Samsung health

ყოველდღიური ჯანმრთელობა

*მოწყობილობების და ეკრანის სურათები მოდელირებულია ილუსტრირებისთვის. მომხმარებლის გამოცდილება და ინტერფეისი შეიძლება განსხვავდებოდეს პროგრამული უზრუნველყოფის, მოდელის, რეგიონის და სხვა ფაქტორების მიხედვით.

შენი ყოველდღიური მზაობის ინდექსი Galaxy AI-სგან

ენერგიის ქულის განსაზღვრის ფუნქციის მეშვეობით შეძლებ ყოველდღიურად იზრუნო შენს ჯანმრთელობაზე

ენერგიის ქულა არის შენი ფიზიკური და მენტალური ენერგიის და მზაობის ყოველდღიური მაჩვენებელი. Samsung Galaxy-ს ტარებადი მოწყობილობების მეშვეობით მომდევნო დღის მაჩვენებლის განსაზღვრისთვის გამოიყენება შენი ძილის ანალიზის, აქტივობის და გულისცემის სიხშირის მაჩვენებლები.1,2

გააუმჯობესე შენი ენერგიულობის დონე პერსონალიზებული რეკომენდაციების მეშვეობით

რა შეგიძლია გააკეთო შენი ქულის გასაუმჯობესებლად? მიიღე ყოველდღიური რჩევები, რომლებიც დაგეხმარება შენი ენერგიის ქულის გაუმჯობესებაში, შეადგინე შენი ყოველდღიური რუტინა და მარტივად მართე ის.1,2

ჯანმრთელობის რეკომენდაციები

დაისახე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მიზნები

განსაზღვრე შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებული პრიორიტეტები შენი საჭიროებების მიხედვით—არ აქვს მნიშვნელობა რა არის შენი მიზანი, ვარჯიშის შედეგების გაუმჯობესება თუ შენი ძილის ყოველდღიური ჩვევების უკეთ შესწავლა.2

მიიღე სასარგებლო რჩევები, რომლებიც დაგეხმარება შენი მიზნების მიღწევაში

მიიღე მეტი ინფორმაცია შენს პროგრესთან დაკავშირებით იმის მიხედვით, თუ რას აკეთებ ყოველდღიურად შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ფუნქცია გიგზავნის დეტალური ინფორმაციის შემცველ შეტყობინებას, რომლის მოსამზადებლადაც გამოყენებულია Samsung Health-ის მიერ შეგროვებული მონაცემები.2

ძილთან დაკავშირებული პერსონალიზებული რჩევები

აღმოაჩინე შენი ძილის ქულა

მიიღე ინფორმაცია შენი ძილის დროის, ძილის თითოეული ფაზის ხანგრძლივობის და ღამის განმავლობაში შენი სხეულის მოძრაობების შესახებ და გაიუმჯობესე ძილის ხარისხი.3

უფრო ხარისხიანი ძილისთვის

მიიღე მეტი ინფორმაცია შენი გულისცემის სიხშირის, ძილის ფაზების, ხვრინვის და სხვა მაჩვენებლების შესახებ!*3,4

*სისხლში ჟანგბადის შემცველობა, გულისცემის სიხშირე, ხვრინვა, სხეულის ტემპერატურა და ძილის ფაზები.

ძილის ქოუჩინგი

ძილის ქოუჩინგის ფუნქციის მეშვეობით შეძლებ აკონტროლო და გაანალიზო შენი ძილთან დაკავშირებული ჩვევები და დაისახო და მიაღწიო ძილის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ მიზნებს.5

შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესის ჰარმონიზაცია

მოიპოვე წვდომა შენს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და ზოგად სიჯანსაღესთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და აკონტროლე ის შენს Samsung Galaxy მოწყობილობაზე დაინსტალებული Samsung Health app-ის მეშვეობით. გამოიყენე დეტალური მონაცემები და მიაღწიე ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებით დასახულ მიზნებს.

  • *საჭიროებს Samsung Health აპლიკაციის 6.24 ან უფრო ახალ ვერსიას.
  • **Galaxy Watch7 დაკავშირებული უნდა იყოს Android 11-ზე მომუშავე Samsung Galaxy სმარტფონთან.

