის დროებითი სიმპტომები, რადგან მიღებული შედეგები შესაძლოა იყოს არაზუსტი.

არ გამოიყენო ძილის აპნოეს ფუნქცია, თუ უკვე დასმული გაქვს ძილის აპნოეს დიაგნოზი.

არ გამოიყენო ძილის აპნოეს ფუნქცია, თუ დასმული გაქვს ერთ-ერთი შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობის დიაგნოზი:
• მოძრაობასთან დაკავშირებული პათოლოგიური მდგომარეობები: პარკინსონის დაავადება, ტრემორი, მოუსვენარი ფეხების სინდრომი (PLMS)
• გულის პათოლოგიური მდგომარეობები: გულის შეგუბებითი უკმარისობა (CHF), წინაგულების ფიბრილაცია
• ფილტვის პათოლოგიური მდგომარეობები: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD), ქრონიკული ბრონქიტი, ემფიზემა, ფილტვის ფიბროზი.


ინსტრუქცია (ECG) : IFU

დააჭირე აქ ვერსია 3.2

  • Samsung Galaxy Watch (Galaxy Watch4 და მომდევნო მოდელები Wear OS 5.0-ით ან უფრო ახალი ვერსიით, Galaxy Fit-ის გარდა) და Samsung Galaxy სმარტფონი (Android P OS-ით ან უფრო ახალი ვერსიით) უნდა იყენებდეს Samsung Health Monitor აპლიკაციას. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო მოწყობილობის სახით დამტკიცებასთან/რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, Samsung Health Monitor აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ იმ საათებსა და სმარტფონებზე, რომელთა შეძენაც მოხდა იმ ქვეყნებში, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომია. თუმცა, სერვისით სარგებლობა შესაძლოა შეიზღუდოს/გახდეს შეუძლებელი, თუ მოხდება მომხმარებლების მიერ სმარტფონი ქარხნული პარამეტრების აღდგენა ან Samsung Health Monitor აპლიკაციის წაშლა და ხელახლა დაინსტალება იმ ქვეყანაში/რეგიონში მოგზაურობისას, სადაც ეს სერვისი არ არის ხელმისაწვდომი.

  • ძილის აპნოეს ფუნქცია ხელმისაწვდომია შემდეგ ქვეყნებში/რეგიონებში* (ბოლო განახლების თარიღი: 2024 წლის 4 ნოემბერი) - აზერბაიჯანი, ბოლივია, ჩილე, საქართველო, ჰონგ-კონგი, კორეა, მავრიკი, პერუ, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, აშშ, ბახრეინი, ომანი, კუვეიტი, იემენი, ყატარი

    *სერვისი არ არის ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებში ან რეგიონებში, თუ ეს სხვაგვარად არ არის მითითებული ქვეყნების/რეგიონების სიაში.

  • ძილის აპნოეს ფუნქცია ითვლება „სამედიცინო მოწყობილობად“ იმ ქვეყნებში/რეგიონებში, სადაც საჭიროა რეგისტრაცია/ნებართვა. გაითვალისწინე, რომ ძილის აპნოეს ფუნქციის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის/რეგიონის მიხედვით. ფუნქციის გამოყენებამდე აუცილებლად წაიკითხე „სიფრთხილის ზომები ფუნქციის გამოყენებამდე“ და „გამოყენების ინსტრუქციები“, საფეხურები 1-4.

  • ძილის აპნოეს ფუნქცია არ არის განკუთვნილი ძილის აპნოესთან დაკავშირებული რაიმე მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვის და 22 წლამდე ასაკის მომხმარებლებისთვის. მომხმარებლებმა თავად არ უნდა მოახდინონ შედეგების ინტერპრეტაცია და არ უნდა მიიღონ თვითნებური სამედიცინო ზომები მხოლოდ მოწყობილობის მეშვეობით მიღებული მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროს კვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე. ძილის აპნოეს ფუნქცია არ წარმოადგენს კვალიფიცირებული სამედიცინო პირის მიერ განხორციელებული დიაგნოსტიკის ან მკურნალობის ტრადიციული მეთოდების ალტერნატივას.


  • მოწყობილობისა და ეკრანის სურათები სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნებისთვის.

ყოველდღიური ზრუნვა ჯანმრთელობაზე

 

სმარტფონები

 

აპლიკაცია და სერვისები