Samsung იღებს ვალდებულებას, დაიცვას ადგილობრივი კანონები და რეგულაციები და ასევე გამოიყენოს ბიზნეს ეთიკის მკაცრი გლობალური ქცევის კოდექსი ყველა თანამშრომლის მიმართ. ჩვენ ვთვლით, რომ ეთიკური მმართველობა არა მხოლოდ გლობალურ ბიზნეს გარემოში სწრაფ ცვლილებებზე რეაგირების საშუალებაა, არამედ ინსტრუმენტია, ნდობის გასამყარებლად დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის კლიენტებთან, აქციონერებთან, თანამშრომლებთან, საქმიან პარტნიორებთან და ადგილობრივი საზოგადოებების (თემების) წარმომადგენლებთან. Samsung მიზნად ისახავს, გახდეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთიკური კომპანია და განაგრძობს თავისი თანამშრომლების განათლებასა და მონიტორინგის სისტემების გამოყენებას. ამისთვის Samsung იყენებს კორპორატიული მართვის სამართლიან და გამჭვირვალე მეთოდებს.
ჩვენი ფილოსოფია და მიზანი
Samsung მიყვება ბიზნესის მარტივ ფილოსოფიას: გამოიყენოს კომპანიის ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსები უმაღლესი სტანდარტის პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად, რითაც წვლილს შეიტანს მთელს მსოფლიოში საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესებაში. სწორედ ამიტომ Samsung დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ პერსონალსა და ტექნოლოგიებს.
Samsung-ის ძირითადი ღირებულებები
Samsung-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები თვლიან, რომ სწორი ღირებულებების დაცვა არის ბიზნესის წარმატების საწინდარი. ამიტომ, ყველა გადაწყვეტილების მიღებისას, Samsung ხელმძღვანელობს ძირითადი კორპორატიული ღირებულებებითა და ასევე, ბიზნეს ეთიკის მკაცრი კოდექსით.
ბიზნესის მართვის ხუთი პრინციპი კომპანია Samsung-ში
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებისადმი ერთგულების გამოხატვით, მსოფლიოს წამყვანმა კომპანიამ Samsung Electronics-მა, 2005 წელს გამოაქვეყნა „კომპანია Samsung-ის ბიზნესის წარმართვის ხუთი პრინციპი“. ეს პრინციპები საფუძვლად დაედო მისი ბიზნეს ეთიკის გლობალურ კოდექსს. ისინი უზრუნველყოფს საკანონმდებლო და ეთიკური ნორმების დაცვას და კორპორატიული სოციალური ვალდებულებების შესრულებას.
გაეცანი ჩვენს ხელმძღვანელობას
ჩონ ხინ ხანი
- ㆍვიცე-თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი [2022 წლიდან დღემდე]
- ㆍვიცე-თავმჯდომარე და Device eXperience განყოფილების ხელმძღვანელი [2021 წლიდან დღემდე]
- ㆍპრეზიდენტი და Visual Display Business განყოფილების ხელმძღვანელი [2017-2021 წწ]
- ㆍVisual Display Business განყოფილების სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი [2015-2017წწ]
- ㆍVisual Display Business განყოფილების სამეცნიერო-კვლევითი ოფისის ხელმძღვანელი [2013-2015წწ]
- ㆍVisual Display Business განყოფილების სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის პროდუქტის ხელმძღვანელი [2011-2013წწ]
ისტორია
ახალ გამოწვევებთან შეჭიდება ჩვენი მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად
მას შემდეგ, Samsung მუდმივად ცდილობს გახდეს #1 სისტემაში ნახევარგამტარების ინდუსტრიებში და ამავდროულად ვითარდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და 5G კავშირი.
კომპანია აგრძელებს ინოვაციების დანერგვას, რათა შეინარჩუნოს ლიდერობა მსოფლიოს მასშტაბით მეხსიერების ნახევარგამტარებში, ტელევიზორებსა და სმარტფონებში.
2019 წელს Samsung-მა ასევე წარადგინა მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი ხედვა:
“ერთად ხვალინდელი დღისთვის!
ხალხისთვის შესაძლებლობების მიცემა.”
სტრატეგიამ ჩამოაყალიბა კომპანიის, როგორც გლობალური კორპორაციული მოქალაქის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, გამოხატა, თუ როგორ ისწრაფვის Samsung-ი თავისი სოციალური ვალდებულებების შესრულებისაკენ და ასევე აღწერა ეთოსი, რომლის დამკვიდრებასაც კომპანია შემდეგი საუკუნისთვის და მის შემდგომ გეგმავს.