აკონტროლე და გააუმჯობესე შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა

შექმენი ვარჯიშის საკუთარი რუტინა

შექმენი ვარჯიშის საკუთარი რუტინა და დაამატე შენთვის სასურველი ვარჯიშები. ივარჯიშე საკუთარი რუტინის მიხედვით და მიაღწიე სასურველ ფიტნეს-მიზნებს.

*ხელმისაწვდომია Galaxy Watch4 სერიის და უფრო ახალ მოდელებზე. საჭიროებს Samsung Health აპლიკაციის 6.27 ან უფრო ახალ ვერსიას.

დააყენე საკუთარი გულისცემის სიხშირის ზონა

ივარჯიშე შენზე მორგებული დატვირთვით და მიაღწიე სასურველ მიზნებს. Galaxy Watch სერიის მოწყობილობების მეშვეობით, შენ შეძლებ შექმნა პერსონალიზებული გულისცემის სიხშირის ზონა, ჯანმრთელობასთან და სიჯანსაღესთან დაკავშირებული სასურველი მიზნების მისაღწევად.

  • *გულისცემის სიხშირის მონაცემები განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობისა და ფიტნეს მიზნებისთვის. ის არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის ან დაავადების გამოვლენის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისთვის. მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. რჩევის მისაღებად მიმართეთ სამედიცინო სფეროს პროფესიონალს.
  • *პერსონალიზებული გულისცემის სიხშირის ზონის პარამეტრები ხელმისაწვდომია Galaxy Watch-ზე (Galaxy Watch 4 და უფრო ახალი მოდელები, რომლებზეც დაინსტალებულია Samsung Health 6.24 ან უფრო ახალი ვერსია). შენი გულისცემის სიხშირის ზონების დიაპაზონის გასაზომად, უნდა ირბინო გარე სივრცეში, სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში, მინიმუმ 4 კმ/სთ სიჩქარით.
  • *აქ აღწერილი ნებისმიერი სერვისი, ფუნქცია, მახასიათებელი, კონტენტი, მომხმარებლის ინტერფეისი და უპირატესობა შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე, ხოლო მათი ხელმისაწვდომობა შესაძლოა განსხვავდებოდეს ქვეყნის/რეგიონის, მოწყობილობის მოდელის, OS/One UI ვერსიის და მობილური ოპერატორის მიხედვით.

შეადგინე საკუთარი მარშრუტი და ისიამოვნე ვარჯიშით

გააკეთე შენი წინასწარ შექმნილი მარშრუტის ფაილის (GPX ფორმატში*) იმპორტი შენს Galaxy Watch-ზე და მიჰყევი დასახულ მარშრუტს.
*GPX (GPS Exchange Format): ზოგადი ფორმატის ფაილი, რომელიც მოიცავს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ მონაცემებს და სურვილისამებრ, ზღვის დონიდან სიმაღლის დონის მაჩვენებელს, დროს და სხვა სახის ინფორმაციას.

  • *ხელმისაწვდომია, როდესაც ხდება GPX ფორმატის ფაილის იმპორტი სიარულის, სირბილის, ველოსიპედის ტარების ან ლაშქრობის რეჟიმში და მარშრუტი უნდა იყოს არჩეული როგორ მიზანი Samsung Health აპლიკაციის პარამეტრებში.
  • *ხელმისაწვდომია მხოლოდ Galaxy Watch5 Pro-ზე და Galaxy Watch Ultra-ზე.

გააუმჯობესე ველოსიპედით მოძრაობის სიჩქარე პერსონალიზებული FTP-ის მეშვეობით*

გააუმჯობესე პედლების ტრიალის სიჩქარე. დააკავშირე ძალის მზომი შენს Samsung Galaxy სმარტფონთან და განსაზღვრე შენი FTP მაჩვენებელი 10 წუთის განმავლობაში Galaxy AI-ს მეშვეობით.
აირჩიე ველოსიპედით მოძრაობის ინტენსივობა შენი FTP-ის მიხედვით და მიაღწიე მაქსიმალურ შედეგებს.

  • *FTP (ზღვრული ფუნქციური ენერგია): მაქსიმალური ენერგია, რომლის შენარჩუნებაც შესაძლებელია დროის კონკრეტული მონაკვეთის განმავლობაში. ეს გახლავთ გამომუშავებული ენერგიის მაქსიმალური დონე, რომლის შენარჩუნებაც შესაძლებელია უეცარი გადაღლის გარეშე. ეს მაჩვენებელი წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის და ვარჯიშის სტატუსის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ინდიკატორს.
  • *პერსონალიზებული FTP-ის (ზღვრული ფუნქციური ენერგიის) მაღალი სიზუსტით გაზომვისთვის, Samsung Galaxy სმარტფონი დაკავშირებული უნდა იყოს ველოსიპედის ძალის მზომთან. კიდევ უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად, Galaxy Watch დააწყვილე შენს სმარტფონთან.
  • *FTP ავტომატურად გამოითვლება ველოსიპედის 4 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ტარების შემდეგ. ამ დროს ველოსიპედზე დამაგრებული უნდა იყოს ძალის მზომი. ფუნქცია იყენებს მანქანურ სწავლებას, ამიტომ რაც უფრო ხშირად ივლი ველოდიპედით, მით უფრო ზუსტი იქნება გამოთვლილი FTP-ის მნიშვნელობა.
  • *ძალის მზომი იყიდება ცალკე.

მიაღწიე ფიტნეს მიზნებს უფრო ეფექტურად სხეულის შემადგენლობის გაზომვის ფუნქციებით.

სხეულის შემადგენლობის გაზომვა

Galaxy Watch საშუალებას გაძლევს, გაზომო სხეულის შემადგენლობა (წონა, ცხიმის და კუნთების პროცენტული მოცულობა) და უკეთ აკონტროლო ჯანმრთელობა.

  • * მაჩვენებლები არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირების ან მკურნალობისთვის. ისინი მოცემულია მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. რჩევის მისაღებად მიმართე სამედიცინო სფეროს პროფესიონალს.
  • *ხელმისაწვდომია Galaxy Watch4 სერიაზე და უფრო ახალ მოდელებზე.

განსაზღვრე მიზნები

აირჩიე მიზნები (კონკრეტული თარიღი, წონა, ცხიმის და კუნთების პროცენტული მოცულობა). ჩვენი სასარგებლო რეკომენდაციები დაგეხმარება მათ უფრო სწრაფად მიღწევაში.

  • * მაჩვენებლები არ არის განკუთვნილი რაიმე სახის სამედიცინო მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირების ან მკურნალობისთვის. ისინი მოცემულია მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. რჩევის მისაღებად მიმართე სამედიცინო სფეროს პროფესიონალს.
  • *ხელმისაწვდომია Galaxy Watch4 სერიაზე და უფრო ახალ მოდელებზე.

გაიუმჯობესე ცხოვრების ხარისხი

მიაღწიეთ მიზნებს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად

Samsung Health-ით შეგიძლია მიიღო შედეგები გასართობი, ინტერაქტიული ვარჯიშებით. მოაწყვე მეგობრული შეჯიბრი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და თვალყური ადევნე თითოეული მონაწილის პროგრესს.

იმუშავეთ პროფესიონალებთან

დაგღალა ერთი და იგივე რუტინამ? Samsung Health-მა შენთვის მოამზადა პროფესიონალი მწვრთნელების ვიდეოები, რომლის მეშვეობითაც შეძლებ შეისწავლო ახალი ფიტნეს-პროგრამები, მათ შორის გაწელვის ვარჯიშები, წონაში კლების ვარჯიშები, გამძლეობის ვარჯიშები და სხვა. სწორედ ეს არის ის, რაც გჭირდება კვლავ ფორმაში ჩასადგომად. ივარჯიშე და პარალელურად მიიღე შენი საათისგან უკუკავშირი რეალურ დროში. ახლა უკვე შეგიძლია ეკრანზე მოცემული მონაცემების მეშვეობით აკონტროლო შენი გულისცემის სიჩქარე და კალორიები.

*Samsung Health აპლიკაციაში ფიტნეს პროგრამის გააქტიურების შემთხვევაში, საჭიროა, რომ მაჯაზე გეკეთოთ Galaxy Watch.

დაასრულეთ დღე მშვიდათ

მოადუნე სხეული, გონება და სული. აღმოაჩინე მედიტაციის ეფექტური ხერხები, რომელიც დაგეხმარება დღის განმავლობაში დაგროვილი სტრესის დონის შემცირებაში. დაასრულე დღე მედიტაციითა და ფიქრით, მოუსმინე მშვიდ მუსიკას და აუდიო ჩანაწერებს, რომელიც მარტივად ჩაძინებაში დაგეხმარება.*

  • *Galaxy Buds-ის მეშვეობით შეძლებ მიიღო Mindfulness-ის იმერსიული გამოცდილება მხოლოდ ერთი შეხებით, სადაც არ უნდა იყო. (*ხელმისაწვდომია Galaxy Buds3 სერიის მოწყობილობებზე)
  • *მოწყობილობები იყიდება ცალკე.
  • *ზოგიერთ კონტენტთან წვდომისთვის შესაძლოა საჭირო იყოს დამატებითი საფასურის გადახდა და Calm ანგარიშზე ავტორიზაცია.

მხარდაჭერა, რომელსაც იმსახურებ

ქალთა ჯანმრთელობას მხარს უჭერს Glow სერვისი მენსტრუალური ციკლის მონიტორინგის, ასოცირებული სიმპტომების მართვისა და პერსონალიზებული ინფორმაციისა და შინაარსის მეშვეობით. Galaxy-ის ტარებადი მოწყობილობა მზადაა მხარი დაუჭიროს ქალებს ყოველ მოგზაურობაში.

თქვენ ხართ ის რასაც ჭამთ

Samsung Health-ის მეშვეობით შეძლებ ჩაინიშნო შენ მიერ ყოველდღიურად მიღებული საკვები და შეიმუშავო უფრო ჯანსაღი კვების რაციონი. უკეთ შეისწავლე შენი კვებასთან დაკავშირებული ჩვევები ყოველდღიურად მიღებული ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების და Galaxy Watch-ის მეშვეობით განსაზღვრული AGEs* ინდექსის საფუძველზე და გადადი კვების უფრო ჯანსაღ რაციონზე.

  • *AGEs ინდექსის განსაზღვრა ხდება Galaxy Watch7 სერიის და უფრო ახალ მოდელებზე. (*ლაბორატორიების ფუნქცია)
  • *AGEs ინდექსის განსაზღვრისთვის გამოიყენება Galaxy Watch7 სერიის მოწყობილობების სინათლის სენსორი, რომელიც მუშაობს უსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისად განსაზღვრული დიაპაზონის ფარგლებში. თუმცა, სინათლის მიმართ მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს შესაძლოა აღენიშნოთ მძაფრი რეაქცია სინათლეზე, მაგალითად კანის ფერის შეცვლა ან გამონაყარი. ამ ფუნქციით სარგებლობა არ არის რეკომენდებული, თუ აღგენიშნება სინათლის მიმართ მაღალი მგრძნობელობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ჯანმრთელობის მონაცემების გაზიარების გაუმჯობესებული გამოცდილება

მხარდაჭერილია ოჯახის წევრების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი მონაცემების გაზიარების შესაძლებლობა, როგორიცაა ნაბიჯების რაოდენობა, ვარჯიშის და ძილის მონაცემები.
სოციალური ფუნქციების ინტეგრირების მეშვეობით ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მონაცემების გაზიარების და მიმოცვლის პროცესის მონიტორინგი.

  • *ხელმისაწვდომია Samsung Account-ზე ოჯახის წევრების ჯგუფის შექმნის შემთხვევაში. ამ ჯგუფის წევრებს შეუძლიათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება და მოთხოვნა.
  • *თუ გადაწყვეტ, რომ აღარ გსურს შენი ან შენი ოჯახის წევრების ინფორმაცის გაზიარება, არსებული ინფორმაცია წაიშლება და გაზიარება შეწყდება.
  • *არასრულწლოვანი პირის ჯანმრთელობის მონაცემებზე წვდომის მოსაპოვებლად საჭიროა ნებართვა მისი მეურვისგან.
  • *უმოქმედობის პერიოდის 90 დღემდე გაგრძელების შემთხვევაში ინფორმაცია ავტომატურად წაიშლება და გაზიარება შეწყდება.

როგორ აკონტროლო შენი ჯანმრთელობა Samsung-თან ერთად

მარტივი გზა Samsung Health-ის უპირატესობებით სარგებლობისთვის.

მონაცემების უსაფრთხოება Samsung Knox

თავსებადი მოწყობილობები

გააუმჯობესე ცხოვრება Galaxy-სთან ერთად.

ჩამოტვირთე აპლიკაცია

ჩამოტვირთე Samsung Health აპლიკაცია.

 

სმარტფონები

Galaxy S24 | S24+ | S24 Ultra
 

აპლიკაცია და სერვისები


  • საჭიროა Samsung account-ზე ავტორიზაცია. სერვისის ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის/რეგიონის მიხედვით.
  • არ არის განკუთვნილი რაიმე სამედიცინო მდგომარეობის გამოვლენის, დიაგნოსტირების და მკურნალობისთვის. მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.
  • აქ წარმოდგენილი ყველა სერვისი, ფუნქცია, მახასიათებელი, კონტენტი, მომხმარებლის ინტერფეისი და უპირატესობა შეიძლება შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე და მათი ხელმისაწვდომობა განსხვავდება ქვეყნის/რეგიონის, მოწყობილობის მოდელის და ოპერაციული სისტემის ვერსიის მიხედვით. ფასიანი სერვისები ხელმისაწვდომია მათი შეძენის შემდეგ.
  • მოწყობილობები და ეკრანის ანაბეჭდები სიმულირებულია საილუსტრაციო მიზნით. UX/UI განსხვავდება პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, მოდელის, ქვეყნის/რეგიონის და სხვა ფაქტორების მიხედვით.
  1. ენერგიის ქულის შესამოწმებლად უნდა მოხდეს Samsung Galaxy Watch-ის (Galaxy Watch 4 სერიის და უფრო ახალი მოდელები, Galaxy Fit3-ის გარდა) ან Samsung Galaxy Ring-ის მეშვეობით შეგროვებული მონაცემების სინქრონიზაცია Samsung Health აპლიკაციაში. საჭიროა სულ მცირე წინა დღის აქტივობის, ძილის და ძილის დროს გულისცემის სიხშირის მონაცემები.
  2. ენერგიის ქულის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ფუნქცია ხელმისაწვდომია Android სმარტფონებზე (Android 10 ან უფრო ახალი ვერსია) და საჭიროებს Samsung Health აპლიკაციას (v6.27 ან უფრო ახალი ვერსია). 
  3. ხელმისაწვდომია Galaxy Watch4 სერიის ან უფრო ახალ მოდელებზე. ძილის მონიტორინგის ფუნქციები განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი ჯანმრთელობის და ფიტნეს მიზნებისთვის. არ არის განკუთვნილი რაიმე სახის პათოლოგიური მდგომარეობის ან ძილის დარღვევების გამოვლენის, დიაგნოსტირების და მკურნალობისთვის. მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ პირადი გამოყენების მიზნით. რჩევების მისაღებად მიმართე სამედიცინო პროფესიონალს.  
  4. ხვრინვის ჩასაწერად, გაიკეთე შენი საათი ძილის დროს და მოათავსე შენი სმარტფონი შენს თავთან ახლოს სწორ ზედაპირზე, მაგალითად ტუმბოზე ისე, რომ ტელეფონის ქვედა ნაწილი შენკენ იყოს მომართული.
  5. საჭიროებს Samsung Health აპლიკაციის 6.24 ან უფრო ახალ ვერსიას. ძილის ქოუჩინგის ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა სულ მცირე 7 დღის, მათ შორის სულ მცირე 1 სამუშაო დღის და 1 დასვენების დღის ძილის მონაცემები.